გვერდი

10 July 2023

აჯაფსანდალი

 

ჩვენი მთავარი გმირი, ერთი ჩვეულებრივად არჩვეულებრივი ვინმეა. განგებ არ ვწერ ქალია თუ კაცი. ამ შემთხვევაში სქესს მნიშვნელობა არ აქვს. განა შეიძლება ფიქრების დახარისხება მდედრობითად ან მამრობითად? სასაცილო იქნებოდა.რა სახელი  დავარქვათ ყველზე რთული ამოცანაა. როდესაც იბადება ბავშვი, ურჩევენ სახელს. სახელი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მთავარი. სახელს შეუძლია დაგეხმაროს ან ხელი შეგიშალოს ცხოვრებაში. ჩვენი გმირს კი მოდით სახელს ნუ დავარქმევთ, უბრალოდ მოვიხსენიოთ  ადამიანად.

...

ადამიანი იჯდა და ნელთბილ სურნელოვან ყავას სვამდა, თითოეულ ყლუპს დიდხანას იჩერებდა პირში და ცდილობდა ბოლომდე შეეგრძნო მისი მომწარო გემო. შიგადაშაგ ხარბად ყნოსავდა ფინჯანს და თან თვალს არ აშორებდა მუქ ყავისფერ სითხეს. ყავის სუნი ფულტვებიდან მთელ სხეულში გასჯდომოდა, გემოს კუჭიდან ყველა სისხლძარღვამდე მიეღწია და ფერი თვალებში არეკვლოდა. ადამიანი იჯდა და ფიქრობდა, რა ჯადოსნური იყო ეს წამი, წამი, როდესაც იჯდა და ყავას სვამდა. ამ დროს, მისი ფიქრები დალაგებული და ლაღი ხდებოდა. აღარ ერეოდა დრო და ადგილი. გრძნობდა წამის სიდიადეს და აღარ უნდადა  სხვა დროში და სხვა სივრცეში გადანაცვლება. ის უბრალოდ ტკბებოდა წამით. ტკბებოდა საკუთარი არსებობით. ამ დროს შორს, ძალიან შორს იტაცებდა ყავის სურნელი და გრძნობდა, რომ წაშლილი იყო ყველა საზღვარი. უცანურია ადამიანი, ვერ იტანს საზღვრებს, ვერ იგებს ვის ან რაში დასჭირდა მათი დაწესება. ტყუილია,  ვითომ მათ გარეშე ადამიანობის შენარჩენება ძნელია. პირიქით საზღვრებში მოქცეულისთვისაა ძნელი დარჩეს იმად, რადაც დაიბადა. დაიხ, ადამიანს დაბდებიდან ჰქონდა პროტესტის გრძნობა, ეს გრძნობა გამოარჩევდა სხვებისგან. ძნელია, როცა მუდმივად ჩარჩოებში გსვამენ, მილიონობით სხვადასხვა ზომის და ფორმის ჩარჩოში. მაშინ, როცა შენ ადამიანი ხარ და არა „მონა ლიზა“. და მაინც, თუ გარდაუვალია ხელოვნების ნიმუშად ყოფნა ადამიანს ურჩივნია იყოს ქანდაკება, მაგალითად თავისუფლების.

 

