გვერდი

10 July 2023

იმედი

 

არავინ მოგისმენს,

წესია ასეთი,

ჩვენ შეგვიძლია ვილაპრაკოთ ყველაფერ არანამდვილზე,

მაგრამ რაც ნამდვილია, 

იმის თქმა იკრძლება,

როგორც სამოთხის ბაღში აკრძალული ხილის ჭამა.

წესია ასეთი, 

მაგრამ არსებობს ევა,

რომლსაც უჭირს დაიჯეროს,

და არღვევს ყველა წესს და ნორმას.

და ყოველდღე იარაღს იმედით ტენის,

და ლულას პირში იდებს,

ვეღარ ითვლის, 

რამდენჯერ გაისროლა ფუჭი, 

იმედებით სავსე ვაზნები.

მაგრამ ყველა ჯერზე მკვდრეთით აღმდგარი,

ისევ ვერ ახეხებს დამორჩილდეს ერთ მარტივ წესს,

წესს, რომლიც გვასწავლის,

რომ ყველა იმედი ფუჭია,

და არავინ მოგისმენს.

ილაპარაკებენ ყველაფერ  არანამდვილზე, 

და თუ შემთხვევით,

რამე ნამდვილი წამოგცდება,

არ მოგისმენენ.

წესია ასეთი.

ტკივილი

 

დაჯექი და იტირე არ არსებულ სიყვარულებზე. სიყვარულებზე, რომლებიც არც კი იკარგებიან, იმიტომ  არც არასდროს უარსებიათ. როგორია დაკარგო ან ეძებო რაღაც ისეთი, რომელიც არ არსებობს. როგორია იჯდე და არ გჯეროდეს, რომ არსებობ. მაგრამ რაში გჭირდება რწმენა.   ილუზიების, სიბრმავის, სიგიჟის მიღმა თუ გაიხედავ დაინახავ, რომ ერთადერთი ჭეშმარიტება ტკივილია. სხვა ყველაფერი ქრება, უჩინარდება და ერთადერთი კვალი, ერთადერთი ნიშანი იმისა რომ არსებობ ტკივლია. ჰოდა ადექი და შეიყვარე, ყველაზე და ყველაფერზე მეტად, მიუძღვენი თავი ტკივილებს, რომლბიც ასე ერთგულად დაგყვებიან ცხოვრბის გზაზე. მაშინ როცა  ყველა და ყველაფერი მარტო გტოვებს, ტკივლი მტკივნეული ერთგულებით დაგყვება თან და ცდილობს მაინც გაგიგოს, ცდილობს მაინც გაგრძნობინოს რომ ცოცხალი ხარ.

დახუჭე თვალები და იგრძენი როგორ ივსები, როგორ გადმოდიხარ კალაპოტიდან და როგორ იღვრები. იგრძენი რომ მალე გაქრები და არ დაიტოვე იმედი სხვა სამყაროსი, არ დაიტოვო იმედი ტკივილის მოშუშების. ადექი შეიყვარე, ისე ძლიერად რომ მის გარეშე საკუთარი თავი გძულდეს. ადექი და შეიყვარე ის, ვინც მთელი არსება მოგიძღვნა, თავი გაწირა, რომ შენში დაბუდებულოყო. შეიყვარე საკუთარი ტკივილი, შეიყვარე საკუთარი ატკიებული გული, შეიყვარე საკუთარი, ტკივილისგან დაშლილი სული. შეიყვარე ის, ვინც არასოდეს მიგატოვებს. აირჩიე ის, ვისაც ვერასოდეს მიატოვებ.

ცოტაც და იგრძნობ როგორ იღვრები, როგორ გადმოდის მლაშე ტკივილი შენი თავალებიდან. ცოტაც და იგრძნობ, როგორ თავისუფლდები, როცა ტკივილს სიცოცხლეს სჩუქნი. როცა უფელბას აძელვ შენი ნაწილი გახდეს, როცა შენში უშვებ და ამ ერთიანობით სრულყოფილების იმიტაციამდე მიდიხარ, შეიძლება დაგავიწყდეს კიდეც რომ არ არსებობ.

დაჯექი და ყურებამდე შეყვარებულმა ტკივილებზე, ხმამაღალ მუსიკაზე იცეკვე, ფერადი კაბები ჩაიცვი, მხიარული სახით ქალაქის ქუჩებში ისეირნე და ნუ შეგეშინდება, რომ მარტო ხარ, შენ არასოდეს აღარ იქნები მარტო. ტკივილი ერთგული საყვრელივით ყოველთვის შენთან იქნება და მოგცემს ისეთ სიყვარულის, როგორიც არ არსებობს. მოგცემს საკუთარ ძალას, იმხელა ძალას, რამხელა ძალაც სამყაროში არც ერთ გრძნობას არ აქვს.

და თუ სამყაროში რამე სრულყოფილებისმაგვარი არსებობს, ეს  შენი ტკივილის და შენი მარადიული კავშირია.

ხე

 

წვიმის შემდეგ ქალაქები გუბეებით ივსება. მერე კი გუბეები ირეკლავენ ქალაქებს. ადამიანები დადიან მათთვის ცნობილ ერთადერთ განზომებაში და წარმოდგენა არ აქვთ, რომ გუბეებში არეკლილი რეალობა არსებობს. იქ გუბეებს მიღმა სხვა ცხოვრებაა. უყურებ ხეებს დიდი შავი ტოტებით, რომლებიც სხვა რეალობაში იდგამენ ფესვებს და ტოტებს შლიან ახალ ცხოვრებაში შესაბიჯებლად. ქალაქში ცოტა ხნის წინ წვიმდა. წვიმას ზღვის სუნი მოჰყვა და ნიავი. გუბეები უცნაურად გამომწვევად ცდილოობენ შთანთქან ყველაფერი. მათ საკუთარი სამყარო აქვთ და ხეები ყველაზე ახლოს არიან სიმართლესთან. ჩაჰყურებენ გუბეებში არეკლილ საკუთარ ტოტებს და უხარიათ, რომ შეუძლიათ ამ იდუმალების ნაწილად იქცნენ.

აი დგას, არც ისე დიდი და არც ისე პატარა. ფესვებს სიღრმეში, სიბნელეში მალავს, და არასოდეს აჩვენებს არავის. ტანი მსხვლი აქვს და ალაგ ალაგ დაკოჟრილი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის. მაგრამ ტოტები ცდილობენ ცას მისწვდენ, სხვა გალაქტიკებს და სამყაროებს ეპოტინებიან. აი, რატომ არის ეს ხე განსაკუთრებული. ღრმად დაფარული საიდულო  გულში, მისაწვდომი სხეული და უსასრულბასთან დაკავშირებული სული აქვს.

ის დგას ამაყი და შეშინებული.  გრძნობს კავშირებს პარალელურ სამყაროებთან. დგას და უყურებს გუბეში არეკლილ საკუთარ  ტოტებს, რომლებიც ერთდროულად ცასაც უერთდება და მიწასაც. იყურება გუბეში და ფიქრობს, რომ არასწორ ადგილას ამოვიდა, არასწორ ადგილას გაიზარდა და არ შეუძლია სხვაგან წავიდეს. მარსზე მცერნარეები ვერ ცოცხლებენ.  ყველაზე მეტი რაც შეუძლია გაკეთოს, ფესვების გადგმაა, რაც შეიძლება ღრმად და ტოტების აწვდენა, რაც შეიძლება მაღლა, რომ ერთდროულად შეძლოს იყოს ორი სამყაროს ნაწილი. სამანდვილეში კი ვერასოდე ვერაფრის ნაწილი ვერ იქნება. აქ ამ სამყაროში და ამ განზომილებაში, ერთადერთი რეალობა სრული მარტობაა. ხეები მარტოსულები არიან, მაგრამ შეჩვეულები არიან ამას. სამყაროს შექმნის დღიდან იციან, რომ ესაა მათი ბედისწერა და ეს ცოდნა უფრო იდუმალს ხდის ტყეების დუმილს.   

მაგრამ  ზოგჯერ, როცა  წვიმა გადაიღებს, აქ მტვრიანი ქალაქის ცენტრში ამოსულ, არც ისე დიდ და არც ისე პატარა ხეს,  შეუძლია გუბეში არეკლილ ილუზიებს შეაფაროს უმოძრაობისგან და ერთფეროვნებისგან დაღლილი ტანი.

თავისუფლებისთვის განწირული ფიქრები


                                                       თავისუფლებისთვის განწირული

 

ვაპირებდი დამეწყო აი, ზუსტად ამ წამის აღწერიდან, იქიდან თუ ვინ ვარ და რას ვაკეთებ, მაგრამ გადავიფიქრე.( მითუმეტეს, რომ დანამდვილებით არაფრის თქმა არ შემიძლია საკუთარ თავზე და იმ სამყაროზე, რომელშიც ვცხოვრობ)  თან ეს არ იქნებოდა ის, რისი თქმაც მინდა. მაგრამ შეიძლებოდა კონტექსტს უფრო გასაგები გაეხადა ჩემი არსი. ბევრჯერ მიფიქრია, როგორ შეიძლებოდა დაწყებულიყო რომანის პირველი თავი ან ეპილოგი. სამყაროს შექმნის ერთერთი ვერსიის თანახმად, ღმერთმა შექმნა ნათელი. მაგრამ ეპილოგი იყო თვად ღმერთი და მისი არსი. უცნაური იქნებოდა ღმერთს რომ, ჯერ შეუქმნელ სამყაროში, საკუთარ თავზე ელაპარკა. ვფიქრობ, მისმა ნამოქმედარმა უფრო მეტი თქვა მასზე და მის არსზე, ვიდერე თვითონ იტყოდა, ან ვიდრე, ვინმე ოდესმე იტყვის.

როგორც ამბობენ, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასარული. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ყველა ნათქვამი სიტყვა ჭეშმარიტი არ არის, ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თვითონ სიტყვა ჭეშმარიტების ჭეშმარიტება საკმაოდ სასაცილოა. მე მინდა გელაპარაკოთ არა ჭეშარიტების ძიებაზე, არამედ იმაზე , როგორ განვთავისუფლდეთ მცდარი ჭეშმარიტებებისგან, რომლებითაც სავსეა სამყარო და ჩვენი ცხოვრება. იქნებ გგონით, რომ ამისთვი დაიბადეთ?  იმისთვის, რომ ჭეშმარიტება იპოვოთ?  მოდი ვთქვათ სიმართლეც, ჩვენ სამყაროს და ცხოვრების ოთხმოცდაცხრამეტ პროცენტს ვიგონებთ. ისევე, როგორც ეს სიტყვა  „ჭეშმარიტება“ მოვიგონეთ. და სად ან როგორ ვიპოვოთ დარჩენილი ერთი პროცენტი?

მთელი ცხოვრება ამოცანებს ვხსნიდი და კითხვებს ვსვამდი, მანამ სანამ არ მივხვდი, რომ მირჩევნია ზოგიერთ კითხვაზე პასუხი არ  ვიცოდე.  მეგონა აზრი იმაში იყო, პასუხები მეპოვა იმ უამრავი კითხვისთვის, რომლებიც მუდმივად მებადებოდა. და ბოლოს მივხვდი,  აზრი სწორედ იმაშია, მიატოვო აზრის ძიება და იცხოვრო, გიყვარდეს, გიხაროდეს, გწყინდეს, ისე როგორც შეგიძლია. ბოლოსდაბოლოს იცხოვრო ისე, როგორც გინდა. 

ხშირად კითხვების დასმას ვაგრძელბ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ბევრი რამე მაკვირვებს სამყაროში. ზოგჯერ არ მინდა პასუხების გაგება, იმიტომ რომ მეშინია.  გამოვცადე, რომ ადამიანს შეუძლია დედის გარეშე გაზრდა, მამის გარეშე ცხოვრება, მაგრამ დღეს როცა ტკივილები უკვე გარდავქმენი და საკუთარი ნაწილივით სულში შევიზარდე, მომინდა მომეყოლა, როგორია ცხოვრება, რომელიც მარტო ჩემი თვალებიდან ჩანს.

........

შენთვის არაერთხელ მომიყოლია, რა უცნაურია ჩემი ღამეები. იმიტომ, რომ ძირითად ღამე ვარ ის, ვინც ვარ. მთვარეს, რომელიც ზოგჯერ ღრუბლებში იმალება ნიჭი აქვს, ჩამომბანოს ნიღბები, რომლებსაც დღის განმვლობში ვირგებ. და ღამღამობით  შიშველი მარგარიტასვით ცოცხზე შემომჯდარი ჩემი სული თავისუფლდება. რა გრძნობაა ეს ძნელად აღვწერ. ჯერ ნესტოები გებერება ღრმა სუნთქვისგან, მერე ჟანგბადით გაჯერებული სისხლი მიაღწევს ყველა უჯრედთან. მერე საოცრად ვნებამორეული გონებით იწყებ ფიქრს ათას უცნაურ რამეზე. და გრძნობ თავისუფლება სადღაც შორს, კოსმოში კი არა, შენ საკუთარ ძარღვებში ჩქეფს. თუ ყურს დაუგდებ მის წამლეკავ ხმაურსაც გაიგონებ.

