გამარჯობა,
მე ლიკა ვარ 22 წლის, მე ძლიან მინდა რომ მოვკდე, მოვკვდე,
დავხუჭო თვალები, ჩამოწვეს სიბნელე, ისეთი სიბნელე ზღაპრებში რომ ჩამოწვებოდა ხომლე,
ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქითა სამეფოში.
მერე პირველ რიგში ჩემი ტვინი იქცეს მტვრად, ისეთ მტვრად წიგნებს რომ დაედებათ
ხოლმე, რომელიღაც მიტოვებული სახლის ბიბლიოთეკაში.
მე მიყვებოდენენ ზღაპრებს ძალიან ბევრ ზღაპრებს, მე
მაიძულებდნენ ძალიან ბევრი წესის დაცვასმე მასწვლიდნენ ცხოვრებას. და მე გავიზარდე,
ისეთი დიდი და მძიმე, ვეღარ გავადადგილდები დამოუკიდებლად, მჭირდება ბევრი მკურნალები,
დიდი ბიბლიოთეკები და არფრისმომცემი სატელევიზიო შოეუბი, რომ ცოტა მაინც დავმსუბუქდე,
ცოტა მაინც დავიკლო წონაში რომ საუკუნის ნახევრის
გავლა თუ არა რამოდენი წელის გავლა მაინც შევძლო. არ არ ვიტყვი რომ ბედნიერად მინდა
ვიცხოვრო, მე ადმიანურად მინდა ცხოვრება და ეს მოიცავს ყველაფერს რაც კი შეიძლეაბ თავში
მომივიდეს, მანამ სანამ თავი მტვრით გამევსება.
მე ლიკა ვარ და განუკურნებელი სენით ვარ ავად. სიცოხლით
ვარ შეპყრობელი, რომელსაც სიკვდილი ჰქვია. წარმოიდგინეთ, რომ სხეულით ატარებთ სიკვდილს,
რომელსაც ისეთი სუნი აქვს როგორც ახლშობილის გვამს, დედის რძეში არეული დამპალი ხორცის
სუნი. დადიხარ და დაატარებ ახლად ნააბორტალი ქალის სუნს და სულში ეშმაკები გუფათურებნ
ხელებს. ზოგჯერ ეს მუქი წითელი სიკვდილი გმოდის
შენი სხეულიდან და შენ ფიქრობ, რომ იმედი ჯერ კიდევ არსებობს, რომ ჯერ კიდევ შეიძლება
ეს სიმყრალე გამოიტანო შენი არსებიდან და გადარჩე, მაგრამ ყოველ ჯერზე ახლიდან ივსები
სიკვდილის სუნით და გრძნობ, რომ აუცილებელი არ არის გადაჩე, აუცილებელია მოკვდე. იქნებ
მერე მაინც გაქრეს ეს ძვალსა და რბილში ჩაბუდებული მკვდარი სხეულის სუნი.
No comments:
Post a Comment