ადამინას უკვირს , რატომ უყვართ ადმიანებს ყველაფრისთვის სახელის დარქმევა. რატომ უყვართ კლიშეები. ალბათ, იმოტომ, რომ თვით კოცობრიობაც კლიშეა. ადამიანი ფიქრობს, რა მოხდებოდა ყავას, რომ სახელი არ ჰქონდეს. ცდილობს წარმოიდგინოს ადამიანი, რომელიც პირველაღმომჩენის უპირატესობას ფლობდა  და პირველად სინჯავდა სასმელს, რომელსაც დღეს ყავა ეძახიან. ადამიანი ცდილობას წარმოდგინოს, რა გრძნობაა ეს. მისი დამოკიდებულება ყავის მიმართ იცვლება. ადამიანი ივიწყებს სახელს და უბრალოდ სვამს. უცნაური გრძნობაა, თითქოს ცივი ზღვის ქვიშა გადაყაპა. რა სახელი დაარქვას ამ გრძნობას არ იცის. მაგრამ კვლავ გრძნობს წამის სიდიადეს. გრძნობები ავსებს, ურთიერსაპირისპირო აზრები აბნევს და იკარგება უსახელობაში. უნდება სამყაროს მოუყვეს, ყველას გააგებინოს, რომ რაღაც აღმოაჩინა, რაღაც ისეთი რასაც სახელი არ აქვს. ადამიანი ვეღარ სცნობს საკუთარ თავს. განა წეღან არ იყო, რომ უკვირდა სახელების საჭიროება. ამ დროს იბადება ჭეშმარიტება. ადამიანი ხვდება, რომ ყავის სმა მისთვის უბრალო რიტუალიდან, ცხოვრების არსში ჩაწვდომის საშუალებად იქცა. მან იცის, რომ სხვებისთვის ეს შეიძლება სასაცილოდ გაუგებარი აღმოჩნდეს. მაგრამ იგი სიამყითაა დაბრმავებული, პირველაღმომჩენის სიამაყით. ამიტომ მზადაა შეიცვალოს ხედვა, უარი თქვას იმ წლებზე, რომლებიც იცხოვრა. ზოგჯერ ისეთმა, უბრალო რამემაც, როგორიც დილით საუზმობაა, შეძლება შეცვალოს  მთელი ცხოვრება. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს ყველას არ შეიძლება დაემართოს, ეს ერთეულების ხვედრია. ადამიანი მიხვდა, რომ მასში რაღაც წამოუდგენლად დიდი და უსახელო დაიბადა.

...

ზოგჯერ ყავისფრად დაბინდული თვალებიდან შეგიძლია გაიხედო დროისა და სივრცის მიღმა. ადამიანი გრძნობდა, რომ რაღაც ძალიან დიდ და ჯადოსნურს შეეჭიდა. გრძნობდა ამას მთელი სხელულით და უჯრედები უთრთოდა. ყოველთვის ესეა, როცა რაღაც უცნობს და გამაოგნებელს აღმოაჩენ და ხვდები ვერასოდეს იქნები ისეთი, ამ აღმოჩნემდე, რომ იყავი. ადამიანი იცოდა, მაგრამ რა ეს მარადიულ საიდუმლოდ დარჩება.

სასაცილოა.  

 

                   

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იყო და არა ი

 

 

 

 

 

 

 

   თავი I

 

მთელი დღე ექიმზე ფიქრობდა ელისი. უცანური კაცი იყო, მაგრამ საოცრად იზიდავდა მისი ხმა. ხმაზე მეტად კი ის, რასაც გრძნობდა, როცა ელაპარაკებოდა. ერთი სული ჰქონდა დამდგარიყო დღე, როცა კვლავ მოხვდებოდა მის კაბინეტში. 

ელისის ოთახში მუდამ შემოდგომა იყო. ყოველთვის ყვითელი ფოთელები ეყარა გარშემო და გოგონას ნისლი ეფარა საბნის მაგივრად . ხანდანახან წვიმდა კიდეც. ელისი დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ესეთი უნდა ყოფილიყო სამყარო და ვერც კი წამოიდგნდა, რომ არსებოდა სხვა სამყაროებიც, სადაც გაზფხული, ზაფხული და ზამთარი არსებობდა.  

თქვენ რათქმაუნდა შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ელისი მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ მთელი ძალებით ვეცდები დაგარწმუნოთ, რომ ის ისეთივერ რეალურია, როგორიც მე, თქვენ და მთელი ეს სამყარო, რომელშიც თან ყველასთვის არის ადგილი და თან არავის არ ჰყოფნის ის.

მერა რა, რომ ელისი ჩემი დახმარებით მოევლინა ქვეყანას. მას მაინც სრული უფლება აქვს ჩემგან დამოუკიდებლად იმოქმედოს. მე არ დავუდგენ მას საზღვრებს და არ დავუწერ 10 ან მეტ მცნებას. მე მას მივცემ თავისუფლება და არ მოვუწყობ გამოცდებს. არ მოვთხოვ, რომ ჩემზე ილოცოს. მარტო რჩევა მივცემ თუკი მკითხავს. ცხოვრებას თოთონ დაწერს და მე არ შევუდგენ ბედისწერის წიგნს. დაე, თვითონ გადაწყოტოს ყველაფერი. შეიძლება ჩემი საქციელი უპახუსიმგებლო სისატიკეა ან ექპერიმენტი, რომელიც მორალის ყველა საზღვარს სცილდება, მაგრამ ალბათობით შესაძლებელია ჩემნაირი შემოქმედის არსებობა.

