წვიმის შემდეგ ქალაქები გუბეებით ივსება. მერე კი გუბეები
ირეკლავენ ქალაქებს. ადამიანები დადიან მათთვის ცნობილ ერთადერთ განზომებაში და წარმოდგენა
არ აქვთ, რომ გუბეებში არეკლილი რეალობა არსებობს. იქ გუბეებს მიღმა სხვა ცხოვრებაა.
უყურებ ხეებს დიდი შავი ტოტებით, რომლებიც სხვა რეალობაში იდგამენ ფესვებს და ტოტებს
შლიან ახალ ცხოვრებაში შესაბიჯებლად. ქალაქში ცოტა ხნის წინ წვიმდა. წვიმას ზღვის სუნი
მოჰყვა და ნიავი. გუბეები უცნაურად გამომწვევად ცდილოობენ შთანთქან ყველაფერი. მათ
საკუთარი სამყარო აქვთ და ხეები ყველაზე ახლოს არიან სიმართლესთან. ჩაჰყურებენ გუბეებში
არეკლილ საკუთარ ტოტებს და უხარიათ, რომ შეუძლიათ ამ იდუმალების ნაწილად იქცნენ.
აი დგას, არც ისე დიდი და არც ისე პატარა. ფესვებს სიღრმეში,
სიბნელეში მალავს, და არასოდეს აჩვენებს არავის. ტანი მსხვლი აქვს და ალაგ ალაგ დაკოჟრილი,
რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის. მაგრამ ტოტები ცდილობენ ცას მისწვდენ, სხვა გალაქტიკებს
და სამყაროებს ეპოტინებიან. აი, რატომ არის ეს ხე განსაკუთრებული. ღრმად დაფარული საიდულო გულში, მისაწვდომი სხეული და უსასრულბასთან დაკავშირებული
სული აქვს.
ის დგას ამაყი და შეშინებული. გრძნობს კავშირებს პარალელურ სამყაროებთან. დგას
და უყურებს გუბეში არეკლილ საკუთარ ტოტებს,
რომლებიც ერთდროულად ცასაც უერთდება და მიწასაც. იყურება გუბეში და ფიქრობს, რომ არასწორ
ადგილას ამოვიდა, არასწორ ადგილას გაიზარდა და არ შეუძლია სხვაგან წავიდეს. მარსზე
მცერნარეები ვერ ცოცხლებენ. ყველაზე მეტი რაც
შეუძლია გაკეთოს, ფესვების გადგმაა, რაც შეიძლება ღრმად და ტოტების აწვდენა, რაც შეიძლება
მაღლა, რომ ერთდროულად შეძლოს იყოს ორი სამყაროს ნაწილი. სამანდვილეში კი ვერასოდე
ვერაფრის ნაწილი ვერ იქნება. აქ ამ სამყაროში და ამ განზომილებაში, ერთადერთი რეალობა
სრული მარტობაა. ხეები მარტოსულები არიან, მაგრამ შეჩვეულები არიან ამას. სამყაროს
შექმნის დღიდან იციან, რომ ესაა მათი ბედისწერა და ეს ცოდნა უფრო იდუმალს ხდის ტყეების
დუმილს.
მაგრამ ზოგჯერ,
როცა წვიმა გადაიღებს, აქ მტვრიანი ქალაქის
ცენტრში ამოსულ, არც ისე დიდ და არც ისე პატარა ხეს, შეუძლია გუბეში არეკლილ ილუზიებს შეაფაროს უმოძრაობისგან
და ერთფეროვნებისგან დაღლილი ტანი.
No comments:
Post a Comment