გვერდი

10 July 2023

იესო

 

დღესაც მკრეხლობის  ხასეიეთზე ვარ, მთელი დღეა ვფიქრობ, როგორ საოცრად მგავხარ, თუ როგორ საოცრად გგავარ. ადამიანები შემაჩვენებენ და შემიძულებენ ამ სიტყვების გამო, მაგრამ ამაშიც გგავარ, და არ მეშინია, არ მეშინია ვერ გაგების, არ მეშინია ჯვარზე გაკვრის, 26 წლის ვარ და როცა 33 ვიქნები? საინტერესოა რას აკეთებსი 26 წლის ასაკში? რა ცოტა ვიცით შენზე და ამავდროულად რა ბევრი. ხალხი ლოცულობს, უფალო იესო ქრისტე, და ეს იყო შენი მიზანი? შენი კითხვები და პასუხები, ისეთი ზუსტი და არაზუსტია, ყველას ის ესმიც რაც უნდა.

ყოველთვის ვფიქრობდი დროში მოგზაურობაზე, სად წავიდოდი და რას ვიზამდი, მაგრამ არასოდეს არაფერი არ მდომებია დაზუსტებით. ეხლა კი ზუსტად ვიცი, რომ 2000 წლის უკან დავბრუნდებოდი,  იმ წელს როცა შენც 26 წლის გახდი შენთან მოვიდოდი და გეტყოდი, გამარჯობა იესო დაბადების დღეს გილოცავ. შენც გიფიქრია, რომ კარგი იქნებოდა არ დაბადებულიყავი? შენც მოგნატრებია ბავშვი იესო? ბავშვი, რომელიც არასოდეს ყოფილხარ, ბავშვი, რომლიც განწირულია დაბადებიდან დიდის ფიქრებით ევსებოდეს თავი.

შემოგხედავდი ხარბად და ჩავიღიმებდი, იმიტომ რომ ხატები რომლებასაც ეკლესიებში შენი სახელი აწერია საერთოდ არ გვანან. ჩემთვის კი მნიშვნელობა არ აქვს წვერს იპარსავ თუ არა. ეს იქნებოდა ერთი ნახვით შეყვარება, და მე სამუდამოდ დამამხსოვრებოდა შენი თვალები, მარტო თვალები.  ადამიანის თვალები და არა ღმერთის და მგონი ეხლაც მახსოვს შენი თვალები, რომლებიც ალბათ არასოდეს მინახია.  არ შემეშინდებოდა შენი შეყვარების. სულ ვეჭვიანობდი, შენ მოწაფეებზე , სულ მინდოდა მათ მაგივრად მე მესმინა შენი სულისთვის, მე მეყურებინა შენი თვალებისთვის. სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა. მაშინ 2000 წლის წინ სხვა წესებით გიწევდათ თამაში, თუმცა შენ სულ არღვევდი ამ წესებს და ჯვარზეც აღმოჩნიდი, მაგრამ შენ ხომ იცი რომ ჯვრები სხვადახვანაირი არსებობს, ახლაც 2000 წლის მერეც ზოგიერთები ჯვარზე ვართ მილურსმული და არავინაა რომ ჩამოგვხსნას. ისევ შენ თუ გვიშველი 2000 წლის წინ ნათქვამი სიტყვებით, რომლებიც დროში დაიკარგა და ფერი იცვალა, მაგრამ მე შენი მოწაფე და მეგობარი მაინც ვახეხებ მათში შენ პოვნას, იმიტომ რომ მე და შენ ერთმანეთს ძალიან ვგავართ. ამ სიტყვებისთვის ჩემ საუკუნეშიც კი მაცვავენ ჯვარს, მაგრამ მე არ მეშინია სიტყვების, რომლიბიც ჩემი პირიდან გამოსვლის გზით თავისუფლდებიან. ადამიანების ძირითად პრობლემა იმაშია, რომ ეშინიათ, ის კი ვინც შიშზე ამაღლდა, მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა. ან არ აღდა. მაგრამ აქ ეს მთავარი არ არის, არც ისაა მნიშვლენელოვანი, ღმერთი იყავი თუ არა. მთავარია შენი არსებობაა იმ სახით რა სახითაც მე ვარსებობ. ვინ თქვა, რომ აუცილებელია ღმერთობა? ჩემთვის შენი ადამინობა სრულებით საკმარისია ან საკმარისზე მეტი.

ხშირად გწერენ წერილებს? ალაბთ ძირითადად რამეს გთხოვენ.

