გვერდი

10 July 2023

ამბობენ

 

ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო. მაგრამ ამას მხოლოდ ამბობენ, დაჯერებით კი არავინ იჯერებს. უბრალოდ ატყუებენ სხვებს და საკუთარ თავებს. ანდა სხვა რითი უნდა ინუგეშონ ადმიანებმა თავი. დიდი დრო გავიდა, მაგრამ დრო ჭრილობებს რადიაციული მტვერივით დეადო.  ზოგჯერ ესე რადიაციით დასხივებულები დადიან ადმიანები და თავს იტყუებენ, რომ ყველაფრი კარგადაა. შენც ესეთი ხარ. მთელი ცხოვრება ატყუებ სხვებს და პირველ რიგში იტყუებ საკუთარ თავს.

არ ხარ ცუდი, შეიძლება კარგიც ხარ. მაგრამ სულ ტყუილში გალიე შენი ფერმკრთალი სიცოცხლე. გიფიქრია რა დარჩება შენგან, როცა აქედან წახვალ? იფიქრებდი, როგორ არა. შენ გიყვარს კითხვა. მე კი მჯერა, რომ ვისაც კითხვა უყვარს, ის ფიქრობს ესეთ რაღაცეებზე.

მე შენ არ გიცნობ. მაგრამ ვიცი რაღაცეები შენზე.  მე ბევრი რამე მაინტერებს, და მეშინია ვაითუ ისე მოკვდე, რომ ვერასოდეს გავიგო რა ვნიშნავდი შენთვის. იქნებ არაფერს? რას ნიშნავს ცხოვრება შენთვის? რატომ გალიე 50 წელი არაფრის კეთებაში?  წიგნები კითხვა არ არის მთავარი, იაზრებდი მათ? იყენებდი ცხოვრებაში?

მე შენ არ გიცნობ, არ მომეცი შანსი გამეცანი. გაუჩენარდი ჩემი ცხოვრებიდან და მგონი საკუთარი ცხოვრებიდანაც გაიქეცი. ესეთი იყავი ყოველთვის. რისი გეშინოდა ესე? ყველაზე საშინელი ხომ უკვე მოხდა. ყველა დაკარგე. არ გიფიქრია რატომ?

დღემდე არ ვიცი რას ვგრძნობ შენ მიმართ. სიბრალულს, სიყვარულს თუ ზიზღს. მგონი უფრო არც ერთს. მაგრამ შენთვის ხომ მაინც სულ ერთია.

შენ ზიხარ შენთვის სამყაროსგან განცალკევებით და რას ელოდები არ ვიცი. სიკვდილს?

მე ხანდახან ვდარდობ ხოლმე, რომ დაბრმავდე ვინღა წაგიკითხავს წიგნებს.

მე ხანდახან ვდარდობ შენზე და შენ უთავბოლო ცხოვრებაზე.

ძნელია შენი შვილობა. შეიძლება არც ჩემი მამობაა ადვილი. მაგრამ რა მოხდებოდა, რომ გეცადა მაინც? რა მოხდებოდა, რომ არ ჩაჰყოლოდი დედაჩემს საფლავში?

ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ არსებობს მოუშუშებელი ჭრილობები. შეიძლება შენც გაქვს ესეთი ბევრი. მაპატიე ჩემი ბავშვობა. მაპტიე თუ ვერ გაგზადე. მაპატიე თუ თვითონ მჭირდებოდა გაზრდა.

დედა გაქრა ჩემი ლექსიკონიდან. მამაც. გადავეჩვიე შვილობას. გავიზარდე.

იქნებ დროა გიშვილო და გაჩვენო, როგორი უნდა იყოს მშობელი?

მამა,

ეხლა ალბათ ცეცხლთან ზიხარ. ზამთრის გრძელი ღამეებია. ნეტა რაზე ფიქრობ ამ უსაშველო სიბნელეში. რაზე ვიქრობ ამ წყვდიდის ოთხ კედელში გამომწყვდეული.

ალბათ ვერასოდეს გავიგებ, ვინ იყავი და რა გინდოდა. შეიძლება შენც ვერასოდეს გაიგო ეს. 

მამა,

უპასუხო წერილები ცხოვრების სტილად მექცა. შენ არაფერი არი იცი ჩემზე. არ გაინტერებს ვინ მოავლინე ქვეყანას? 

ის პატრა გოგო ისე გაიზარდა, შეიძლება ვეღარც დაინახო მასში შენი ანარეკლი.

როგორ გიხაროდა შენნაირი ხელები, რომ მქონდა. იმედი უნდა გაგიცრუო, ეხლა დედასნაირი ხელები მაქვს. მაგრამ შენნაირად მიყვარს კითხვა.

ისე გავიზარდე მეც მიჭირს საკუთარი თავის პოვნა. შენ კი ერთხელაც არ გიცდია შეგემსუბუქებინა ჩემი ტვირთი. ალბათ შენი გეწვა მძიმედ მხრებზე. ყველა ძილერი ვერ იქენბა.  შენ სუსტი ხარ, ჩემზე სუსტი. იქნებ დადგეს დღე და ნათელი მოეფინოს ყველაფერს. იქნება არ დადგეს.

მამა,

ხანდახან, როგორი მძიმე ტვირთი ხარ, საფლავის ქვაზე მძიმე.

მამა,

ხანდახან, როგორ მინდა გიყვარდე.

მამა,

ხანდახან როგორ მინდა ერთი სისხლი გვედგეს ძარღვებში.

მამა,

ბოლოს, როცა ყველაფერი მორჩება და გაათევებ შენ წილ გზას, შენგან ხო მარტო მე დავრჩები.

გიფიქრია ამაზე?

 

მამა,

რაც არ უნდა იყოს, მიხარია, რომ ხარ. მიხარია, რომ მამძიმებს შენი არსებობა. შენ ჩემი ერთადერთი სისხლი და ხორცი ხარ. იმედია კიდევ დიდხანს იჯდები ცეცხლთან და ჩემზე არ იფიქრებ. სანამ არ გახსოვარ,  მე ვბერდები, შენ კი სიკვდილს ატყუებ.

კარგი მატყუარა ხარ მამა,

თვითონაც გჯერა ხოლმე საკუთარი გამოგონილი ზღაპრების. (ეს ნიჭი ალბათ შენგან გამომყვა)

დაიჯერე, შენ კარგი მამა ხარ. ნუ იდარდებ ჩემზე, უკვე გვიანია

დაჯექი და მოუყევი ზღაპრები სიკვდილს და სიცოცხლესაც, დარწმუნებული ვარ დაგიჯერებენ.

მამა,

ჩემთვისაც, რომ მოგეყოლა ზღაპარი ბედნიერ მამა-შვილზე, იქნებ დამეჯერებინა?

 

No comments:

Post a Comment