აი, ამიტომ არ მესმის გარეგნობაში გამოხატული თავისუფლების, და პირიქით მონობის ნიშანი მგონია, საკუთარი სხეულის მონობის. დღისით იცი შენ, რომ მშვიდად ვირგებ ყველა როლს, რომელსაც გარემოებები მთავაზობენ. ფიქრობ ეს მაკნინებს? კი, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, რომ ეს  დამამცირებელია. დღეს კი გეტყვი, რომ ეს ღირსებაა. მე ჰარმონიას ვამყარებ სამყაროსთან, ადამიანებთან და ამავდროულად თავისუფლება დამიდის სისხლძარღვებში. აი, ამ აღმოჩენების მერე მე უბრალოდ, ვცდილობ მარტივად მივაღწიო სიტყვა ბედნიერებას.

დღისით „სიამოვნებით“ ვირგებ ცოლის, დედის, მეგობრის ან თუნდაც მეზობლის როლს.

ბევრი საქმე მაქვს, მაგრამ ფიქრების ფილტვრა ვერ ვისწავლე. ბავშვობიდან ესეთი ვიყავი, გამუდმებთ მერეოდა ფიქრები.  გაზრდამ ვერ მიშვლა.  უბრალოდ ვსწავლობ, როგორ ვატარო ფიქრებით დამძიმებული თავი ისე, რომ არ დავხარო და დავინახო სამყარო სწორი ხედით. 

ვახერხებ? ვახერხებ თანაცხოვრებას, სარეცხის რეცხვას, საჭმლის კეთებას, სხვებზე ზრუნვას და დარჩენას იმად, ვინც ვარ? ვერა, სრულყოფილად არაფერი გამოდის, არც ადვილად, მაგრამ არ ვთვლი, რომ სრულყოფილება საჭიროა.  ბედნიერებაა საკმარისი. არ მოგატყუებ, რომ სულ ბედნიერი ვარ, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, სულ უბედური იშვიათად ვარ. და ეს სავსებით საკმარისია. ხომ გაგიგია კმაყოფილება ცუდიაო, მთლად მასეც არაა. საკუთარი თავი და მიღწევები არ უნდა გეყოს თორემ, როგორ შეიძლება თუნაც საკუთარი შვილით არ იყო კმაყოფილი( რომელიც ახლა  მოკუნტული გიწევს გვერდით და კლავიატურის წკაპუნზე უკმაყოფილოდ წრიალბს).  სასაცილო იქნებოდა ამ დროს ბედნიერების ჩხვლეტას  არ გრძნობდე გულკმერდის მარცხენა მხარეს.

ხო ქალი ვარ და რადგან ამ თემას შევეხეთ გეტყვი, სწორედ ამის გამო მიჭირდა ბალანსის პოვნა. მაგრამ, როცა რაღაც მუდმივად გიფორიაქებს სულს, გაიძულებს უფრო ძლერი იყო. არა, ძლიერი ვარო ვერ ვიტყვი, შეიძლება არც სუსტი, მაგრამ ვცდილობ ვიყო მე. ის, ვინც მარტო მე ვარ და არ ვიქცე მარტო ცოლად, დედად, მეგობრად ან მეზობლად.

დიდხანს ვიძულებდი საკუთარ თავს, იმის გამო რომ უარვყოფდი ჩემი ერთი  ნაწილის არსებობას.

ბოლოს კი მოხდა ის, რასაც ადამიანები სასწაულს ეძახიან. და ღამემ მასწავლა, როგორ მეცხოვრა ორი ცხოვრებით. ერთით, რომელიც მქონდა და მეორეთი, რომელიც ვერაფრით ახერხებდა პირველთან თანაცხოვრებას.

არ ვიცი მისმენ თუ არა, მაგრამ შენ ჩემი ყველზე დიდი საიდუმლო ხარ და ჩემი თავისუფლების გასაღები. შენ ჩამკეტე აქ, ჩემ საკუთარ ტექსტებში, საიდანც თავს ვერასოდეს დავაღწევ. მე მონა ვარ, შენი და საკუთარი თავის. მაგრამ ეს სულაც აღარ მაღელვებს. სამყარო სავსეა ილუზიებით. ყველას, რაღაც ჰქგონია. ყველას ჰგონია, რომ რამე იცის. მაგრამ ტყუილია, მე არაფერი ვიცი, არც შენ. მთავარია, ეს დაიმახსოვრო და მერე უკვე შეძლებ გათავისუფლდე აუტანელი ყოვლისმცოდნეობისგან. არცოდნის სიმძიმე უფრო ადვილი სატარებელია, ვიდრე ცოდნის სიმსუბუქე.

ცხოვრება ისეთია, როგორიც შენ და მე. შეგიძლია ბედნიერი იყო ან უბედრი. მაგრამ მთავარი და ერთადერთი წესი ის არის, რომ წესები არ არსებობს. არ არსებობს ჭეშმარიტება. თუ რამეა რეალური და თუ მე, ჩემი ან შენი ფანტაზიის ნაყოფი არ ვარ, მომისმინე. თავისუფლებაც ილუზია, ისევე როგორც ყველაფერი დანარჩენი. რაღაც ყოველთვის გიჭერს. თუნდაც ეს სწრაფვა თავისუფლებისკენ, გიშლის ხელს იყო თავისუფალი.

მხოლოდ ხანდახან, როცა მარტო დარჩები და ღამის ცაზე თეთრ მთვარეს გახედავ, იგრძნობ, რომ არსებობ, იგძნობ, რომ მეც ვარსებობ. აი, მაშინ ორივე ვიგრძნობთ, რომ ესაა თავისუფლება. თავისუფლება წამიერი გაელვებაა, რომელიც რეალობას და ჩვენ შორის დგას. მაგრამ ამ წამიერ გაელვებას, შეუძლია მარადისობაზე გაიმარჯვოს.

თუნდაც მე და შენ არ ვარსებობდეთ. თუნდაც, ვიღაც ჩვენზე უცნაურის ტვინში გამოკეტილი, გამოგონილი არსებები ვიყოთ, მთავარია, რომ  ახლა ამ წუთას მე მთვარეს ვუყურებ, შეიძლება შენც და ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ.

დაიჯერე, რომ ვარსებობ, მე შენ არსებობას დავიჯერებ და შევძლებთ ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ჭეშმარიტებისგან. შევძლებთ სამყაროს დავაჯეროთ, რომ ვარსებობთ და ჩვენთან ერთად არსებობს თავისუფელბის წამიერი გაელვებები.

ღამეა, მთვარე არსებობს.

მალე გათენდება და სად დავიძინებთ? მე შენ ტვინში, შენ ჩემსაში.

ხვალ დილა ისეთი იქნება, როგორც ყველა სხვა დილა. ცხოვრება ისეთივე გათენდება, როგორიც დაღამებამდე იყო.  სახეზე წყალი შეისხი და ფრთხილად იყავი, არვინ მიხვდეს, რომ შენ შენ აღარ ხარ.

მთვარის შუქზე ნაპოვნი თავისუფლების ამბავი შეგიძლია სხვებსაც მოუყვე. იმედის მიცემით სამყრო შეიძლება უკეთესიც კი გახდეს.  და თუ ილუზიებში ცხოვრება გარდაუვალია, დაე ბედნიერების და თავისუფლების ილუზიაში იცხოვრე.

 

ნაწყვეტები

 

ის  გრძნობდა სამყაროს უსაზღვრობას. გრძნობდა როგორ კარგავდა საზღვრებს. როგორ ეზრდებოდა თავი და მთელის სხეული. გრძნობდა საკუთარ უსასრულობას, რომელიც სამყაროს უსასრულობას ერწყმოდა. ეს გავდა მთებზე ბურუსის ჩამოწოლას. უსასარულობას და უსაზღვრობას მისი ტვინის ხვეულებში შეეღწია. ის უსარულოდ დიდებოდა და გრძნობდა მალე აფეთქდებოდა,  აუდუღდებოდა  უსასრულად გაწელილი სხეული და აფათქდებოდა გიგანტური ვარსკვლევივით, რომელიც განწირულია შავ ხვრელად გადაქცევისთვის.

ელისი დაფიქრდა საკუთარ შესაძლებლობებზე. იმაზე, რომ შეეძლო ესუნთქა, ეფიქრა, ელაპარაკა. ეგრძნობინებინა სამყაროსთვის, რომ არსებობს. შეეძლო ეყვირა და ესეც ბედნიერება იყო, იმიტომ რომ არსებობს სამყაროები, სადაც ყვირილი არ შეუძლიეთ. შეეძლო მოსმენა და ესეც ბედნიერება იყო, იმიტომ რომ არსებობს საყაროები, სადაც მოსმენა არ შეუძლიათ. შეეძლო ეფიქრა და ესეც ბედნიერება იყო, იმიტომ რომ არსებობს სამყოროები,  სადაც არ ფიქრობენ. შეეძლო ეაზროვნა და ესეც ბედნირება იყო, იმიტომ რომ არსებობს სამყაროები სადაც არ აზროვნებებენ. შეეძლო ეცოცხლა და ესეც ბედნიერება იყო, იმიტომ რომ არსებობს სამყაროები, სადაც არ ცოცხლობენ. შეეძლო მიმხვდარიყო ამ ყველაფერს და ესეც ბედნირება იყო, იმიტომ რომ არსებობოს სამყაროები, სადაც ამას ვერ ხვდებიან. არსებებენ ადმიანებია, რომლებსაც ავიწყდებათ რას ნიშნევს სიცოხლე.

სიცოცხლე ნიუტონის ამ კანონივთა არის ენერგიის მუდმივობის კანონს რომ უწოდებნ, ენერგია უკვალდ არ ქრება ის ერთი ფორმიდან გადადის მეორეში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ზოგჯერ პატიებას ითხოვს არადუბადებელი სიცოცხლეებისგან, ძნელია, როცა იცი, რომ სიცოცხლე შენში არასდროს დაიდებს ბინას. ყველაზე მეტი, რაც შეგიძლია გააკეთო, სიკვდილია. ვერასდროს იქნები სიცოცხლის მშობელი. ვერასდროს იგძნობ სიცოცხლის ძლიერ ფეთქვას შენ შიგნით. ეს ძნელია, როცა ხვდები, რომ უბრალოდ უნდა გაქრე მოჭრილი ხესავით. ან მიწასავით, რომელიც გადაწვეს და მარილი მოაყარეს, რომ სიკვდილის ცივ ქარებს ეთარეშეთ მინდვრებზე, რომელებიც ვერასოდეს გამწვანდებიან. მინვრებზე, სადაც ვერასოდეს ამოვლენ გვირილები.

ძნელია, როცა გჭრიან შესაწირად გამზადებული კრავივით და გართმევენ შანსებს იყო იმაზე მეტი, ვიდრე  უბრალოდ ძველები 100 წლის მერე. ძნელია, როცა შიგნით იმხელა სიცარილეს გრძნობ, მთელი გალაქტიკაც ვერ ამოავსებს.

მაგრამ ცხოვრობ, ცხოვრობ ვალდებულებების გარეშე. მაგრამ ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გავიჩენია ისინი, გვიყვარს ჩვენი ქმრები, მამები, დები, ძმები, მეგობრები, ბევრი ვინემე გვიყვარს და იმისთვის, რომ ადამიანები გვიყვარდეს, სულაც არაა აუცილებელი ისინი ჩვენი გაჩენილები იყვენენ. ამიტომ იმის მიხედავად, გამოვიარეთ თუ არა სამშობიარო ტკივილები და ვაწოვეთ თუ არა ძუძუ ბავშვებს, შეგვიძლია შევიყვაროთ სიცოხლები, რომლებიც შეიძლება ჩვენში არ მომწიფდა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სიცოცხლე  მივუძღვნათ, სანაცვლოდ კი ისინი იმ საცარიელეს ამოავსებენ ჩვენ მერე, რომ უნდა დარჩენილიყო.