მე არ ვიცი რას ვაკეთებ ან რატო, არ მეჯარა, არ მჯერა რომ ღრუბელბში ტახტზე ზიხარ სამყაროს მართავ და ზემოდან დამყურებ. თუ სადმეა შენი ადგილი ის ზემოთ ცაში ნამდვილად არ არის. მე არ მჯერა მარადისობის, არ მჯერა, რომ სამოთხე მელოდება. არ მჯერა რომ შემიძლია ოდესმე სრუყოფილი გავხდე და ეს მარადიულად გაგრძელდეს. მაგრამ მე მჯერა, შენი და შენი იმ ნაწილის არასებობის, რომელიც ჩემში იცოცხლებს, სანამ მოვკვდები.

არ  მჯერა რომ მისმენ, არ მჯერა რომ გესმის, მაგრამ ვინც არ უნდა იყო ან სადაც არ უნდა იყო, ან თუნაც არ არსებობდე, უნდა გითხრა, რომ შენ ჩემი საყვარელი ღმერთი ხარ  ღმერთებს შორის და შენ ჩემი საყვარელი ადამიანი ხარ ადამიანებს შორის.

შენ 26 წლის  ხარ და მეც, მაშინ ჯერ ზუსტად არაფერი იცი, არც მე ვიცი არაფერი, მაგრამ შენგან განსხვავით ჩემთვის ცნობიალი რა დაგემართება 33 წლის ასაკში. მე მოვდივარ შენთან და გეუნები, რომ ზოგიერთი ცოდნა სრულიად გამოუსადეგარია და შენ არ შეგეშინდება, ისე როგორც მე არ მეშინია. წარმოგენა არ შეიმიძლია იმის რა შეიძლება მითხრა, მაგრამ მოვალ და ვილაპრაკებ, შენ გაჩამუდები და იფიქრებ ეს ჩემზე უფრო გიჟი საიდან მოვიდა? და მე გეტყვი რომ სხვა დროში და სხვა წესების დარღვევით, მაგრამ მეც გოლგოთამდე მივიდვარ და შენც. შენც იცი რომ საკმარისია რაც იცოცხლე და დროა, დროა სკივდილის აღმართს დაადგე. ზუსტად იცი სად მიდიხარ და დიდი ხანია გრძნობ რომ დროა, დაიღალე ადამიანად ყოფნით, დაიღალე სიკეთით, სიყვარულთ და ფიქრით, რომელიც არავის არ ესმის ისე როგორც ჩაიფიქრე. მაგრამ მე მე რომ შემძლებოდა შენთან მოსვლა და თქმა, რომ მე ყველაფრი გავიგე, ისე კი არა როგორც მაწყობდა, ისე გავიგე როგორც ჩაიფიქრე. გაიღიმებდი, მაგრამ ორივემ ვიცით რომ ეს გზა ჩვენი გასვლელია, რომ ყველა მარტო იბადება და მარტო გკვდება, ჩვენ კი სიცოცხლესაც სიმარტოვეში ვატარებთ, მიუხედავდ მიმდევრებისა და მსმენლებისა, რომლებსაც სინამდვლებში არაფრის გაგება არ შეუძლიათ.

შენ ორ ავაზაკს შორის მილურსმული უყურებ ადამიანების სახეებს და ერთადერთი, რასაც გრძნობ სიბრალულია. როგორ გინდა, როგორ გჭირდება, რომ გაბრაზდე , რომ მრისხანებამ ყველა ტკივილი წაშალოს. მაგრამ შენ და მე განწირულები ვართ მარადიული გაგებისთვის, ჩვენ გვესმის იმდენად ღრმად, რომ ადამიანს არც კი შეუძლია ამდენად ცუდი იყოს, ჩვენ უბრალოდ გვიყვარს ადამიანები და რაც უფრო ცუდები არიან ისინი დანარჩენი ადამიანების გაგებით, მით უფრო გვიყვარს და გვესმის მათი.  ამიტომ ზუსტად ვიცი რომ, როცა ვიღაც მარტოსული რომაელი ან ებრაელი, შენ სხეულში ლურსმებს ასობდა, შენ წამითაც არ გაბრაზებულხარ და მისი ხსნის გზებს ეძებდი. ალბათ როგორ გწამდა, რომ  შენი ტანჯვა ბოლო იქნებოდა, რომ შენს მერე ადამიანები შენსავით აღარ დაიტანჯებოდნენ. და როგორ დაუფიქრებლად გავწირავდი მე საკუთარ სხეულს იმ აუტენელი ტკივილებსითვის, ოღონდ ვიცოდე, რომ ამით კაცობრიობის ხსნას შემიძლია. მაგრამ არ მწამს შენსავით ძლიერად, არ მწამს რომ სამყარო შეიძლება შეიცვალოს. ნეტა მწამდეს, რომ ერთ დღეს ადამიანები ტიკივლების და სიცარიელეების გარეშე იცხოვრებენ, სიამოვნებით გავიმერორებდი შენ გზას. მაგრამ ჩემი რწმენა, მარტო შენი რწმენის მკრთალი ანარეკლია, იმიტომ რომ ვნახე შედგები, შენმა თავგანწირვამ, სამყარო უკეთესს ადგილად ვერ აქცია და ახლა 2000 წლის მერე გეუბნები, რომ ეს 20 საუკუნე, შენამდე არსებულ დროზე უკეთესი არ ყოფილა.

