რას იზამ, თუ მოვალ და გეტყვი, სრულიად უცხო,
რომ მომავლიდან მოვედი, რომ დრომ, სივრცემ და გალაქტიკებმა
ხელი ვერ შემიშალა,
და მოვედი მომავლიდან შენთან,
ჯერ კიდევ პატარასთან, ჯერ კიდევ გამოუცდელთან,
ჯერ კიდევ დაბნეულთან,
და გეტყვი,
გამარჯობა,
მე ის ვარ,
შენ შემომხედავ
და არ დაინტერესდები გაიგო სიმართელე,
არ დაინტერესდები გაიგო ვინ ვარ, საიდან ან რატომ მოვედი.
მე კი სულ ვფიქრობ, რომ სიცოხლის იქით წავიღო რწმენა,
რომ არსებობ.
რომ არ გამოგიგონე და ვიცი, ეს გძნობა საკმარისია, რომ
ბუნების კანონების დარღვევა შევძლო,
მთავარია არ ვცდებოდე, მთავარია შენ არსებობდე,
მთავარია ფუჭი არ იყოს ჩემი ტანჯვა.
და ეხლა როცა გეჩვენება, რომ მიცნობ,
რომ ჩემზე რაღაც იცი და აღარ გინდა მეტი გაიგო,
მე კი ვზივარ და ვსუნთქავ, თითქოს არაფერი მომხდარა,
არაფერი ხდება და არაფერი მოხდება.
ახლა როცა, ყველა ცოდნა ბურუსშია გახვეული, ვცდილობ
უბრალოდ გადავრჩე.
შენ იჯერებ რომ მე არ ვარსებობ, ილუზიებში ახვევ ჩემ
ხსოვნას და მივიწყებ.
და ეს სწორია, გამოცდილება უნდა დააგროვო და მერე ცოდნად
აქციო,
იქნებ შეძლო და უპასუხო კითხვებს, რომლებსაც პასუხები
არ აქვთ.
მე კი ჩემთვის დავიტოვებ ცოდნას, რომელიც შენთვის უნდა
გამეზიარებინა.
და ბოლოს თუ მოვალ და გეტყვი, რომ წარსულიდან მოვედი
შენთან,
და ბოლოს თუ მოვალ და გეტყვი, რომ მომავლიდან მოვედი
შენთან,
და თუ მოვალ და გეტყვი, რომ ჩვენ ერთ დროში უნდა ვცხოვრობდეთ,
შემომხედავ და მეტყვი,
ვინ ხარ?
No comments:
Post a Comment