რაზეც ყველაზე ნეკლაბდ მინდა წერა და რაც ყველაზე ნაკლებად
მინდა ვიგძნო, ეს სიყვარულია. ისე მომბეზრდა ეს სახალხო, უაზრო შეხედულებები სიყვარულზე.
ისე მომბეზრდა ეს მრავალგზის ნახმარი და უკვე კარგად გაცვეთილი სიტყვა, ხშირად თქმაც
კი მეზარება, არდა გრძნობებს, რომლებიც მეუფლება სიტყვით გამოხატვა სჭირდება. ხშირად
ვფიქრობ, ახალი სიტყვა ხომ არ მოვიგონო მეთქი, ამ უცანური და დაუჯერებლად ჰუმანური
გრძნობის გამოსახატავად. ვიწყებ ფიქრს, სხვანაირად როგორ შეიძლება ჟღერდეს ეს გრძნოებების
ქარიშხალი და ვერ მომიფიქრებია. ამიტომ ამ მრვალგზის ნახმარ, დაძვლებულ და ობმოკიდებულ
სიტყვას ვხმარობ იძულების წესით. თითქოს მომისაჯეს, თითქოს ამ შავ-თეთრი გრძნობების
გისოსებში ჩამსვეს და მაიძულებენ წუთში 60
ჯერ ვიგძნო და ვიმეორო მიყვარხარ, მიყვარხარ მიყვარხარ...
საიდან იწყება ეს დაწყევლილი სიყვარული ვერ გაიგებ.
წარსული ბურუსში იკარგება. სახეები იცრიცება და აჩრდილებიღა რჩება მათგან. გრძნოებები
რჩება. რჩება და ღრღნის სულის სისხლძარღვებს, რომ არ დაგავიწყდეს საიდიან დაიწყე. არ
დაგავიწყდეს, რომ ვალდებულიხარ ამ სიტყვის, სიყვარულის სიმძიმე ატარო. არა, არ არის
ესე ადვილი. სიყვარული და მორჩა. ტყუილია, მრავლგზის მოყოლილი ზღაპარი პეპლების ფრენაზე
მუცელში. ან არტერიული წნევის მატება, ვიღაცა ტრფობის ობიექტის დანახვისას. თუ უფრო
ღრმად, მეცნიერიული საფუძვლებით დავიწყებთ თემის შესწავლას მივხვდებით, რომ არ არის
ესე ადვლი. სასაცილოც კია ყველა, ის ვარაუდი, ამ მრავლგზის ნახმარ, საწყალ სიყვარულთან
მინართებაში რომ გამოითქვა.
მე თუ დამიჯერებთ, ( ისე მირჩევნია მე არ დამიჯეროთ
და ისევ იმ ჰოლივუდური ბოდვის გჯეროდეთ, სვისთ ნოვემბერში და მსგავს მელოდრამებში როა,)
სისულელეა მთელი ეს პეპლობანა, შთაგონების ძალით არის გამოწყველი. სინამდვლეში ეს გრძნობა
სიყვარული ერთი-ერთი ყველაზე შავბნელი გძნობაა მთელ გრძნოებს შორის. როცა ცხოვრებას ფერები ეძარცვაბა შემოდგომის ფოთოლცვნეასავით,
მაშინ ხვდები, რომ ყველაფრი გაცილებით ადრე დაიწყო. იქიდან როცა უნდა გეთქვა, და გაჩუმდი,
როცა უნდა გეგრძნო და არ იგრძენი. როცა უნდა გეომა და არ იომე. ახლა კი უნდა ინანო.
ეს კანონზომიერია. ვერფერს დააბრალებ სამყაროებს.
იმიტომ რომ შენ ხარ ალფა და ომეგა, შენ ხარ დასაწყისი და დასარული. შენ ხარ მწერალი,
რომანის გარეშე.
მაშინ კაცობრიობის დაბადებისას გითხრეს რა უნდა გეგრძნო,
რა უნდა გეფიქრა. მაგრამ დავიწყების მტვერი გადააყარე, ცოდნას რომელიც მოგცეს. და დაიწყე
იმ გზებით სიარული, რომლითაც აგიკრძალეს. და უფრო და უფრო ივიწყებდი სიტყვას, რომელიც
პირველად ისწავლე. არა, დაივიწყე კია არა შეიძულე. და ახლა, როცა შუა გზაზე დაგახარ
და არ იცი საით წახვიდე, დრო გაქვს იფიქრო იმაზე, რაც იყო. რაც დაკარგე. მაგრამ იქნებ
არც არაფერი დაგიკარგავს. ან როგორ შეიძლაბა ამ სამყაროში რამე დაკარგო. სამყაროში,
რომელიც ბუმერანგივით უკან გიბრუნებს შენგან გატყორცნილ ტალღებს. მაგრამ უკან მაინც
ვერ დაბრუნდები, ვერ იტყვი მიყვარხარს იქ, სადაც უნდა გეთქვა. და ეს სიტყვა მარადიულად
შენთან იქნება, მარადიულად მოგიჭერს ყელზე და ეცდება დაგახრჩოს. ამიტომ ჯობია შეიიყვარო
ეს დაწყევლილი და მრავლგზის ნახმარი სიტყვა და ყველაგან თქვა, ყველაგან, სადაც საჭიროა.