რატომ დააჯერე საკუთარ თავს ეს ტყული, იქნებ იმიტომ რომ გადარჩენის გზად მოგეჩვენა. იქნებ იმიტომ შენც დაიღალე, მტიკიცებით და ყურებით. უბრალოდ გადაწყვიტე, რომ ასე უფრო მეტი შანის გქონდა, ქცეულიყავი უბრალო, მოეხტიალე ებრაელი, მხსნელად, რომელიც 20000 წლის მერეც ახსოვთ. ადამიანები თავისებურად, მაგრამ მაინც ცდილობენ შენ მოსმენას.

მე კი შენიანი გწერ, ამ საუკუნეების ცოდნით დამძიმებული და მიხარია თუ მწყინს, რომ შენ ეს ყველაფრი არ იცოდი ან იცოდი, არც ვიცი.

ვზივარ და არცოდნა ცდონასავით მამძიმებს. და კითხვები პასუხებს ვერ პოულობენ, სამყარო შენი სიტყვებივით გაუგებარიცაა და გასაგებიც. და რას ფიქრობდი 26 წლის რომ იყავი, ან მე რას ვიფიქრებ 33 წლის ასაკში. იქნებ სამყარო ინტერესია, იმის ინტერესი რა ხდებოდა და მერე უკვე იმის რა მოხდება. მაგრამ ჩემნაირებისთვის და ალბათ შენთვისაც, ჩვენთვის რომლებისთვისაც ერთდერთი ჭეშმარიტება სიყვარულია, რომელიც ვიქადაგეთ, მაგრამ ვერსად ვერ ვიპოვეთ, ბოლო გზა გოლგოთა. და დავიწყება, ყველაფრის რაც გვეგონა, რომ ვიცოდით. ჭეშმარტიება არცოდნაა. ჩვენ ვიცით რომ არფერი არ ვიცით.  ესაა ყველაფრის დასწყისი და დასარული. მე შენ არ გიცნობ, ან როგორ უნდა გიცნობდე? მისტიური დაბადებიდან, სიცოცხლის ბოლო წლამდე შენი სიცოცხლის წიგნი დუმს. რას აკეთებდი ამ შუალედში? რას ფიქრობდი, სად დაეხეტებოდი, ვინ იყავი? ალბათ საკუთარ წესებს, საკუთარ სამყაროს იგონებდი, ბოლოს დაღლილმა, ჯვარს მისვენებულმა დაისვენე.

შემვთანხმდეთ რომ ეხლა 26 წლის ვარ, შენ 2000 წლის წინ გაგაკრეს ჯვარზე და მე ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ არაფერი არ ვიცი. რა იყო 2000 წლის წინ და არ იქნება შემდეგ?

პ.ს. გაგაკერეს ჯვარზე... და აი უკვე 2000 წელია ეს გამოთქმა ადამიანებს შორის დახეტიალობს და ათასი რამის სათავე ხდება, რელიგიებს, ომების და რა დათვლის კიდევ რამდენი რამის. და რას ნიშნავ შენ ბოლოსდაბოლოს ჩემთვის? სიმბოლო ხარ სიცოცხლის და სიკვდილის ერთდროულად, ზუსტად ისეთი ქაოსური, როგორც სამყარო და კითხვისნიშნებით სავსე, როგორც მე. მარტივად, რომ ვთქვათ ჩემთვის, შენნირი საინტერესო ადამიანის უბრალოდ არსებობაც კი სავსებით საკმარისია. სხვებმა კი იდავონ ქალწულმა გშობა თუ არა ან აღდექი თუ არა მკვდრეთით. ჩემთვის სულერთია.

No comments:

Post a Comment