ცარიელი ფურცელია ცხოვრება, ხშირად აზრს და რეალობას
მოკლებული, უბრალოდ თეთრი ქაღალდების გროვა, რომელიც წინ გიწყვია და არ იცი რა უქნა.
ქაოსშია სიმშვიდე, და სიმშვიდეშია ძალა.
ზიხარ და გრძნობ როგორ გიკანკალებს ხელები, როგორ გერთმევა
ძალა, მაგრამ სისხლი აწვება ჯერ გულს და იქიდან
გატყორცნილი ძლიერი ნაკადი აფხიზლებს მიძინებულ გონებას. შენელებულ კარგებად
გადის დრო, ხვდები რომ ზედმეტი ხარ, არ არის აქ შენი ადგილი, მაგრამ ვერც ვერასად მიდიხარ,
იმიტომ რომ უკვე ყველაფერი მოიარე, და მიხვდი, რომ ვერსად იპოვი დაკარგულ ძილს, ან
წართმეულს.
უცანურია რომ ვერასოდეს ვერავის ვერაფერს დააბრალებ.
ივლი სავსე და თან ყველაზე ცარიელი და უშინარსოო, ივლი
დაღამებული თვალებით, რომლბსაც არასოდეს, არასოდეს დაეტყობათ დაღლა. რომლებიც არასოდეს,
არასოდეს არაფერს არ იგრძნობენ, და პერიოდულად
ცრემლების მოწოლაც არაფერს ნიშნავს, სრულიად დაცლილია გრნობისგან თვითოელი წვეთი
ცრემლი.
ზიხარ და გითრთის თითოეული უჯრედი. ადრენლინი საშიში
რამეა, მარტივად გავიწყებს რელობას, რომელიც არც ისე რეალურია, არ გაძინებს და სიზმრებს
გახელილი თვალებით ხედავ..
მირბიხარ მაგრამ ისევ საწყის წერტილს უბრუნდები, არ
დაივიწყო, არ დაივიწყო, არ დაივიწყო, რისთვის გარბიხარ, რისთვის, ბრუნდები .
არ დაიღოლო, არ დანებდე, არ გაჩერდე...
ყველა ვერ გაიგებს, ყველა ვერ იგრძნობს, ყველა ვერ იფხიზლებს...
No comments:
Post a Comment