მინდა იცოდეთ, რომ ელისი ყველაფერს თვითონ აირჩევს, ყველაფერს გარდა მისი სახელისა და გარეგნობისა. ამას კი მე  და გენეტიკა გადვწყვეტთ. ელისს არ აქვს მეტყველი თვალები, იმიტომ, რომ ეს უკვე ძალიან მოძველბული ხრიკია. მას უბრალოდ ყავისფერი თვალები აქვს და დაბინდული მზერა, დაბინდული მზერა კი უკვე მისი არჩევანია. ჩემი იდეა არ ყოფილა. გადავწყვიტე ელისი მაღალი არ ყოფილიყო, არც გამხდარი და არც მსუქანი. არ მინდოდა რამენაირ კოპლქსს შეწუხებინა, ამიტომ სტანდარტული, არაფრით გამორჩეული გარეგნობა შევურჩიე. მაგრამ ცდუნებას ვერ გავუძელი, მიყვარს ხალები, ინდივიდულიზმის ნიშნად მიმაჩნია ამიტომ, რამოდენიმე ხალიც ვუსახსოვრე, ამოკლედ, რომ გითხრად თმის სიგრძე და დანერჩენი ყველაფრი, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, თვითონ ელისის ფანტაზიის ნაყოფია. მე კი, როგორც მისი დასაბამი იმედეს ვიტოვებ, რომ არ შევცდი, როცა ესეთი გადაწყვეტილება მივიღე. წარმატებებს გისურვებ ელ...

 

 

 

 

 

თავი II

ელისი სულსწაფია, ყოველთვის ჩქარობს, სად ეჩქარება თვითონაც არ იცის. ეს ადამიანური თვისება. ისინი გამუდმებით ჩქარობენ და ავიწყდებათ, სად არიან და რა უნდათ. ელისი განსხვავდება. ის გრძნობს კავშირს სამყაროსთან. გრძნობს კაცობრიობის ტკივილს და სიხარულს. ის ეგოისტი არ არის. მარტო საკუთარი ბედნირება არ ეყოფა, მას მთელი სამოთხე უნდა ყველასთვის, ცოცხლებისთვისაც და მკვდრებისთვისაც. ელისი გრძნობს პასუხისმგებლობას ადამიანების წინაშე. გრძნობს რომ მისი ისტორია იმ დღიდან არ იწყება, როცა დაიბედა. ელისმა იცის, რომ გაცილებით დიდია, ზუსტად იმხელა, რამხელაც ეს სამყარო. ამიტომ ელისს განსაკითრებით უჭირს ცხოვრება, წარმოიდგინეთ რომ ფესვები გაქვთ, იმხელა ფესვები რამხელაც კაცობრიობის ისტორია და წარმოიგნინეთ, რომ მხრებზე გაწევთ ის დრო რაც კაცაბიობას დარჩენია აღსარულემდე, რომელიც ან დადგება ან არა. ელისი რომ საზღვრებს, რასებს და სოცალურ ფენებს არ სცნობს, შემთხვევითი არ არის. ის კოსმოპილიტი მეოცნებეა და სწამს, რომ დედამიწაზე ჰარმონიულად თანაცხოვრება შესაძლებელია, მიუხედავად არსებული განსხვავებებისა.

ელისი გამუდმებით ფიქრობს. მეშინია, განა რამდენი ფიქრის დატევა შეუძლია ადამინის ტვინს. შეიძლება ფიქრების გამოა, რომ ელისი ზრდასთან ერთად მხედველობას კარგავს. ელის სიბენლის არ ეშენია. მაგრამ მაინც დადის ექიმებთან. ეხლა სწორედ ერთ-ერთ ექიმს ელოდება. ექიმი შემოდის, ელისი კარგად ვერ ხედავს, მაგრამ გრძნობს, რომ ექიმი სხვებს არ ჰგავს. ელის ლურჯი სიფრიფანა კაბა აცვია. ექიმს თეთრი ხალთი.