 

ემი სარკეში უყურებდა საკუთარ გამოსახულებას. აღფრთოვანებისგამ გონება დაბინდვოდა და ფიქრებისგან დაცლოდა ტვინი ან ის ორგანო სადაც ფიქრები ფიქრს იწყებენ.  უყურებდა ტავის ნახევრად შიშველ ტანს, აჩეჩილ თმებს და უთრთოდა მთელი სხეულია. გრძნობდა საკუთარ არსებობს. გრძნობდა როგორ გაუმართლა. გრძნობდა საკუთარ ინდვიდუალობას. ოცოდა რომ ის ერთადერთი იყო, ერთადერთი ემი და მხოლოდ მას ჰქონდა ასეთი ფრჩხილები ასეთი წამწამები. ის ორიგინალი ერთადერთი ეგზმპლიარი იყო. დედამიწაზე მეორე ემი არ დააბიჯებდა. ემი გრძნობდა სიცოცხლეს ძარღვებით. ნესტოები ებერებოდა და ეს ძალიან მოსწონდა. სუნთქავდა ჰაერს და უღიმოდა საკუთარ სიცოცხლეს, საკუთარ თავს. ცხოვრებაში პირველად უხაროდა, რომ დაიბადა. კმაყოფილი იყო საკუთარი სხეულით.

-ექიმო მე ერთადერთი ვარ! - და ემი პირველად მაშინ დაიწყო საკუთარი თავის შეყვარება.

წინ დიდი თავგადასავალი და საინტერესო სიყვარულის ისტორია ელოდა. ის ჯერ ეხლა იწყებდა რომანს საკუთარ თავთან.

აჯაფსანდალი

 

ჩვენი მთავარი გმირი, ერთი ჩვეულებრივად არჩვეულებრივი ვინმეა. განგებ არ ვწერ ქალია თუ კაცი. ამ შემთხვევაში სქესს მნიშვნელობა არ აქვს. განა შეიძლება ფიქრების დახარისხება მდედრობითად ან მამრობითად? სასაცილო იქნებოდა.რა სახელი  დავარქვათ ყველზე რთული ამოცანაა. როდესაც იბადება ბავშვი, ურჩევენ სახელს. სახელი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მთავარი. სახელს შეუძლია დაგეხმაროს ან ხელი შეგიშალოს ცხოვრებაში. ჩვენი გმირს კი მოდით სახელს ნუ დავარქმევთ, უბრალოდ მოვიხსენიოთ  ადამიანად.

...

ადამიანი იჯდა და ნელთბილ სურნელოვან ყავას სვამდა, თითოეულ ყლუპს დიდხანას იჩერებდა პირში და ცდილობდა ბოლომდე შეეგრძნო მისი მომწარო გემო. შიგადაშაგ ხარბად ყნოსავდა ფინჯანს და თან თვალს არ აშორებდა მუქ ყავისფერ სითხეს. ყავის სუნი ფულტვებიდან მთელ სხეულში გასჯდომოდა, გემოს კუჭიდან ყველა სისხლძარღვამდე მიეღწია და ფერი თვალებში არეკვლოდა. ადამიანი იჯდა და ფიქრობდა, რა ჯადოსნური იყო ეს წამი, წამი, როდესაც იჯდა და ყავას სვამდა. ამ დროს, მისი ფიქრები დალაგებული და ლაღი ხდებოდა. აღარ ერეოდა დრო და ადგილი. გრძნობდა წამის სიდიადეს და აღარ უნდადა  სხვა დროში და სხვა სივრცეში გადანაცვლება. ის უბრალოდ ტკბებოდა წამით. ტკბებოდა საკუთარი არსებობით. ამ დროს შორს, ძალიან შორს იტაცებდა ყავის სურნელი და გრძნობდა, რომ წაშლილი იყო ყველა საზღვარი. უცანურია ადამიანი, ვერ იტანს საზღვრებს, ვერ იგებს ვის ან რაში დასჭირდა მათი დაწესება. ტყუილია,  ვითომ მათ გარეშე ადამიანობის შენარჩენება ძნელია. პირიქით საზღვრებში მოქცეულისთვისაა ძნელი დარჩეს იმად, რადაც დაიბადა. დაიხ, ადამიანს დაბდებიდან ჰქონდა პროტესტის გრძნობა, ეს გრძნობა გამოარჩევდა სხვებისგან. ძნელია, როცა მუდმივად ჩარჩოებში გსვამენ, მილიონობით სხვადასხვა ზომის და ფორმის ჩარჩოში. მაშინ, როცა შენ ადამიანი ხარ და არა „მონა ლიზა“. და მაინც, თუ გარდაუვალია ხელოვნების ნიმუშად ყოფნა ადამიანს ურჩივნია იყოს ქანდაკება, მაგალითად თავისუფლების.

 

ადამინას უკვირს , რატომ უყვართ ადმიანებს ყველაფრისთვის სახელის დარქმევა. რატომ უყვართ კლიშეები. ალბათ, იმოტომ, რომ თვით კოცობრიობაც კლიშეა. ადამიანი ფიქრობს, რა მოხდებოდა ყავას, რომ სახელი არ ჰქონდეს. ცდილობს წარმოიდგინოს ადამიანი, რომელიც პირველაღმომჩენის უპირატესობას ფლობდა  და პირველად სინჯავდა სასმელს, რომელსაც დღეს ყავა ეძახიან. ადამიანი ცდილობას წარმოდგინოს, რა გრძნობაა ეს. მისი დამოკიდებულება ყავის მიმართ იცვლება. ადამიანი ივიწყებს სახელს და უბრალოდ სვამს. უცნაური გრძნობაა, თითქოს ცივი ზღვის ქვიშა გადაყაპა. რა სახელი დაარქვას ამ გრძნობას არ იცის. მაგრამ კვლავ გრძნობს წამის სიდიადეს. გრძნობები ავსებს, ურთიერსაპირისპირო აზრები აბნევს და იკარგება უსახელობაში. უნდება სამყაროს მოუყვეს, ყველას გააგებინოს, რომ რაღაც აღმოაჩინა, რაღაც ისეთი რასაც სახელი არ აქვს. ადამიანი ვეღარ სცნობს საკუთარ თავს. განა წეღან არ იყო, რომ უკვირდა სახელების საჭიროება. ამ დროს იბადება ჭეშმარიტება. ადამიანი ხვდება, რომ ყავის სმა მისთვის უბრალო რიტუალიდან, ცხოვრების არსში ჩაწვდომის საშუალებად იქცა. მან იცის, რომ სხვებისთვის ეს შეიძლება სასაცილოდ გაუგებარი აღმოჩნდეს. მაგრამ იგი სიამყითაა დაბრმავებული, პირველაღმომჩენის სიამაყით. ამიტომ მზადაა შეიცვალოს ხედვა, უარი თქვას იმ წლებზე, რომლებიც იცხოვრა. ზოგჯერ ისეთმა, უბრალო რამემაც, როგორიც დილით საუზმობაა, შეძლება შეცვალოს  მთელი ცხოვრება. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს ყველას არ შეიძლება დაემართოს, ეს ერთეულების ხვედრია. ადამიანი მიხვდა, რომ მასში რაღაც წამოუდგენლად დიდი და უსახელო დაიბადა.

...

ზოგჯერ ყავისფრად დაბინდული თვალებიდან შეგიძლია გაიხედო დროისა და სივრცის მიღმა. ადამიანი გრძნობდა, რომ რაღაც ძალიან დიდ და ჯადოსნურს შეეჭიდა. გრძნობდა ამას მთელი სხელულით და უჯრედები უთრთოდა. ყოველთვის ესეა, როცა რაღაც უცნობს და გამაოგნებელს აღმოაჩენ და ხვდები ვერასოდეს იქნები ისეთი, ამ აღმოჩნემდე, რომ იყავი. ადამიანი იცოდა, მაგრამ რა ეს მარადიულ საიდუმლოდ დარჩება.

სასაცილოა.  

 

                   

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იყო და არა ი

 

 

 

 

 

 

 

   თავი I

 

მთელი დღე ექიმზე ფიქრობდა ელისი. უცანური კაცი იყო, მაგრამ საოცრად იზიდავდა მისი ხმა. ხმაზე მეტად კი ის, რასაც გრძნობდა, როცა ელაპარაკებოდა. ერთი სული ჰქონდა დამდგარიყო დღე, როცა კვლავ მოხვდებოდა მის კაბინეტში. 

ელისის ოთახში მუდამ შემოდგომა იყო. ყოველთვის ყვითელი ფოთელები ეყარა გარშემო და გოგონას ნისლი ეფარა საბნის მაგივრად . ხანდანახან წვიმდა კიდეც. ელისი დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ესეთი უნდა ყოფილიყო სამყარო და ვერც კი წამოიდგნდა, რომ არსებოდა სხვა სამყაროებიც, სადაც გაზფხული, ზაფხული და ზამთარი არსებობდა.  

თქვენ რათქმაუნდა შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ელისი მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ მთელი ძალებით ვეცდები დაგარწმუნოთ, რომ ის ისეთივერ რეალურია, როგორიც მე, თქვენ და მთელი ეს სამყარო, რომელშიც თან ყველასთვის არის ადგილი და თან არავის არ ჰყოფნის ის.

მერა რა, რომ ელისი ჩემი დახმარებით მოევლინა ქვეყანას. მას მაინც სრული უფლება აქვს ჩემგან დამოუკიდებლად იმოქმედოს. მე არ დავუდგენ მას საზღვრებს და არ დავუწერ 10 ან მეტ მცნებას. მე მას მივცემ თავისუფლება და არ მოვუწყობ გამოცდებს. არ მოვთხოვ, რომ ჩემზე ილოცოს. მარტო რჩევა მივცემ თუკი მკითხავს. ცხოვრებას თოთონ დაწერს და მე არ შევუდგენ ბედისწერის წიგნს. დაე, თვითონ გადაწყოტოს ყველაფერი. შეიძლება ჩემი საქციელი უპახუსიმგებლო სისატიკეა ან ექპერიმენტი, რომელიც მორალის ყველა საზღვარს სცილდება, მაგრამ ალბათობით შესაძლებელია ჩემნაირი შემოქმედის არსებობა.

მინდა იცოდეთ, რომ ელისი ყველაფერს თვითონ აირჩევს, ყველაფერს გარდა მისი სახელისა და გარეგნობისა. ამას კი მე  და გენეტიკა გადვწყვეტთ. ელისს არ აქვს მეტყველი თვალები, იმიტომ, რომ ეს უკვე ძალიან მოძველბული ხრიკია. მას უბრალოდ ყავისფერი თვალები აქვს და დაბინდული მზერა, დაბინდული მზერა კი უკვე მისი არჩევანია. ჩემი იდეა არ ყოფილა. გადავწყვიტე ელისი მაღალი არ ყოფილიყო, არც გამხდარი და არც მსუქანი. არ მინდოდა რამენაირ კოპლქსს შეწუხებინა, ამიტომ სტანდარტული, არაფრით გამორჩეული გარეგნობა შევურჩიე. მაგრამ ცდუნებას ვერ გავუძელი, მიყვარს ხალები, ინდივიდულიზმის ნიშნად მიმაჩნია ამიტომ, რამოდენიმე ხალიც ვუსახსოვრე, ამოკლედ, რომ გითხრად თმის სიგრძე და დანერჩენი ყველაფრი, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, თვითონ ელისის ფანტაზიის ნაყოფია. მე კი, როგორც მისი დასაბამი იმედეს ვიტოვებ, რომ არ შევცდი, როცა ესეთი გადაწყვეტილება მივიღე. წარმატებებს გისურვებ ელ...

 

 

 

 

 

თავი II

ელისი სულსწაფია, ყოველთვის ჩქარობს, სად ეჩქარება თვითონაც არ იცის. ეს ადამიანური თვისება. ისინი გამუდმებით ჩქარობენ და ავიწყდებათ, სად არიან და რა უნდათ. ელისი განსხვავდება. ის გრძნობს კავშირს სამყაროსთან. გრძნობს კაცობრიობის ტკივილს და სიხარულს. ის ეგოისტი არ არის. მარტო საკუთარი ბედნირება არ ეყოფა, მას მთელი სამოთხე უნდა ყველასთვის, ცოცხლებისთვისაც და მკვდრებისთვისაც. ელისი გრძნობს პასუხისმგებლობას ადამიანების წინაშე. გრძნობს რომ მისი ისტორია იმ დღიდან არ იწყება, როცა დაიბედა. ელისმა იცის, რომ გაცილებით დიდია, ზუსტად იმხელა, რამხელაც ეს სამყარო. ამიტომ ელისს განსაკითრებით უჭირს ცხოვრება, წარმოიდგინეთ რომ ფესვები გაქვთ, იმხელა ფესვები რამხელაც კაცობრიობის ისტორია და წარმოიგნინეთ, რომ მხრებზე გაწევთ ის დრო რაც კაცაბიობას დარჩენია აღსარულემდე, რომელიც ან დადგება ან არა. ელისი რომ საზღვრებს, რასებს და სოცალურ ფენებს არ სცნობს, შემთხვევითი არ არის. ის კოსმოპილიტი მეოცნებეა და სწამს, რომ დედამიწაზე ჰარმონიულად თანაცხოვრება შესაძლებელია, მიუხედავად არსებული განსხვავებებისა.

