თავისულება არ ისწავლება, თავისულებას ვერ გასწავლიან. თავისუფლება სულის თანდაყოლილი ნიჭია, რომელიც უნდა აღმოაჩინო, იგძნო და დატკბე. სხვისი ნასწავლი თავისუფლება, თავისუფლება არ არის, ის უბრალოდ ჰგავს. ნამდვილი თავისუფლება თითის ანაბეჭდვით ერთია და მასავით შეუმჩნეველი. ადამიანების უმეტესობა სიცოცხლის მანძილზე ერთხელაც კი ვერ ახერხებს შეიგრძნოს თავისუფლება. ზოგს კი უბრალოდ სხვისი თავისუფლების მონობაში უწევს ცხოვრება და ვერასოდეს იაზრებს საკუთარი მდგომარეობის სიმძიმეს. თავისუფლება არ ისწავლება, თავისუფლება უბრალოდ სულის მდგომარეობაა. შეიძლება სიცოცხლის აზრიც სწორედ ამაშია, გავათავისუფლოთ საკუთარ თავში გამოკეტილი საკუთარი სულები. ხოდა ფიქრია გზა და გასაღები. თავისუფლება ფიქრიდან იწყება.
No comments:
Post a Comment