ექიმი ელისს უახლოვდება, ისე რომ გოგონა მის სუნთქვას ტუჩებით გრძნობს. კაცი მას თვალებში უყურებს, თითქოს ცდილობს ამ ბურუსის მიღმა გაიხედოს. გოგონა გრძნობს, რომ მას და ამ კაცს შორის უხილავი კავშირი არსებობს. შეიძლება მან იმაზე მეტი იცოდეს ვიდრე სხვებმა, ელისს იმედით უნათდება თვალები. ბურუსი წამით ქრება და გოგონა ხედავს. ხედავს ლურჯ, ცასავით კამკამა თვალებს. ფიქრობს, რომ ექიმის თვალები ცას ჰგავ, და არ ზღვას.

ექიმმა კიდევ ერთხელ გადათვალიერა საქაღალდე, რომელიც რამოდენიმე წუთის წინ შემოაწოდეს და თქვა.

-         თქვენ ჯანმრთელი ხართ, მაგრამ არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი.

-         გგონიათ გატყუებთ? თქვენ პირველი არ ხართ ვინც ეს მითხრა.

-         არა, უბრალოდ ასეთი რამ პრაქტიკაში არასდროს მქონია, ნუ ღელავთ რამეს მოვიფიქრებთ.

ექიმს კიდევ ბევრი რამის თქმა უნდოდა გოგონასთვის, მაგრამ შიში და სიბრალული ამის საშულებას არ აძლევდა. ის გრძნობდა, რომ გოგონას პრობლემა გონებიდან მოდიოდა. რაღაცას მის შიგნით არ უნდოდა დანახვა, მაგრამ რატომ. უკვირდა ექიმს და ცდილობდა პასხუბი უკითხავად ეპოვა. ზოგჯერ კითხვის დასმა მთავარი არ არის. ეს ის შემთხვევა იყო. ელისმა უკვე კარგად იცოდა, რაზე შეიძლება ეფიქრა ექიმს. იცოდა აზრი არ ჰქონდა ახლი კლინიკის ძებნას. თან ეს ექიმი ძალიან მოსწონდა. ყველაზე მეტად იმის გაგერბა უნდოდა, მართლა დაინახა მისი თვალები თუ უბრალოდ აღელვდა და მოეჩვენა. ექიმმა გოგონას სახეზე კითვის ნიშანი დაინახა. ორივეს უნდოდა საუბარი, მაგრამ ორივე ჩუმად იყო.

იქმებ არ ღირდა სამყარო არსებობად. იქნებ არ ღირადა ადამიანობა. იქნებ ღირსი იყო ადამიანი ჯოჯოხათის ცეცხლში დასაწვავად, იქნებ არც არსებობს ადამიანობაზე დიდი სასჯელი. ადამიანები, ზოგჯერ ერთმანეთის ხორცით იკვებებიან, ერთმანეთის სისხლიანი ხორცით. ადამინები, ზოგჯერ ერთმანეთს ცოცხლად მარხავენ. ადმაინები ზოგჯერ, ისე იქცევიან საკვდილიაც კი არღარ გეჩვენება გამოსავლად. ზოგჯერ სიბრმავე გამოსავალია, ზოგჯერ სიბრმავე საჩუქარია.