ელისი გამუდმებით ფიქრობს. მეშინია, განა რამდენი ფიქრის დატევა შეუძლია ადამინის ტვინს. შეიძლება ფიქრების გამოა, რომ ელისი ზრდასთან ერთად მხედველობას კარგავს. ელის სიბენლის არ ეშენია. მაგრამ მაინც დადის ექიმებთან. ეხლა სწორედ ერთ-ერთ ექიმს ელოდება. ექიმი შემოდის, ელისი კარგად ვერ ხედავს, მაგრამ გრძნობს, რომ ექიმი სხვებს არ ჰგავს. ელის ლურჯი სიფრიფანა კაბა აცვია. ექიმს თეთრი ხალთი.

ექიმი ელისს უახლოვდება, ისე რომ გოგონა მის სუნთქვას ტუჩებით გრძნობს. კაცი მას თვალებში უყურებს, თითქოს ცდილობს ამ ბურუსის მიღმა გაიხედოს. გოგონა გრძნობს, რომ მას და ამ კაცს შორის უხილავი კავშირი არსებობს. შეიძლება მან იმაზე მეტი იცოდეს ვიდრე სხვებმა, ელისს იმედით უნათდება თვალები. ბურუსი წამით ქრება და გოგონა ხედავს. ხედავს ლურჯ, ცასავით კამკამა თვალებს. ფიქრობს, რომ ექიმის თვალები ცას ჰგავ, და არ ზღვას.

ექიმმა კიდევ ერთხელ გადათვალიერა საქაღალდე, რომელიც რამოდენიმე წუთის წინ შემოაწოდეს და თქვა.

-         თქვენ ჯანმრთელი ხართ, მაგრამ არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი.

-         გგონიათ გატყუებთ? თქვენ პირველი არ ხართ ვინც ეს მითხრა.

-         არა, უბრალოდ ასეთი რამ პრაქტიკაში არასდროს მქონია, ნუ ღელავთ რამეს მოვიფიქრებთ.

ექიმს კიდევ ბევრი რამის თქმა უნდოდა გოგონასთვის, მაგრამ შიში და სიბრალული ამის საშულებას არ აძლევდა. ის გრძნობდა, რომ გოგონას პრობლემა გონებიდან მოდიოდა. რაღაცას მის შიგნით არ უნდოდა დანახვა, მაგრამ რატომ. უკვირდა ექიმს და ცდილობდა პასხუბი უკითხავად ეპოვა. ზოგჯერ კითხვის დასმა მთავარი არ არის. ეს ის შემთხვევა იყო. ელისმა უკვე კარგად იცოდა, რაზე შეიძლება ეფიქრა ექიმს. იცოდა აზრი არ ჰქონდა ახლი კლინიკის ძებნას. თან ეს ექიმი ძალიან მოსწონდა. ყველაზე მეტად იმის გაგერბა უნდოდა, მართლა დაინახა მისი თვალები თუ უბრალოდ აღელვდა და მოეჩვენა. ექიმმა გოგონას სახეზე კითვის ნიშანი დაინახა. ორივეს უნდოდა საუბარი, მაგრამ ორივე ჩუმად იყო.

იქმებ არ ღირდა სამყარო არსებობად. იქნებ არ ღირადა ადამიანობა. იქნებ ღირსი იყო ადამიანი ჯოჯოხათის ცეცხლში დასაწვავად, იქნებ არც არსებობს ადამიანობაზე დიდი სასჯელი. ადამიანები, ზოგჯერ ერთმანეთის ხორცით იკვებებიან, ერთმანეთის სისხლიანი ხორცით. ადამინები, ზოგჯერ ერთმანეთს ცოცხლად მარხავენ. ადმაინები ზოგჯერ, ისე იქცევიან საკვდილიაც კი არღარ გეჩვენება გამოსავლად. ზოგჯერ სიბრმავე გამოსავალია, ზოგჯერ სიბრმავე საჩუქარია.

არავინ იცის, რამდენხანს გასტანს სიცოცხლე. არვინ იცის, როდის აეხილება თვალი, ან როდის დაკარგავს მხედველობას. არავინ იცის, როდემდე ვიგძნობთ ახლობლების სუნთქვას. არავინ იცის, როდის დასრულდება ან აღსრულდება ის, რის გამოც აქ ვართ. არავინ იცის, როდის შეეყრება კაცობრიობას უძილობის სენი, სანამ ეს მოხდება უნდა დავტკბეთ ძილით. არავინ იცის, როდის გაცივდება ჩვენი სხეულები, ამიტომ სანამ კიდევ შეგცრჩა სიცოხლე უნდა გავათბოთ ერთმანეთი. არავინ იცის, რა იქნება ხვალ, ყველას შიში და მარტობაა აქვს ჩაბუდებული სხეულში და გამაოგნებელი სიჯიუტით ცდილობენ ამის დმალვას, მორწმუნენიც და ათეისტებიც.  არც არის გასაკვირი, უნდა გვეშინოდეს და უნდა გვციოდეს სხვების სიკვდილი, უნდა გვშიოდეს სხვების შიმშილი, უნდა გვტიკოდეს სხვების ჭრილობები. იმიტომ, რომ არავინ არ იცის, რა იქნება ხვალ. ადამაინებს, რომ მართლა შეეძლოთ დანახვა საკუთარი და სხვების თვალებიდან, იქნებ უკეთ ყოფილიყო ყველაფერი. იქნებ ადამიანებს შეენარჩუნებინათ ადამიანობა. მაგრამ რას ნიშნავს ადამიანობა? ეს ხომ ცარიელი სიტყვაა, მხოლოდ სიტყვა. რა მნიშვნელობა აქვს სიტყვებს. როცა ერთ ადამიანს შეუძლია მესიაც იყოს და ანტი ქრისტეც. როცა ერთი ადამიანს დღეს, შეუძლია ვიღაცისთვის გული ამოიჭრას და ვაღაცას გული ამოაჭრას. არის დედობა ის, როცა საკუთარი ნაშიერის გადასრჩნეად მზად ხარ სხვის გაჩენილს მოუღო ბოლო? შეიძლება არ აღიარო, შეგიძლია მოიტყუო თავი, მაგრამ მე ვიცი სიმართლე. მე გხედავ შენ. შენ გხედავ . მე გხედავ, როგორ შემოგეძარცვა სხეული და როგორ დარჩი მასტოობისგან სასოწარკვეთილი, რაღაც ცოცხლის ნარჩენი. ერთ დროს სიცოხლის გამჩენი, ახლა სიკვდილს თუ დაბადებ შენი წიაღიდან. მე გიცნობ შენ კაცობრიობავ. მე ვხედავ შენ სიბრმავეს. შენ კი ჩემსას ხედავ. თქვენ, თბილ კუთხეში მოკუნტულო ადამიანებო. თქვენ მოგმართავთ. მინდა იცოდეთ, რომ ადამიანობა პრივილეგია არ არის. თქვენ არ განსხვდებით ნადირებისგან. გგონიათ თქვენ ქმნით ცივილიზაცია. აშენებთ მეგაპოლისებს. ამაყობთ იმით, რაც შექმენით. ეტალონად აქციეთ საკუთარი თავები და სამყარო, სადაც ცხოვრობთ. მაგრამ საკამარისია ერთ თქვენთაგანს დაუცდეს ფეხი ან რაღაცამ გამოგიყვანოთ თქვენი კომფორტის ზონიდან, რომ თქვენ ისე უმოწყალოდ გაანადგურებთ ერთმანეთის სიცოხლეებს. ისეთ სამსჯავროს მოუწყობთ საკუთარ თავებს,რომ ანტი ქრისტე აღარც კი დაგჭირდებათ. არ მინდა ზომბებად ვიქცეთ. მინდა, რომ სანამ ის მოხდება, რისიც ეხლა მეშნია და ვიცი თქვენც გეშინისთ, იმიტომ რომ საბედნიეროდ ჯერ კიდევ აზროვნებთ. იმედი ჯერ კიდევ არის, მინდა, რომ ერთმანეთში სიკეთე და სიყვარული დავრგათ. , რომ როცა ეს სასტიკი დღე მოვა მოვიმკათ მოსავალი, გამოვკვებოთ ერთმანეთი მაშინ, როცა ეს გვჭირდება და არა მაშინ, როცა სუფრა ისედაც სავსეა სანოვაგით. ნუ ვიქნებით სასცილოდ ცინიკოსები. ნუ ვიქნებით სასაცილოდ მდიდრები. ნუ ვიქებით სასცილოდ პოლიტიკოსები. ნუ ვიქნებით სასცილოდ მწერლები. ნუ ვიქნებით სასცილოდ ექიმები. ნუ ვიქნებით სასაცილოდ პროფესორები. ნუ ვიქნებით სასაცილოდ ღმერთები. ნუ ვიქნებით სასცილოდ მკვლელები. მოდი ერთმანეთი ვიყოთ. მე პოლიტიკოსი. მე ობოლი. მე მაწანაწალა. მე მდიდარი. მე მკვლელი. მე ღმერთი. შენ მე. უნდა დავინახოთ იმაზე მეტი ვიდრე ჩანს. უნდა ვიცოდეთ იმაზე მეტი ვიდრე გვასწვლეს. უნდა შევძლოთ მარტოობის და შიშის გაგება. ერთმანეთის გაგება უნდა შევძლოთ.

ელსმა დაამთავრა წერილის წერა, რომელსაც მისამართი არ ჰქონდა და ამოისუთქა.

ელისი ფიქრობდა, რომ თუ ოდესმე წიგნს დაწერდა, მასში არ იქნებოდა დიალოგები.

 

 

ნოემბერი ბავშვობა

 

ხანდახან ძალიან მინდა ბავშვი ვიყო, ის ბავშვი, რომელიც არასოდეს ვყოფილვარ. მეცვას  3 ზომით დიდი ქურთუკი, რომლის სახელოებიც ხელის მტვნების სცდება, მეფაროს დიდი თბილი ქუდი და მივაბიჯებდე ნოემბრის ცივ, წვიმიან და ნისლინ დღეში, რომელიც ღამეს უფრო ჰგავს. მივაბიჯებდე ჩემ აღმართებით სავსე ქალაქში, რომელიც ძალიან ჰგავს ცხოვრებას.  როცა მიჰყვბი აღმართს და ფიქრობ, რომ უკან დაბრუბისას დაღმართზე დაეშვები, შვებას გრძნობ. ეს განწყობა ყოველთვის მისდევდა ჩემს ცხოვრებას. ვიცოდი, რომ აღმართი არ იყო საშიში, არც ძნელი. თავიდანვე ვიცოდი, ეს აღმართი ჩემი ასავლელი იყო და დაბრუნებისას აუცლებლად დაღმართს დავიყუვებოდი ჩიტივით მსუბუქი.

ხანდახან ისე მინდება ისევ იმ გზას გავუყვე, ისევ ისეთი მძიმე, ისევ ისეთი არაბავშვური, ისე ისეთი ფიქრებით სავსე, მაგრამ სულ სხვანაირი წარმოდგენით სამყაროზე. მაშინ მჯეროდა, სხვანაირი ბედნიერი სამყაროების. მჯეროდა, რომ ჩემს ნოემბრის, მოწყენილი დღესავით ცხოვრებაში დადგებოდა დრო, როცა გავიხდიდი 3 ზომით დიდ ქურთუკს და დავმსუბუქდებოდი. და არასოდეს გავიხსენბდი ამ დღეებს, როცა სიცოხლეს ვემალებოდი.

და აი, როცა ეს დღეც დადგა, როცა მე გავიზარდე, მივხვდი რომ ის ქუთუკი კი არ გავიხადე, საკუთარი სხეულივით შევიზადე სულში და ყოველთვის შემიძლია დავიმალო, დავიმალო ცხოვრებისგან და საკუთარი თავისგან.

 და მენატრება ის დრო და რწმენა,  რომ ყველა ცუდი დღე მთავრდება.

და ბოლოს მენტრება ის ბავშვი, რომელიც არასოდეს ვყოფილვარ. რას ვეტყოდი იმ საკუთარ კანში დამალული, მოწყენილ, მაგრამ მამაც გოგოს? არაფერს, არც არაფერს. მან ჩემზე უკეთ იცოდა ყველაფერი. მას ჩემზე მეტად სწამდა.

