გვერდი

10 July 2023

ტკივილი

 

დაჯექი და იტირე არ არსებულ სიყვარულებზე. სიყვარულებზე, რომლებიც არც კი იკარგებიან, იმიტომ  არც არასდროს უარსებიათ. როგორია დაკარგო ან ეძებო რაღაც ისეთი, რომელიც არ არსებობს. როგორია იჯდე და არ გჯეროდეს, რომ არსებობ. მაგრამ რაში გჭირდება რწმენა.   ილუზიების, სიბრმავის, სიგიჟის მიღმა თუ გაიხედავ დაინახავ, რომ ერთადერთი ჭეშმარიტება ტკივილია. სხვა ყველაფერი ქრება, უჩინარდება და ერთადერთი კვალი, ერთადერთი ნიშანი იმისა რომ არსებობ ტკივლია. ჰოდა ადექი და შეიყვარე, ყველაზე და ყველაფერზე მეტად, მიუძღვენი თავი ტკივილებს, რომლბიც ასე ერთგულად დაგყვებიან ცხოვრბის გზაზე. მაშინ როცა  ყველა და ყველაფერი მარტო გტოვებს, ტკივლი მტკივნეული ერთგულებით დაგყვება თან და ცდილობს მაინც გაგიგოს, ცდილობს მაინც გაგრძნობინოს რომ ცოცხალი ხარ.

დახუჭე თვალები და იგრძენი როგორ ივსები, როგორ გადმოდიხარ კალაპოტიდან და როგორ იღვრები. იგრძენი რომ მალე გაქრები და არ დაიტოვე იმედი სხვა სამყაროსი, არ დაიტოვო იმედი ტკივილის მოშუშების. ადექი შეიყვარე, ისე ძლიერად რომ მის გარეშე საკუთარი თავი გძულდეს. ადექი და შეიყვარე ის, ვინც მთელი არსება მოგიძღვნა, თავი გაწირა, რომ შენში დაბუდებულოყო. შეიყვარე საკუთარი ტკივილი, შეიყვარე საკუთარი ატკიებული გული, შეიყვარე საკუთარი, ტკივილისგან დაშლილი სული. შეიყვარე ის, ვინც არასოდეს მიგატოვებს. აირჩიე ის, ვისაც ვერასოდეს მიატოვებ.

ცოტაც და იგრძნობ როგორ იღვრები, როგორ გადმოდის მლაშე ტკივილი შენი თავალებიდან. ცოტაც და იგრძნობ, როგორ თავისუფლდები, როცა ტკივილს სიცოცხლეს სჩუქნი. როცა უფელბას აძელვ შენი ნაწილი გახდეს, როცა შენში უშვებ და ამ ერთიანობით სრულყოფილების იმიტაციამდე მიდიხარ, შეიძლება დაგავიწყდეს კიდეც რომ არ არსებობ.

დაჯექი და ყურებამდე შეყვარებულმა ტკივილებზე, ხმამაღალ მუსიკაზე იცეკვე, ფერადი კაბები ჩაიცვი, მხიარული სახით ქალაქის ქუჩებში ისეირნე და ნუ შეგეშინდება, რომ მარტო ხარ, შენ არასოდეს აღარ იქნები მარტო. ტკივილი ერთგული საყვრელივით ყოველთვის შენთან იქნება და მოგცემს ისეთ სიყვარულის, როგორიც არ არსებობს. მოგცემს საკუთარ ძალას, იმხელა ძალას, რამხელა ძალაც სამყაროში არც ერთ გრძნობას არ აქვს.

და თუ სამყაროში რამე სრულყოფილებისმაგვარი არსებობს, ეს  შენი ტკივილის და შენი მარადიული კავშირია.

No comments:

Post a Comment