მახსოვს ადრე ძალიან ადრე ჩემი და შენი გზები შემთხვევით
გადაიკვეთა. გადაიკვეთა, მაგრამ არ დაემთხვა.
მას მერე, რაღაც ჩასახლდა ჩემს სხეულში და ძველაბურად აღარ მიცხოვრია. აჩრდილთან ერთად
მიწევს ცხოვრება, უსახო აჩრდილთან. თავიდან ცოტა კი გამიჭირდა , მაგრამ მერე მივეჩვიე.
ზოგჯერ ვფიქრობ მოგძებნო, მაგრამ ვიცდი, იქნებ ისევ გადაკვეთოს შენმა გზამ ჩემი გზა,
ან პირიქით. ზოგჯერ ფიქრობ, რომ გითხრა ის, რაც უნდა მეთქვა, იქნებ უსახო აჩრდილი გაქრეს,
მაგრამ სულის სიღრმიდან რაღაც მიყვირის, რომ აჩრდილის გარეშე აზრი არ აქვს არსებობას.
რომ ჩემი სული უსახო აჩრდილის გარეშე ვერ ინქბა მთელი. და იქნებ არ ღირს თქმა. იქნებ
ვითამაშეთ ჩვენი როლები ერთმანეთის გზების გადაკვეთაზე. იქნებ უბრალოდ ერთი შეშლილი
სული ვარ, სამყაროში რომ დაბორიალობს და სიმშვიდე ვერ უპოვია, იქნება არც ვეძებ სიმშვიდეს.
იქნებ ქაოსში დაბადებულის ადგილი ქაოსის შუაგულშია. ესე უსარულებამდე შეიძლება მისვალა, სიკვდილამდეც
და მარადისობამდე.
დავიწყება ულმობელი და საჭირო სენია, მაგრამ რატომღაც ჩემს გრძნობებს არ ემუქრება. მე მავიწყდება სახეები , შენი, დედაჩემის, მაგრამ
ჩემთან რჩებიან უსახო, მგრძნობიარე აჩრდილები და არ მაძინებენ.( ეს უახობა უფრო მტკივა)
არ მომწონს
ეს სიტყვა სიყვარული. იმიტომ რომ არ არის ადვილი. მძულს სიყვარული, იმიტომ რომ მაიძულებ
თავი დამნაშავედ ვიგრძნო შენი და სხვების მიმართ. იმის გამო, რასაც ვგრძნობ, იმის გამო,
რასაც ვამბობ და იმის გამო, რასაც არ ვამბობ. დროს მიაქვს სიბნელე იქ, სადაც ადრე სინათელე
იყო. ამიტომ შენი სახე დრომ გააფერადა შავად. მე ეხლა შუაგზაზე ვდგავარ და ვფიქრობ,
როგორ მძულს სიტყვა სიყვარული, რომელმაც შენი გამოგონება და შენი შეყვარება მაიძულა,
სამუდამოდ. ამდენი ხნის მერე ვდგევარ და ვფიქრობ, იქნებ არც არსებობ, იქნებ არც მე
ვარსებობ. მაგრამ იცი რა არის ფაქტი? შენ ძალიან საჭირო გამოგონება ხარ, შენ გარეშე
უბრალოდ მე არ ვარსებობ. ხო დრო აბნელებს სამყაროს, და აბრმავებს ადამიანებს, დარწმუნებულიც
კი ვარ რომ ჩემი არსებობა დაგიბნელდა. ან იქნებ მე ყოველთვის სიბენლე ვიყავი შენთვის.
მე არ ვამბობ, რა არის სწორი და არასწორი. მე ვამბობ იმას, რაც ნათელია ჩემი დაბინდული
გონებისთვის. შეიძლება არასწორია, მაგრამ ეს ის გრძნობაა რომელიც მძულს, რომელსაც მთელი
სიცხადით ვგრძნობ, რომელიც სულში მიჭერს, რომელიც სიცოხლეს მიშლის, და ამვდროულად მაიძულებს
ვიგძნო არსებობის სასწაული.
იმედი მაქვს ვიტყვი და ამით მორჩება. ილუზიები ბევრია
ჩემში და ჩემს გარშემოც, მაგრამ იმის ილუზია არ მაქვს, რომ სწორად გაიგებ. მაპატიე,
მაგრამ იძულებული ვარ გითხრა, იმის იმედით რომ გავთავისუფლდები. არ მინდოდა, მეგრძნო,
არ მიდოდა მეთქვა, მაგრამ ფაქტია მიყვარხარ. რა აბსურდია. მძულს ეს სიტყვა, შენც და
ჩემი თავიც. მაგრამ ფაქტია. იქნებ დამთავრდეს.... იქნებ შევწყვიტო
ნგრევა. მაგრამ ვგძნობ, რომ თქმაც გამანდგურებს და არ თქმაც, პასუხიც გამანდგურებს
და უპასუხობაც.
No comments:
Post a Comment