და ხანდახან როცა ჩემ ქალქში მივაბიჯევ ვეძებ, ვეძებ იმ პატარა გოგოს, რომელმაც იცოდა ისეთი რამეები, ჩვენ დიდებს წარმოდგენა რომ არ აქვს.

იმედს არ ვკარგავ და ვეძებ, განსაკუთრებთ ნოემბრის ცივ, წვიმიან და ნისლიან დღეებში. ვეძებ, რომ  ვუთხრა ერთადერთი რისი მოსემნაც სჭირდება, რომ მე ის  სწორედ ისეთი მიყვარს, როგორიც არის, რომ ის რაც ნაკლი ჰგონია, სინამდვილეში მისი ღირსებაა.

 

ნეგატივი ბავშვობა

 

საშინლად მიდის დღეები. ზოგჯერ რა მოსაწყენია ცხოვრება.  მოსაწყენი და უფერული. განსაკუთრებით თუ იანვარია და ჯერ თოველიც  არ მოსულა. მოსაწყენი თუ ერთ  უფერულ, პატარა ქალაქში ცხოვრობ, რომლის მცხოვრებლებს თავი მეგაპოლისის მკვდრინი ჰგონიათ. დიდი ამბიცაიები აქვთ და საკუთარ უფერულ არსებობას უაზრო სტერეოტიპების დამკვირდებით ამართლებენ. უცანაურ სამყაროში ვცხოვრობთ, იმდენად უცანურში, რომ ზოგჯერ მიკვირს აქ რას ვაკეთებ. გუშინ ერთი გოგო ვნახე პირველად, მაგრამ იმდენი მელაპრაკა, მგონი საკუთარ თავზეც არ ვიცი იმდენი. ისეთი კაცებიც შემხვდნენ ყანწით, რომ სვამდნენ „მანდილოსნები“ სადღეგრძელოს და სუფრის ალაგების შემდეგ თვალებს ულურჯებდნენ ცოლებს. ისეთი დედებიც ვნახე, ქმრებზე გაბრაზებეულები კუბოში, რომ დებდნენ შვილებს, მერე იღებდნენ იქედან, რომ  თავში წამოერტყათ რამდენჯერმე.  ისეთი ცოლებიც ვნახე  ქმრებს, რომ საყვარლებს უმეგობრებდნენ. ისეთი ქალებიც ვნახე საკუთარ შვილებს, რომ ხოცავდნენ ან სანაგვეზე ტოვებდნენ სასიკვდილოდ. ისეთი დედბიც ვნახე შვილები  საერთოდ, რომ  არ ჰყავთ და ოცნებობენ.  ვნახე გამქრელი თაობები და თაობები, რომლებიც ჯობდა გამქრალიყო.  კიდევ უამრავი რამე ვნახე და მოეჩვენა თითქოს აზრი არა აქვს სიცოცხლეს. ხშირად მეჩვენბა ესე. ხშირად ვიღლები ცხოვრებისგან, რომელიც არც ღირს ცხოვრებად. მაგრამ მე აქ ვარ. და იმდენი მაქვს სათქმელი. მე კი მხოლოდ ძილი მინდა. ხო ძილი. მინდა მეძინოს და არ ვიფიქრო. მეზარება ცხოვრება. ზარმაცი ვარ და ძილი ყველაზე ძალიან მომწონს, ამ დროს მავიწყდება სად ვარ. ვკარგავ რელობის აღქმას და იშლება ზღვარი, ყველანირი ზღვარი. ძილს ცუდი ის აქვს, რომ როცა გძინავს სიზმრები გესიზმრება. ჩემი სიზმრები კი სამწუხაროდ საშინელაბათა ჟანრიდანაა. მე მიანც სიზმარი მირჩევნია რეალობას. იმიტომ რომ, როცა თენდება, რაც არ უნდა დიდ კოშმარს ხედავდე, სიზმარი თავდება და გიხარია, რომ ეს სინამდვილეში არ მომხდარა. აი, რელობა კი რელობად რჩება და გახარებისთვის მიზეზი აღარ გაქვს.

აი, ახლაც ვზივარ გაბოროტებულ-გამწარებული ვისზე ან რაზე თვითონაც არ ვიცი. ალბათ ყველაფერზე. ისეთ დაღლილობას ვგრძნობ ისე მეზარება სუნთქვა და ისე მეზიზღება სკუთარი თავი, რო ძილის მეტი გამოსავლი არ მრჩება.

ხვალ მოგიყვებით, როგორი კოშმარი დამესიზმრა....

ბავშვობა

 

მეგობარმა მითხრა, იმედბის მკველი ხარო. მეგობარმა, რომელმაც ყველა იმედი საკუთარი ხელით დამარხა. ძლიერია ჩემი მეგობარი. მე ვამაყობ მისით. მან ეს არ იცის.

მან მსწავლა სიცილი, მან მასწვლა როგორ ვიყო ბედნიერი ცაში ყურებით. მაგრამ თვითონ არ იცი ამის შესახებ.

მეგობარო, ზოგჯერ გვეჩვენება, რომ მკველებად ვიქეცით, ზომბ მკვლელებად, რომლებიც იმედებს და ოცნებებს გუდავენ. მაგრამ არ არის მართალი. არ შეიძლება მართალი იყოს. ადამიანს არ შეუძლია იმედის მოკვლა. ის კი, ვინც ეს შეძლო დიდი ხანია ადამინი აღარ არის.

ჩვენ კი საბედნიეროდ ჯერ კიდევ ადამიანები ვართ. მერე რა, რომ ხშირად ირგვლივ ბოროტებას და უსამართლობას ვხედავთ. მერე რა, რომ ხშირად ჩვენც ესე ვექცევით. მათავარია, რომ ზოგჯერ ...

მეგობარო ეხლა ღამეა. ქალაქი შავ სიმყუდროვეშია ჩაფლული. მინდა გითხრა, რომ შავი ნეგატიური არ არის, შავი ელაგანტურია. შენც იძინებ. იცი ზოგჯერ, როცა სძინავ ქალაქს და მე არ მძინავს, სასწაული ხდება. არ მითხრა სასწაულები არ არსებობსო, მაინც არ დაგიჯერებ.

სასწაულები სულ ხდებოდა, ხდება და მოხდება. მთავარია შემჩნევა შეგვეძლოს მათი. განა საწაული არ არის ყოველი ღამე და ყოველი დილა? განა საწაული არ არის, რომ ყოველ ღამ იძინებს ქალაქი, ყოველ ღამ თითოეული ჩვენგანი კვდება და მაინც, ყველა ღამე თენდება, ყველა დილას თითოეული ჩვენგანი თავიდან იბადება. რატომ არ ავღნიშნავთ დაბადების დღეებს ყოველ დღე? ( შენ კი ყოველ კვირას აღნიშნავ, იანვრის თვეში) ადამიანებს ხომ უხარით საკუთარი დაბადების დღეები. წარმოიდგინე რა კარგი იქნებოდა, ყოველ დღე ყველა ადამიანს, რომ ახსოვდეს საკუთარი დაბადება. რა ბედნიერი იქნებოდა კაცობრიობა.

მეგობარო იცი რა მაკვირვებს ყველაზე მეტად? რატომ უნდათ ადმიანებს საკუთარი ცხოვრება ფილმის სცენარს დაამსგავსონ, მაშინ როცა ყველა კარგი რეჟისორი მუდმივად იმას ცდილობს ფილმი დაამსგავსოს რეალურ ცხოვრებას.  ირონიაა ბედის ანუ გამოოთ. ნამდვილად ესეა მეგობარო. რა კარგი იქნებოდა ადამინები, რომ ამას მიხვდარიყვნენ. მაშინ უფრო ინეტერესით შეხედავდნენ ( ჰოლივუდური ინტერესით) საკუთარ ცხოვრებას. დაინახავდნენ რამდენად არაჩვეულებრივია, რაც მათ ირგვლივ ხდება. დაინახავდენენ, რამდენად მნიშვნელოვნები არინ თვითონ( გიფიქრია რამდენად მნიშვნელოვანი ხარ შენ(თუნდაც ჩემთვის))? დაინავდნენ, რამდენად არაჩვეულებრივი, რომანი დაიწერებოდა მათ ცხოვრებზე და რამდენად არაჩვეულბრივ ფილმს გადაიღებდნენ წლების მერე. მაგრამ მეგობარო დაფიქრდი, რომანის ან ფილმის გმირობა სჯობია თუ საკუთარ ცხოვრებაში ცხოვრება?

მეგობარო შენ მასწვლე, რომ ხშირად ჩვენი პირველადი წარმოდგენები მცდარია. ერთი შეხედვეთი არაფრის განსაზღვრა არ შეიძლება. სამყაროს ისეთი ღრმა და ისეთი უფორმოა. მარტივად შეიძლება შეცდე.

მეგობარო იცოდი, რომ ფერები არ არსებობს? ჩვენ ვაფერადებთ სამყაროს. ჩვენ ვწერთ ჩვენ ცხოვრებას, ჩვენ ვხატავთ ჩვენ სამყაროს. მეგობარო მე შეგქმენი შენ, შენ შემქმენი მე. შენ მალამაზებ, მეც გალამზებ. ამისთვის ვართ ადამინები. ზოგს სჯერა, რომ ღმერთი არ სებობს, ზოგს არ სჯერა. თვითონ ვქმნით მეთქი საკუთარ ცხოვრებას. ზოგი უღმერთობას ირჩევს. ზოგს ღმერთი ქმნის. ზოგი კი თვითონ ქმნის ღმერთს. არ ღირს ამ თემაზე კამათი მეგობარო. მაგრამ მაინც მინდა ადმიანებმა იცოდნენ ჩვენ ვქმნით ჩვენ ცხოვრებას. ისეთს როგორ პალიტრაც გვაქვს, ისეთს, როგორც გვინდა...

მეგობარო არ არის ცხოვრება რთული. მე გაძლევ ოთხ ფერს, ოთხ ძირითად ფერს. შეგიძლია ხატო შენი ცხოვრბა.  და მართლა მეგობარო, კინაღამ დამავიწყდა მთავარი. ჩვენ ზოგჯერ შეგვიძლია ერთმანეთის ცხვობრებაც მოვხატოთ, კაშკაშა სიყვარული ფერბით.  დავუხატოთ ერთმანეთს წითელი გულები( რომელბიც სულაც არ ჰგაბს გულებს) და ნუ გავუყრით ისრებს. დავიხატოთ ერთმანეთს გვირილები და ცისარტელბი წვიმის შემდეგ.

მეგობარო ახლა ღამეა. ქალაქი ელეგანტირად შავია. მე ესე გადავწყვიტე დამეხატა. ხვალ ახალი სიცოცხლე გათენდება, სიცოხლე რა ფერია? მწვანე? მე მინდა ბედნიერი იყოს კაცობრიობა ხვალინდელი დღით. მე მინდა გავაცოცხლო ყველა იმედი და ყველა მიძინებული იცნება.

მეგობარო ხვალ როცა გაიღვიძებ, როცა ახლიდან დაიბადები. გპირდები, რომ შენთან ერთად დაიბადებიან ოცნებები და იმედები. წვიმის მერე გამოვა ცისარტყელა. ჩვენ ავაშნებთ ფერად სამყაროს. ხომ შეგვიძლია ყველას ცხოვრებაში დავხატოთ ფერადი ყვავილები... მე გიხატავ გვირილებს....

გილოცავ დაბადების დღეებს....