არავინ იცის, რამდენხანს გასტანს სიცოცხლე. არვინ იცის, როდის აეხილება თვალი, ან როდის დაკარგავს მხედველობას. არავინ იცის, როდემდე ვიგძნობთ ახლობლების სუნთქვას. არავინ იცის, როდის დასრულდება ან აღსრულდება ის, რის გამოც აქ ვართ. არავინ იცის, როდის შეეყრება კაცობრიობას უძილობის სენი, სანამ ეს მოხდება უნდა დავტკბეთ ძილით. არავინ იცის, როდის გაცივდება ჩვენი სხეულები, ამიტომ სანამ კიდევ შეგცრჩა სიცოხლე უნდა გავათბოთ ერთმანეთი. არავინ იცის, რა იქნება ხვალ, ყველას შიში და მარტობაა აქვს ჩაბუდებული სხეულში და გამაოგნებელი სიჯიუტით ცდილობენ ამის დმალვას, მორწმუნენიც და ათეისტებიც.  არც არის გასაკვირი, უნდა გვეშინოდეს და უნდა გვციოდეს სხვების სიკვდილი, უნდა გვშიოდეს სხვების შიმშილი, უნდა გვტიკოდეს სხვების ჭრილობები. იმიტომ, რომ არავინ არ იცის, რა იქნება ხვალ. ადამაინებს, რომ მართლა შეეძლოთ დანახვა საკუთარი და სხვების თვალებიდან, იქნებ უკეთ ყოფილიყო ყველაფერი. იქნებ ადამიანებს შეენარჩუნებინათ ადამიანობა. მაგრამ რას ნიშნავს ადამიანობა? ეს ხომ ცარიელი სიტყვაა, მხოლოდ სიტყვა. რა მნიშვნელობა აქვს სიტყვებს. როცა ერთ ადამიანს შეუძლია მესიაც იყოს და ანტი ქრისტეც. როცა ერთი ადამიანს დღეს, შეუძლია ვიღაცისთვის გული ამოიჭრას და ვაღაცას გული ამოაჭრას. არის დედობა ის, როცა საკუთარი ნაშიერის გადასრჩნეად მზად ხარ სხვის გაჩენილს მოუღო ბოლო? შეიძლება არ აღიარო, შეგიძლია მოიტყუო თავი, მაგრამ მე ვიცი სიმართლე. მე გხედავ შენ. შენ გხედავ . მე გხედავ, როგორ შემოგეძარცვა სხეული და როგორ დარჩი მასტოობისგან სასოწარკვეთილი, რაღაც ცოცხლის ნარჩენი. ერთ დროს სიცოხლის გამჩენი, ახლა სიკვდილს თუ დაბადებ შენი წიაღიდან. მე გიცნობ შენ კაცობრიობავ. მე ვხედავ შენ სიბრმავეს. შენ კი ჩემსას ხედავ. თქვენ, თბილ კუთხეში მოკუნტულო ადამიანებო. თქვენ მოგმართავთ. მინდა იცოდეთ, რომ ადამიანობა პრივილეგია არ არის. თქვენ არ განსხვდებით ნადირებისგან. გგონიათ თქვენ ქმნით ცივილიზაცია. აშენებთ მეგაპოლისებს. ამაყობთ იმით, რაც შექმენით. ეტალონად აქციეთ საკუთარი თავები და სამყარო, სადაც ცხოვრობთ. მაგრამ საკამარისია ერთ თქვენთაგანს დაუცდეს ფეხი ან რაღაცამ გამოგიყვანოთ თქვენი კომფორტის ზონიდან, რომ თქვენ ისე უმოწყალოდ გაანადგურებთ ერთმანეთის სიცოხლეებს. ისეთ სამსჯავროს მოუწყობთ საკუთარ თავებს,რომ ანტი ქრისტე აღარც კი დაგჭირდებათ. არ მინდა ზომბებად ვიქცეთ. მინდა, რომ სანამ ის მოხდება, რისიც ეხლა მეშნია და ვიცი თქვენც გეშინისთ, იმიტომ რომ საბედნიეროდ ჯერ კიდევ აზროვნებთ. იმედი ჯერ კიდევ არის, მინდა, რომ ერთმანეთში სიკეთე და სიყვარული დავრგათ. , რომ როცა ეს სასტიკი დღე მოვა მოვიმკათ მოსავალი, გამოვკვებოთ ერთმანეთი მაშინ, როცა ეს გვჭირდება და არა მაშინ, როცა სუფრა ისედაც სავსეა სანოვაგით. ნუ ვიქნებით სასცილოდ ცინიკოსები. ნუ ვიქნებით სასაცილოდ მდიდრები. ნუ ვიქებით სასცილოდ პოლიტიკოსები. ნუ ვიქნებით სასცილოდ მწერლები. ნუ ვიქნებით სასცილოდ ექიმები. ნუ ვიქნებით სასაცილოდ პროფესორები. ნუ ვიქნებით სასაცილოდ ღმერთები. ნუ ვიქნებით სასცილოდ მკვლელები. მოდი ერთმანეთი ვიყოთ. მე პოლიტიკოსი. მე ობოლი. მე მაწანაწალა. მე მდიდარი. მე მკვლელი. მე ღმერთი. შენ მე. უნდა დავინახოთ იმაზე მეტი ვიდრე ჩანს. უნდა ვიცოდეთ იმაზე მეტი ვიდრე გვასწვლეს. უნდა შევძლოთ მარტოობის და შიშის გაგება. ერთმანეთის გაგება უნდა შევძლოთ.

ელსმა დაამთავრა წერილის წერა, რომელსაც მისამართი არ ჰქონდა და ამოისუთქა.

ელისი ფიქრობდა, რომ თუ ოდესმე წიგნს დაწერდა, მასში არ იქნებოდა დიალოგები.

 

 

No comments:

Post a Comment