გვერდი

07 December 2020

სასაცილოა

 რა უნდა გითხრა?

რა მაქვს სათქმელი? რა გაქვს სათქმელი? იცი, როგორი სასაცილოა? ფიქრები, რწმენა, და გრძნობები მითუმეტეს, სასაცილოა. დაჯექი ხოლმე, და ძალიან, ძალიან ბევრი იცინე, იქამდე, სანამ მიმიკები არ გიღალატებენ, სანამ ტუჩები არ აგიკანკალდება, სანამ ნესტოები არ დაგებერება, სანამ თვალები ცრემლებით არ აგევსება. სასაცილოა. დაჯექი ხოლმე და ძალიან, ძალიან ბევრი იტირე, იქამდე, სანამ ცხვირი ჯამბაზივით არ გაგიწითლდება, სანამ თვალები არ დაგიბებრდება, და საკუთარი სახის დანხვაზე სიცილი არ აგივარდება. სასაცილოა. სასაცილოა, ზღვარი გაავლო საკუთარ გრძნობებზე, დაყო ცხოვრება, დაყო მოვლენები, რომლებიც ერთმანეთის ლოგიკურ გაგრძელებას წამოადგენენ. სასაცილოა ყველაფერი გესმოდეს, და თან ისე ახლოს იყო ვერ გაგების მწვერვალის დაპყრობასთან, თითქოს მალე დიდი აფეთქება უნდა დაიწყოს, ან დამთავრდეს. სასაცილოა, ყველაფერი, რაც სატირალია, და სატირალია, ყველაფერი, რაც სასაცილოა. დაჯექი და გადაწყვიტე, იცინებ, იტირებ თუ ორივე ერთად. მაინც სასაცილოა, სამყარო, სადაც ყველაფერი დაგვიანებულია, მაინც სასაცილოა, სამყარო, სადაც ყველაფერი ადრეა, სასაცილოა, უყურო ვარაკვლავებს და გჯეროდეს, რომ რამე მუდმივი არსებობს. მე დაგიცინი შენ, გიყურებ თვალებში, ვეძებ სიღრმეს, ვეძებ და არც ვიცი რას, და დაგცინი, იმიტომ რომ შენ შენ აღარ ხარ, მე დაგინახე იმაზე მეტი, ვიდრე იყავი. სასაცილო ხარ, და ყველაზე სასაცილო მაინც მე ვარ, ვიყურები ისე შორს, ვეძებ ისე ღრმად, და ვპოულობ ისეთ რამეებს, რომლებიც არც კი არსებობს. სასაცილოა, სიცილი სასარგებლოა, დაგცინი, დამცინი, და მაინც სიცილი გვაერთიანებს. სიკეთეს ვერ ისწავლი, და ერთ დღეს ვერ ადგები, და ბოროტი ვერ გაიღვიძებ. შენში ჩემს გამოგონილ თავს დავცინი, და ძნელია გავარჩიოთ, სად გადის ზღვარი, ჩვენსა და სამყაროს შორის. ამიტომ მნიშვნელოვანია სიცილი, მაგრამ რომელი უფრო სასაცილოა, როცა ტირი თუ როცა იცინი? რა უნდა გითხრა? რა უნდა მითხრა? სასაცილო ხარ, სასაცილო ვარ, და ეს ერთადერთია რაც გვაერთიანებს?

No comments:

Post a Comment