მე მწერალი

 

 მე მწერალი ვარ, ისეთი როგორიც მინდა.  მე შემიძლია ჩემი აზრები , გრძნობები, სიზმრები, ილუზიები და მთელი ჩემი ცარიელი სამყარო მოგახვიოთ თავს. თქვენ შეგიძლია საკუთარ თავზე მატად შემიყვაროთ ან სიკვდილმიჯილივით შემიძულოთ. არჩევნი თქვენზეა და არადანი ჩემზე. მე ბევრი რამ შემიძლია და ბევრი რამის მოსწრება მინდა. მინდა შევძლო, მინდა გავიმარჯვო საკუთარ და სხვების არსებობაზე.  მინდა აზრი, იდეა ჩავდო სამყაროში და მერე ისევ უკან ავიღო. მე მწერალი ვარ და მინდა ვარსებობდე. მინდა ვიყო. მაგრამ ძნელია ყოფნა, მიტუმეტეს თუ ისიც არ იცი ხარ თუ არა ის ვინც ხარ. ხო ძნელია. ისიც ძნელია, გესმოდეს ხმა,  გამუდმებით. არ გაძინებდეს და არ გაცოხლებდეს. გაიძულებდეს იფიქრო დაუსრულებლად, იფიქრო ყველგან და ყველაფერზე. შეიყვარო ყველა და ყველაფერი და თან სიძულვილი გტანჯავდეს. ძნელია, როცა გრძნობ,  რომ მეტი აღარ შეგიძლია, მაგრამ ჯერ ადრეა, ჯერ ბოლომდე არ გავსებულხარ შენი წილი სიგიჟით. კიდევ დიდიხანს უნდა დაიტანჯო ამ ხმის მოსმენით, რომ ბოლომდე გაივსო ჰალუცინაციებით.  ბოლომდე დაემსგავსო სხვა ქვეყნიდან მოსულს. კიდევ დიდი დრო უნდა გავიდეს და დაგავიწყდეს შენი ფესვები, დაგავიწყდეს დედის საფლავი, დაგავიწყდეს საკუთარი თავი, საკუთარი არსებობა. და ამ ყველაფრის მერე, როცა გადაწყვეტ, რომ დროა, უკვე საკამარისად მიყიდე სული აჩრდილებს,  აღმოაჩენ, რომ ყველაზე ძნელი ჯერ კიდევ წინაა. არავინ იცის როგორ გაიაროს ბეწვის ხიდზე, არავინ იცის როგორ გაიროს წყალზე, არავინ იცის როგორ არ დაიწვას ცეცხლში. ძნელია,  როცა იცი, რომ უნდა გააკეთო.  როცა ხმები გაარწმუნებენ, რომ შენ მართლა შენ ხარ, რომ შენი ვალია. სხვანირად თვალგახელილს მოგიწევს ძალი და სიზმრებით ცხოვრება. გარწმუნებენ, შენც იჯერებ. დაჯდები და აღმოაჩენ, რომ მიუხედავდ მრავალჯერ  სიკვდილისა და სიცოხლისა, მიხედაავად არჩევანის არ არსებობისა, შენ მაინც გაკლია რაღაც. მერე ბრაზდები ხმებზე. რატომ ჩაგესმიან, რატომ აგირჩიეს თუ არ შეგეძლო, როტო არ გეხმარებიან თუ არ შეგძლია, ან რატო არ განებებნ თავს. აი მერე საბოლოოდ იკარგები და ივიწყებ რომ არსებობ. და აღარ არსებობ მართლა. იწყებ სიზმრებით ცხოვრებას, ცდილობ დაკუთარი თავი გისოსებში გამომაწყვდიო და არავის აჩვენო ვინ ხარ. არავის აჩვენო არ არსებულობისგან გამოხრული შენი ძვლები. მერე ხვდები რომ დროა დაიმარხო, საკუთარი ხელით იყრი მიწას იმ იმედით, რომ ერთხელაც აღდგები და იმათ მოხვალ, რადაც ჩაიფიქრე.

იესო

 

დღესაც მკრეხლობის  ხასეიეთზე ვარ, მთელი დღეა ვფიქრობ, როგორ საოცრად მგავხარ, თუ როგორ საოცრად გგავარ. ადამიანები შემაჩვენებენ და შემიძულებენ ამ სიტყვების გამო, მაგრამ ამაშიც გგავარ, და არ მეშინია, არ მეშინია ვერ გაგების, არ მეშინია ჯვარზე გაკვრის, 26 წლის ვარ და როცა 33 ვიქნები? საინტერესოა რას აკეთებსი 26 წლის ასაკში? რა ცოტა ვიცით შენზე და ამავდროულად რა ბევრი. ხალხი ლოცულობს, უფალო იესო ქრისტე, და ეს იყო შენი მიზანი? შენი კითხვები და პასუხები, ისეთი ზუსტი და არაზუსტია, ყველას ის ესმიც რაც უნდა.

ყოველთვის ვფიქრობდი დროში მოგზაურობაზე, სად წავიდოდი და რას ვიზამდი, მაგრამ არასოდეს არაფერი არ მდომებია დაზუსტებით. ეხლა კი ზუსტად ვიცი, რომ 2000 წლის უკან დავბრუნდებოდი,  იმ წელს როცა შენც 26 წლის გახდი შენთან მოვიდოდი და გეტყოდი, გამარჯობა იესო დაბადების დღეს გილოცავ. შენც გიფიქრია, რომ კარგი იქნებოდა არ დაბადებულიყავი? შენც მოგნატრებია ბავშვი იესო? ბავშვი, რომელიც არასოდეს ყოფილხარ, ბავშვი, რომლიც განწირულია დაბადებიდან დიდის ფიქრებით ევსებოდეს თავი.

შემოგხედავდი ხარბად და ჩავიღიმებდი, იმიტომ რომ ხატები რომლებასაც ეკლესიებში შენი სახელი აწერია საერთოდ არ გვანან. ჩემთვის კი მნიშვნელობა არ აქვს წვერს იპარსავ თუ არა. ეს იქნებოდა ერთი ნახვით შეყვარება, და მე სამუდამოდ დამამხსოვრებოდა შენი თვალები, მარტო თვალები.  ადამიანის თვალები და არა ღმერთის და მგონი ეხლაც მახსოვს შენი თვალები, რომლებიც ალბათ არასოდეს მინახია.  არ შემეშინდებოდა შენი შეყვარების. სულ ვეჭვიანობდი, შენ მოწაფეებზე , სულ მინდოდა მათ მაგივრად მე მესმინა შენი სულისთვის, მე მეყურებინა შენი თვალებისთვის. სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა. მაშინ 2000 წლის წინ სხვა წესებით გიწევდათ თამაში, თუმცა შენ სულ არღვევდი ამ წესებს და ჯვარზეც აღმოჩნიდი, მაგრამ შენ ხომ იცი რომ ჯვრები სხვადახვანაირი არსებობს, ახლაც 2000 წლის მერეც ზოგიერთები ჯვარზე ვართ მილურსმული და არავინაა რომ ჩამოგვხსნას. ისევ შენ თუ გვიშველი 2000 წლის წინ ნათქვამი სიტყვებით, რომლებიც დროში დაიკარგა და ფერი იცვალა, მაგრამ მე შენი მოწაფე და მეგობარი მაინც ვახეხებ მათში შენ პოვნას, იმიტომ რომ მე და შენ ერთმანეთს ძალიან ვგავართ. ამ სიტყვებისთვის ჩემ საუკუნეშიც კი მაცვავენ ჯვარს, მაგრამ მე არ მეშინია სიტყვების, რომლიბიც ჩემი პირიდან გამოსვლის გზით თავისუფლდებიან. ადამიანების ძირითად პრობლემა იმაშია, რომ ეშინიათ, ის კი ვინც შიშზე ამაღლდა, მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა. ან არ აღდა. მაგრამ აქ ეს მთავარი არ არის, არც ისაა მნიშვლენელოვანი, ღმერთი იყავი თუ არა. მთავარია შენი არსებობაა იმ სახით რა სახითაც მე ვარსებობ. ვინ თქვა, რომ აუცილებელია ღმერთობა? ჩემთვის შენი ადამინობა სრულებით საკმარისია ან საკმარისზე მეტი.

ხშირად გწერენ წერილებს? ალაბთ ძირითადად რამეს გთხოვენ.

მე არ ვიცი რას ვაკეთებ ან რატო, არ მეჯარა, არ მჯერა რომ ღრუბელბში ტახტზე ზიხარ სამყაროს მართავ და ზემოდან დამყურებ. თუ სადმეა შენი ადგილი ის ზემოთ ცაში ნამდვილად არ არის. მე არ მჯერა მარადისობის, არ მჯერა, რომ სამოთხე მელოდება. არ მჯერა რომ შემიძლია ოდესმე სრუყოფილი გავხდე და ეს მარადიულად გაგრძელდეს. მაგრამ მე მჯერა, შენი და შენი იმ ნაწილის არასებობის, რომელიც ჩემში იცოცხლებს, სანამ მოვკვდები.

არ  მჯერა რომ მისმენ, არ მჯერა რომ გესმის, მაგრამ ვინც არ უნდა იყო ან სადაც არ უნდა იყო, ან თუნაც არ არსებობდე, უნდა გითხრა, რომ შენ ჩემი საყვარელი ღმერთი ხარ  ღმერთებს შორის და შენ ჩემი საყვარელი ადამიანი ხარ ადამიანებს შორის.

შენ 26 წლის  ხარ და მეც, მაშინ ჯერ ზუსტად არაფერი იცი, არც მე ვიცი არაფერი, მაგრამ შენგან განსხვავით ჩემთვის ცნობიალი რა დაგემართება 33 წლის ასაკში. მე მოვდივარ შენთან და გეუნები, რომ ზოგიერთი ცოდნა სრულიად გამოუსადეგარია და შენ არ შეგეშინდება, ისე როგორც მე არ მეშინია. წარმოგენა არ შეიმიძლია იმის რა შეიძლება მითხრა, მაგრამ მოვალ და ვილაპრაკებ, შენ გაჩამუდები და იფიქრებ ეს ჩემზე უფრო გიჟი საიდან მოვიდა? და მე გეტყვი რომ სხვა დროში და სხვა წესების დარღვევით, მაგრამ მეც გოლგოთამდე მივიდვარ და შენც. შენც იცი რომ საკმარისია რაც იცოცხლე და დროა, დროა სკივდილის აღმართს დაადგე. ზუსტად იცი სად მიდიხარ და დიდი ხანია გრძნობ რომ დროა, დაიღალე ადამიანად ყოფნით, დაიღალე სიკეთით, სიყვარულთ და ფიქრით, რომელიც არავის არ ესმის ისე როგორც ჩაიფიქრე. მაგრამ მე მე რომ შემძლებოდა შენთან მოსვლა და თქმა, რომ მე ყველაფრი გავიგე, ისე კი არა როგორც მაწყობდა, ისე გავიგე როგორც ჩაიფიქრე. გაიღიმებდი, მაგრამ ორივემ ვიცით რომ ეს გზა ჩვენი გასვლელია, რომ ყველა მარტო იბადება და მარტო გკვდება, ჩვენ კი სიცოცხლესაც სიმარტოვეში ვატარებთ, მიუხედავდ მიმდევრებისა და მსმენლებისა, რომლებსაც სინამდვლებში არაფრის გაგება არ შეუძლიათ.

შენ ორ ავაზაკს შორის მილურსმული უყურებ ადამიანების სახეებს და ერთადერთი, რასაც გრძნობ სიბრალულია. როგორ გინდა, როგორ გჭირდება, რომ გაბრაზდე , რომ მრისხანებამ ყველა ტკივილი წაშალოს. მაგრამ შენ და მე განწირულები ვართ მარადიული გაგებისთვის, ჩვენ გვესმის იმდენად ღრმად, რომ ადამიანს არც კი შეუძლია ამდენად ცუდი იყოს, ჩვენ უბრალოდ გვიყვარს ადამიანები და რაც უფრო ცუდები არიან ისინი დანარჩენი ადამიანების გაგებით, მით უფრო გვიყვარს და გვესმის მათი.  ამიტომ ზუსტად ვიცი რომ, როცა ვიღაც მარტოსული რომაელი ან ებრაელი, შენ სხეულში ლურსმებს ასობდა, შენ წამითაც არ გაბრაზებულხარ და მისი ხსნის გზებს ეძებდი. ალბათ როგორ გწამდა, რომ  შენი ტანჯვა ბოლო იქნებოდა, რომ შენს მერე ადამიანები შენსავით აღარ დაიტანჯებოდნენ. და როგორ დაუფიქრებლად გავწირავდი მე საკუთარ სხეულს იმ აუტენელი ტკივილებსითვის, ოღონდ ვიცოდე, რომ ამით კაცობრიობის ხსნას შემიძლია. მაგრამ არ მწამს შენსავით ძლიერად, არ მწამს რომ სამყარო შეიძლება შეიცვალოს. ნეტა მწამდეს, რომ ერთ დღეს ადამიანები ტიკივლების და სიცარიელეების გარეშე იცხოვრებენ, სიამოვნებით გავიმერორებდი შენ გზას. მაგრამ ჩემი რწმენა, მარტო შენი რწმენის მკრთალი ანარეკლია, იმიტომ რომ ვნახე შედგები, შენმა თავგანწირვამ, სამყარო უკეთესს ადგილად ვერ აქცია და ახლა 2000 წლის მერე გეუბნები, რომ ეს 20 საუკუნე, შენამდე არსებულ დროზე უკეთესი არ ყოფილა.

რატომ დააჯერე საკუთარ თავს ეს ტყული, იქნებ იმიტომ რომ გადარჩენის გზად მოგეჩვენა. იქნებ იმიტომ შენც დაიღალე, მტიკიცებით და ყურებით. უბრალოდ გადაწყვიტე, რომ ასე უფრო მეტი შანის გქონდა, ქცეულიყავი უბრალო, მოეხტიალე ებრაელი, მხსნელად, რომელიც 20000 წლის მერეც ახსოვთ. ადამიანები თავისებურად, მაგრამ მაინც ცდილობენ შენ მოსმენას.

