საშინლად მიდის დღეები.
ზოგჯერ რა მოსაწყენია ცხოვრება. მოსაწყენი
და უფერული. განსაკუთრებით თუ იანვარია და ჯერ თოველიც არ მოსულა. მოსაწყენი თუ ერთ უფერულ, პატარა ქალაქში ცხოვრობ, რომლის მცხოვრებლებს
თავი მეგაპოლისის მკვდრინი ჰგონიათ. დიდი ამბიცაიები აქვთ და საკუთარ უფერულ არსებობას
უაზრო სტერეოტიპების დამკვირდებით ამართლებენ. უცანაურ სამყაროში ვცხოვრობთ, იმდენად
უცანურში, რომ ზოგჯერ მიკვირს აქ რას ვაკეთებ. გუშინ ერთი გოგო ვნახე პირველად, მაგრამ
იმდენი მელაპრაკა, მგონი საკუთარ თავზეც არ ვიცი იმდენი. ისეთი კაცებიც შემხვდნენ ყანწით,
რომ სვამდნენ „მანდილოსნები“ სადღეგრძელოს და სუფრის ალაგების შემდეგ თვალებს ულურჯებდნენ
ცოლებს. ისეთი დედებიც ვნახე, ქმრებზე გაბრაზებეულები კუბოში, რომ დებდნენ შვილებს,
მერე იღებდნენ იქედან, რომ თავში წამოერტყათ
რამდენჯერმე. ისეთი ცოლებიც ვნახე ქმრებს, რომ საყვარლებს უმეგობრებდნენ. ისეთი ქალებიც
ვნახე საკუთარ შვილებს, რომ ხოცავდნენ ან სანაგვეზე ტოვებდნენ სასიკვდილოდ. ისეთი დედბიც
ვნახე შვილები საერთოდ, რომ არ ჰყავთ და ოცნებობენ. ვნახე გამქრელი თაობები და თაობები, რომლებიც ჯობდა
გამქრალიყო. კიდევ უამრავი რამე ვნახე და მოეჩვენა
თითქოს აზრი არა აქვს სიცოცხლეს. ხშირად მეჩვენბა ესე. ხშირად ვიღლები ცხოვრებისგან,
რომელიც არც ღირს ცხოვრებად. მაგრამ მე აქ ვარ. და იმდენი მაქვს სათქმელი. მე კი მხოლოდ
ძილი მინდა. ხო ძილი. მინდა მეძინოს და არ ვიფიქრო. მეზარება ცხოვრება. ზარმაცი ვარ
და ძილი ყველაზე ძალიან მომწონს, ამ დროს მავიწყდება სად ვარ. ვკარგავ რელობის აღქმას
და იშლება ზღვარი, ყველანირი ზღვარი. ძილს ცუდი ის აქვს, რომ როცა გძინავს სიზმრები
გესიზმრება. ჩემი სიზმრები კი სამწუხაროდ საშინელაბათა ჟანრიდანაა. მე მიანც სიზმარი
მირჩევნია რეალობას. იმიტომ რომ, როცა თენდება, რაც არ უნდა დიდ კოშმარს ხედავდე, სიზმარი
თავდება და გიხარია, რომ ეს სინამდვილეში არ მომხდარა. აი, რელობა კი რელობად რჩება
და გახარებისთვის მიზეზი აღარ გაქვს.
აი, ახლაც ვზივარ
გაბოროტებულ-გამწარებული ვისზე ან რაზე თვითონაც არ ვიცი. ალბათ ყველაფერზე. ისეთ დაღლილობას
ვგრძნობ ისე მეზარება სუნთქვა და ისე მეზიზღება სკუთარი თავი, რო ძილის მეტი გამოსავლი
არ მრჩება.
ხვალ მოგიყვებით,
როგორი კოშმარი დამესიზმრა....
No comments:
Post a Comment