მე კი შენიანი გწერ, ამ საუკუნეების ცოდნით დამძიმებული და მიხარია თუ მწყინს, რომ შენ ეს ყველაფრი არ იცოდი ან იცოდი, არც ვიცი.

ვზივარ და არცოდნა ცდონასავით მამძიმებს. და კითხვები პასუხებს ვერ პოულობენ, სამყარო შენი სიტყვებივით გაუგებარიცაა და გასაგებიც. და რას ფიქრობდი 26 წლის რომ იყავი, ან მე რას ვიფიქრებ 33 წლის ასაკში. იქნებ სამყარო ინტერესია, იმის ინტერესი რა ხდებოდა და მერე უკვე იმის რა მოხდება. მაგრამ ჩემნაირებისთვის და ალბათ შენთვისაც, ჩვენთვის რომლებისთვისაც ერთდერთი ჭეშმარიტება სიყვარულია, რომელიც ვიქადაგეთ, მაგრამ ვერსად ვერ ვიპოვეთ, ბოლო გზა გოლგოთა. და დავიწყება, ყველაფრის რაც გვეგონა, რომ ვიცოდით. ჭეშმარტიება არცოდნაა. ჩვენ ვიცით რომ არფერი არ ვიცით.  ესაა ყველაფრის დასწყისი და დასარული. მე შენ არ გიცნობ, ან როგორ უნდა გიცნობდე? მისტიური დაბადებიდან, სიცოცხლის ბოლო წლამდე შენი სიცოცხლის წიგნი დუმს. რას აკეთებდი ამ შუალედში? რას ფიქრობდი, სად დაეხეტებოდი, ვინ იყავი? ალბათ საკუთარ წესებს, საკუთარ სამყაროს იგონებდი, ბოლოს დაღლილმა, ჯვარს მისვენებულმა დაისვენე.

შემვთანხმდეთ რომ ეხლა 26 წლის ვარ, შენ 2000 წლის წინ გაგაკრეს ჯვარზე და მე ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ არაფერი არ ვიცი. რა იყო 2000 წლის წინ და არ იქნება შემდეგ?

პ.ს. გაგაკერეს ჯვარზე... და აი უკვე 2000 წელია ეს გამოთქმა ადამიანებს შორის დახეტიალობს და ათასი რამის სათავე ხდება, რელიგიებს, ომების და რა დათვლის კიდევ რამდენი რამის. და რას ნიშნავ შენ ბოლოსდაბოლოს ჩემთვის? სიმბოლო ხარ სიცოცხლის და სიკვდილის ერთდროულად, ზუსტად ისეთი ქაოსური, როგორც სამყარო და კითხვისნიშნებით სავსე, როგორც მე. მარტივად, რომ ვთქვათ ჩემთვის, შენნირი საინტერესო ადამიანის უბრალოდ არსებობაც კი სავსებით საკმარისია. სხვებმა კი იდავონ ქალწულმა გშობა თუ არა ან აღდექი თუ არა მკვდრეთით. ჩემთვის სულერთია.

თუ მოვალ

 

რას იზამ, თუ მოვალ და გეტყვი, სრულიად უცხო,

რომ მომავლიდან მოვედი, რომ დრომ, სივრცემ და გალაქტიკებმა ხელი ვერ შემიშალა,

და მოვედი მომავლიდან  შენთან,

ჯერ კიდევ პატარასთან, ჯერ კიდევ გამოუცდელთან,

ჯერ კიდევ დაბნეულთან,

და გეტყვი,

გამარჯობა,

მე ის ვარ,

 შენ შემომხედავ

და არ დაინტერესდები გაიგო სიმართელე,

არ დაინტერესდები გაიგო ვინ ვარ, საიდან ან რატომ მოვედი.

მე კი სულ ვფიქრობ, რომ სიცოხლის იქით წავიღო რწმენა, რომ არსებობ.

რომ არ გამოგიგონე და ვიცი, ეს გძნობა საკმარისია, რომ ბუნების კანონების დარღვევა შევძლო,

მთავარია არ ვცდებოდე, მთავარია შენ არსებობდე,

მთავარია ფუჭი არ იყოს ჩემი ტანჯვა.

და ეხლა როცა გეჩვენება, რომ მიცნობ,

რომ ჩემზე რაღაც იცი და აღარ გინდა მეტი გაიგო,

მე კი ვზივარ და ვსუნთქავ, თითქოს არაფერი მომხდარა,

არაფერი ხდება და არაფერი მოხდება.

ახლა როცა, ყველა ცოდნა ბურუსშია გახვეული, ვცდილობ უბრალოდ გადავრჩე.

შენ იჯერებ რომ მე არ ვარსებობ, ილუზიებში ახვევ ჩემ ხსოვნას და მივიწყებ.

და ეს სწორია, გამოცდილება უნდა დააგროვო და მერე ცოდნად აქციო,

იქნებ შეძლო და უპასუხო კითხვებს, რომლებსაც პასუხები არ აქვთ.

მე კი ჩემთვის დავიტოვებ ცოდნას, რომელიც შენთვის უნდა გამეზიარებინა.

და ბოლოს თუ მოვალ და გეტყვი, რომ წარსულიდან მოვედი შენთან,

და ბოლოს თუ მოვალ და გეტყვი, რომ მომავლიდან მოვედი შენთან,

და თუ მოვალ და გეტყვი, რომ ჩვენ ერთ დროში უნდა ვცხოვრობდეთ,

შემომხედავ და მეტყვი,

ვინ ხარ?

ნაწყვეტები

 

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველთვის სავსე არიან სათქმელით. რაღაცნაირ სქელტანიან წიგნებს ჰგვანან თხელი ყდებით. დადინ ესე და გზდაგზა იფურცლებიან, იკითხებიან ზოგჯერ ხმამღლა და გამოთქმით, ზოგჯერ კი ჩურჩულით და გაუგებრად.

არსებობენ ადმინები, რომლებიც ყვეთელი პრესის ჟურნელბს ჰგვანა, სავსენი  არინ ფერად ფერადი სურათებით და ეპატაჟური, მყვირალა სათაურებით.

არსებობენ გაზეთივით ადამიანები, რომლებიც რუხი და მოწყელი ფურცლებიდან იყურებიან და ცდილობენ სიღრმეები იქ იპოვნო, სადაც არ არის.

 

..........

 

ზოგჯერ კი ხვდები, რომ იძულები ხარ დარჩენილი ცხოვრება, დაუმთავრებელი წიგნივით გაატარო.  ცარელა ფურცლევით გადაშალო დღეები და მოგოგნებები, და ამბები უჩინარი მელნით წერო, იმიტომ რომ შეუძლებელია ყველაფრი მოხდეს, ყველაფერი შეძლო, ყველაფარი მოასწრო. ზოგჯერ დგახარ, იყურები და გული გწყება. შეუძლებელია ყველა სიცარიელე შეავსო. არის გამოტოვებული ადგილები და ამოხეული ფურცლები წიგნში, რომლსაც შენი ცხოვრები ჰქვია. არის გნცდები, რომლებსაც ვარასოდე იგრძნობ. არი ამბები, რომლებიც ვერასოდეს გადაგხდება და არის ცხოვრება, რომლითაც ვერასოდეს იცხოვრება. ყველაფრი კი ჩვენი არჩევანის შედეგია, ზოგჯერ გაუზრებლის და ზოგჯერ გააზრებულის. გზა იმდენია და ისეთი მრავალფეროვანი, თან გზაჯვარედინებითაა სავსე და სამწუხაროდ წარწერები არ აქვს.  აი აქ რეალობაში  არ არსებობს არავითარი მითიური ნიშანი ან მინიშნება. ისე დადიხარ როგროც ბრმა და იმედოვნებ რომ არ შეცდები, და როცა გეშლება თავრს ირწმინებ რომ შეცდომები საჭირო გაკვეთილებია.

მაგრამ არის ასეთი ღამეებიც, როცა ნახევარად ჩაბნელებულ ოთხში სარკის წინ დგეხარ და ვერ სცნობ არეკლილ გამოსახულებას. ვერ იხსენებ, რომელმა გზებმა მოგიყვანეს სარკემდე. ცდილობ გაიხსენო, რომელი მოსახეხვევი იყო არასწორი სად შეგეშალა პიველად, მაგრამ გახსენება შეუძლებელია შენ უკვე საბოოლოოდ და უიმედოდ ხარ დაკარგული. უკან დასაბრუბელი გზები კი მოვადნილმა წყალდიდობებმა დიდი ხანია გაანადგურეს. უყურებ გამოსახულებას, რომელიც სულ ოდნავ გეცნობა და გეცოდება, იმიტომ რომ მან არც კი იცის რამდენ რამეზე თქვა უარი. ამდენი გზის გავლას ერთი ცხოვრება ვერ ეყოფა. ყოველთვის დაგწყდება გული იმ ცხვრებაზე, რაზეც უარი თქვი.

არის ასეთი დღეებიც, როცა ხვდები რომ შენი ცხოვრება უამრავი გამოტოვებული თავისგან შედგება. და შეიძლებოდა სწორედ ეს თავები ყოფილიყო ყველაზე დაუვიწყარი. იყურები სარკეში და ფიქრობ, რომ როცა გზეები შეერთდება და გასავლელი აღარაფერი დარჩება, დაჯდები და დაწერ,ყველა გამოტოვებულ თავს, გამოგონილი, არ მოხდარი, შეუმდგარი ამბებით გაავსებ. და დაიჯერებ რომ რეალობა ხარ, რომელიც უბრალოდ ჰგავს გამოგონილს, როგორც ბუენდიების ქაოსში და გადუღებელი  წვმების სეზონში ჩაკარგული ოჯახი.

შეხედავ საკუთარ დანაოჭებულ ანარეკლს და დაჯერება გაგიჭირდება, რომ ეს შენ ხარ, რომ ეს ნაოჭები ის გზებია, რომლებიც იარე. დაჯდები და იბუტბუტებ გამოგონილ ამბებს და ისტორიებს და ვერავინ მიხვდება, რას ამბობ, ვერავინ დაიჯერებს რომ დანაოჭებულ სხეულში, რომელსაც სიბერის სუნი ასდის, ისევ შენ ცოცხლობ. ვერ დაიჯეებენ რომ სიკვდილიკენ კი არ მიდიხარ , სიცოხლეში გინდა გადაეშვა თავდავიწყებით. და პატარავდები. ტკბილულს ითხოვ ყველა შემხვედრისგან და შორეული ბავშვობის დღეებს იხსენებ, რომლებიც გუშინდელი დღესავით გახსოვს. და არავინ, არავინ იჯრებს, რომ ისინი მართლა მოხდა. შენ კი ზიხარ და ბუტბუტებ, ყველა სარკეზე თეთრ სუდარას აფარებ და ცდილობ დაივიწყო გზა, რომელიც სიკვდილისკენ მიდის. დღით დღე პატარავდები, იკუნტები, როგორც ემბრიონი და ცდილობ დააჯერო ყველა, რომ კი არ კვდები იბადები. შენ ნაბოდვარს კი უკვე აღარვინ უსმენ.  ყველას ბეზრდება სიკვდილის სუნით გაჟღენთილს გიყუროს და გისმინოს, მაშინ როცა მათ კიდევ შორი გზა აქვთ წინ.

მეტი გზა არ გაქვს ერთ მშვენიერ დღეს, როცა ყველა დრო და ადგილი აგერევა, როცა  თითის წოვით დაიღლები, დაიჯერებ რომ უკვე დროა. უკვე დროა გადაეშვა და გაცურო სხვა სამყაროში. სამყაროში, რომლსაც მთელი ცხოვრება იგონებდი.

ახალი აღმოჩენები

 

ეს ის შემთხვევა კლავაიტურაზე შეხებაც, რომ საშინლად ხმაურობს, სამყაროს ხმა მოემატა, ყველაფერი საშინალად ყვირის. ყველაზე მეტად კი სისხლის წითელი უჯრედები, ქაოსში მოცურავეებს ხმაური მიაქვთ სხეული თვითეულ წერტილში. სხეული იკუმშეება, პატარავდება და ხელები კანკლებს.  კლავიატურა ხმაურობს, აუტანლად.  გული კი, ისე ძალიან იკუმშება და მერე ისე ფართოვდება, თითქოს გული კი არა სამყაროა, გალაქტიკებია მათი დაბადების მომენტში. ხელები კანკლებს, და სამყარო ხმაურობს.

რაღაც უნდა შეიცვალოს, ვიღაცამ დააბრუნოს ჰარმონია, რომლიც არასოდეს არსებულა. გზა რომლითაც იარე არ იყო სწორი, მაგრამ არც მცადრი ყოფილა. მეტი არჩევანი არ გაქვს, უნდა დაიჯერო, რომ ამისთვის დაიბადე, რომ ყველაფერი კავშირშია, რომ ლოგიკურია რაც ხდება. რომ უნდა მიიღო სიცოხლე, ისეთი როგორიც არის. მაგრამ კანკალებ, ისე კარგად იცი, რომ ეს ცოდნა არცოდნაში გადაგის. შიგნიდან გიკივის რაღააცა, ისე ხმამაღლა, რომ სიტყვებს ვერ არჩევ. იბნევი, ჩერდები ღრმად სუნთქავ, ცდილობ ფიქრი აიძულო გათიშული ტვინის ხვეულებს, მაგრამ ხსნა არ იქნება. არ არსებობს ჭეშმარტიება, არ არსებობს წესები, არ არსებოს სწორი გზები, და ბოლოს სად აღმოჩნდები? კითხვისნიშნებიც ყვირილს იწყებენ. ქაოსში იძირება ყველა შეგრძნება, ისე ბრუვდები თითქოს მთელი  26 წელია წრეზე დადიხარ. თითქოს არც არაფერი ყოფილა, მაგრამ სამყარო სავსეა ხალხით, მათი სახეები და თვალები, არ გასვნებს. ძნელია დაივიწყო ყველას ტკივილი და მარტო შენი ეგოიზმი კვებო ბედნიერებით, რომელსაც იმსახურებ, მაგრამ ვერ მიაღწევ.

ისე იკუმშები ნეკნები სხეულში გერჭობა, ხერხემალი რამის გადატყდეს, ვერ ახერხებ დაიბრუნო საკუთარი სხეული. ვერ ახერხებ დაბრუნდე, თითქოს ორად გაგხლიჩეს და ერთი ნაწილი მეორეს გარეშე კვდება. მაგრამ შენი მეორე ნაწილი სხვა სამყაროშია და ვერასოდეს დაიბრუნებ. მოგიწევს მიეჩვი ნახევარ ცხოვრებას, რაც მალე გააკეთებ ამას მით უკეთესი.

დრო შენებული კადრივით გადის, ლოდინი, იმის რასაც აზრი არ აქვს საკუთარი თავის წამებაა. რატომ ნებდები ან რატომ იბრძვი, სად არის აზრი. სად არის სიმშვიდე, სად არის ბედნიარება, სად არის პასუხი.

სამყარო მშვენიარია, შენც, მაგრამ უმრავი „მაგრამ“ დაგროვდა. იმხელა მაგრამების უფსკრულია, ვერაფერი ამოავსებს. დროა ისუნთქო და იარსებო, ვერ დაივიწყო, მაგრამ შეჩერდე. ეს ის ცხოვრება არ არის, ეს ის სამყარო არ არის, ეს ის პლანეტა არ არის.

იქნებ სადმე სხვაგან.....

უმისამართო

 

რაზეც ყველაზე ნეკლაბდ მინდა წერა და რაც ყველაზე ნაკლებად მინდა ვიგძნო, ეს სიყვარულია. ისე მომბეზრდა ეს სახალხო, უაზრო შეხედულებები სიყვარულზე. ისე მომბეზრდა ეს მრავალგზის ნახმარი და უკვე კარგად გაცვეთილი სიტყვა, ხშირად თქმაც კი მეზარება, არდა გრძნობებს, რომლებიც მეუფლება სიტყვით გამოხატვა სჭირდება. ხშირად ვფიქრობ, ახალი სიტყვა ხომ არ მოვიგონო მეთქი, ამ უცანური და დაუჯერებლად ჰუმანური გრძნობის გამოსახატავად. ვიწყებ ფიქრს, სხვანაირად როგორ შეიძლება ჟღერდეს ეს გრძნოებების ქარიშხალი და ვერ მომიფიქრებია. ამიტომ ამ მრვალგზის ნახმარ, დაძვლებულ და ობმოკიდებულ სიტყვას ვხმარობ იძულების წესით. თითქოს მომისაჯეს, თითქოს ამ შავ-თეთრი გრძნობების გისოსებში ჩამსვეს და მაიძულებენ  წუთში 60 ჯერ ვიგძნო და ვიმეორო მიყვარხარ, მიყვარხარ მიყვარხარ...

საიდან იწყება ეს დაწყევლილი სიყვარული ვერ გაიგებ. წარსული ბურუსში იკარგება. სახეები იცრიცება და აჩრდილებიღა რჩება მათგან. გრძნოებები რჩება. რჩება და ღრღნის სულის სისხლძარღვებს, რომ არ დაგავიწყდეს საიდიან დაიწყე. არ დაგავიწყდეს, რომ ვალდებულიხარ ამ სიტყვის, სიყვარულის სიმძიმე ატარო. არა, არ არის ესე ადვილი. სიყვარული და მორჩა. ტყუილია, მრავლგზის მოყოლილი ზღაპარი პეპლების ფრენაზე მუცელში. ან არტერიული წნევის მატება, ვიღაცა ტრფობის ობიექტის დანახვისას. თუ უფრო ღრმად, მეცნიერიული საფუძვლებით დავიწყებთ თემის შესწავლას მივხვდებით, რომ არ არის ესე ადვლი. სასაცილოც კია ყველა, ის ვარაუდი, ამ მრავლგზის ნახმარ, საწყალ სიყვარულთან მინართებაში რომ გამოითქვა.

მე თუ დამიჯერებთ, ( ისე მირჩევნია მე არ დამიჯეროთ და ისევ იმ ჰოლივუდური ბოდვის გჯეროდეთ, სვისთ ნოვემბერში და მსგავს მელოდრამებში როა,) სისულელეა მთელი ეს პეპლობანა, შთაგონების ძალით არის გამოწყველი. სინამდვლეში ეს გრძნობა სიყვარული ერთი-ერთი ყველაზე შავბნელი გძნობაა მთელ გრძნოებს შორის.  როცა ცხოვრებას ფერები ეძარცვაბა შემოდგომის ფოთოლცვნეასავით, მაშინ ხვდები, რომ ყველაფრი გაცილებით ადრე დაიწყო. იქიდან როცა უნდა გეთქვა, და გაჩუმდი, როცა უნდა გეგრძნო და არ იგრძენი. როცა უნდა გეომა და არ იომე. ახლა კი უნდა ინანო. ეს კანონზომიერია.  ვერფერს დააბრალებ სამყაროებს. იმიტომ რომ შენ ხარ ალფა და ომეგა, შენ ხარ დასაწყისი და დასარული. შენ ხარ მწერალი, რომანის გარეშე.

მაშინ კაცობრიობის დაბადებისას გითხრეს რა უნდა გეგრძნო, რა უნდა გეფიქრა. მაგრამ დავიწყების მტვერი გადააყარე, ცოდნას რომელიც მოგცეს. და დაიწყე იმ გზებით სიარული, რომლითაც აგიკრძალეს. და უფრო და უფრო ივიწყებდი სიტყვას, რომელიც პირველად ისწავლე. არა, დაივიწყე კია არა შეიძულე. და ახლა, როცა შუა გზაზე დაგახარ და არ იცი საით წახვიდე, დრო გაქვს იფიქრო იმაზე, რაც იყო. რაც დაკარგე. მაგრამ იქნებ არც არაფერი დაგიკარგავს. ან როგორ შეიძლაბა ამ სამყაროში რამე დაკარგო. სამყაროში, რომელიც ბუმერანგივით უკან გიბრუნებს შენგან გატყორცნილ ტალღებს. მაგრამ უკან მაინც ვერ დაბრუნდები, ვერ იტყვი მიყვარხარს იქ, სადაც უნდა გეთქვა. და ეს სიტყვა მარადიულად შენთან იქნება, მარადიულად მოგიჭერს ყელზე და ეცდება დაგახრჩოს. ამიტომ ჯობია შეიიყვარო ეს დაწყევლილი და მრავლგზის ნახმარი სიტყვა და ყველაგან თქვა, ყველაგან, სადაც საჭიროა.

მახსოვს ადრე ძალიან ადრე ჩემი და შენი გზები შემთხვევით გადაიკვეთა.  გადაიკვეთა, მაგრამ არ დაემთხვა. მას მერე, რაღაც ჩასახლდა ჩემს სხეულში და ძველაბურად აღარ მიცხოვრია. აჩრდილთან ერთად მიწევს ცხოვრება, უსახო აჩრდილთან. თავიდან ცოტა კი გამიჭირდა , მაგრამ მერე მივეჩვიე. ზოგჯერ ვფიქრობ მოგძებნო, მაგრამ ვიცდი, იქნებ ისევ გადაკვეთოს შენმა გზამ ჩემი გზა, ან პირიქით. ზოგჯერ ფიქრობ, რომ გითხრა ის, რაც უნდა მეთქვა, იქნებ უსახო აჩრდილი გაქრეს, მაგრამ სულის სიღრმიდან რაღაც მიყვირის, რომ აჩრდილის გარეშე აზრი არ აქვს არსებობას. რომ ჩემი სული უსახო აჩრდილის გარეშე ვერ ინქბა მთელი. და იქნებ არ ღირს თქმა. იქნებ ვითამაშეთ ჩვენი როლები ერთმანეთის გზების გადაკვეთაზე. იქნებ უბრალოდ ერთი შეშლილი სული ვარ, სამყაროში რომ დაბორიალობს და სიმშვიდე ვერ უპოვია, იქნება არც ვეძებ სიმშვიდეს. იქნებ ქაოსში დაბადებულის ადგილი ქაოსის შუაგულშია.  ესე უსარულებამდე შეიძლება მისვალა, სიკვდილამდეც და მარადისობამდე. 

დავიწყება ულმობელი  და საჭირო სენია, მაგრამ რატომღაც ჩემს გრძნობებს  არ ემუქრება.  მე მავიწყდება სახეები , შენი, დედაჩემის, მაგრამ ჩემთან რჩებიან უსახო, მგრძნობიარე აჩრდილები და არ მაძინებენ.( ეს უახობა უფრო მტკივა)

 არ მომწონს ეს სიტყვა სიყვარული. იმიტომ რომ არ არის ადვილი. მძულს სიყვარული, იმიტომ რომ მაიძულებ თავი დამნაშავედ ვიგრძნო შენი და სხვების მიმართ. იმის გამო, რასაც ვგრძნობ, იმის გამო, რასაც ვამბობ და იმის გამო, რასაც არ ვამბობ. დროს მიაქვს სიბნელე იქ, სადაც ადრე სინათელე იყო. ამიტომ შენი სახე დრომ გააფერადა შავად. მე ეხლა შუაგზაზე ვდგავარ და ვფიქრობ, როგორ მძულს სიტყვა სიყვარული, რომელმაც შენი გამოგონება და შენი შეყვარება მაიძულა, სამუდამოდ. ამდენი ხნის მერე ვდგევარ და ვფიქრობ, იქნებ არც არსებობ, იქნებ არც მე ვარსებობ. მაგრამ იცი რა არის ფაქტი? შენ ძალიან საჭირო გამოგონება ხარ, შენ გარეშე უბრალოდ მე არ ვარსებობ. ხო დრო აბნელებს სამყაროს, და აბრმავებს ადამიანებს, დარწმუნებულიც კი ვარ რომ ჩემი არსებობა დაგიბნელდა. ან იქნებ მე ყოველთვის სიბენლე ვიყავი შენთვის. მე არ ვამბობ, რა არის სწორი და არასწორი. მე ვამბობ იმას, რაც ნათელია ჩემი დაბინდული გონებისთვის. შეიძლება არასწორია, მაგრამ ეს ის გრძნობაა რომელიც მძულს, რომელსაც მთელი სიცხადით ვგრძნობ, რომელიც სულში მიჭერს, რომელიც სიცოხლეს მიშლის, და ამვდროულად მაიძულებს ვიგძნო არსებობის სასწაული.

იმედი მაქვს ვიტყვი და ამით მორჩება. ილუზიები ბევრია ჩემში და ჩემს გარშემოც, მაგრამ იმის ილუზია არ მაქვს, რომ სწორად გაიგებ. მაპატიე, მაგრამ იძულებული ვარ გითხრა, იმის იმედით რომ გავთავისუფლდები. არ მინდოდა, მეგრძნო, არ მიდოდა მეთქვა, მაგრამ ფაქტია მიყვარხარ. რა აბსურდია. მძულს ეს სიტყვა, შენც და ჩემი თავიც. მაგრამ ფაქტია. იქნებ დამთავრდეს.... იქნებ შევწყვიტო ნგრევა. მაგრამ ვგძნობ, რომ თქმაც გამანდგურებს და არ თქმაც, პასუხიც გამანდგურებს და უპასუხობაც.