გათენდა,
გაღვიძება მტკივნეულია თითქმის ყოველთვის,
მე გავუჩინარდი მზის პირველი სხივის გამოჩენისთანავე,
თუ უბრალოდ შენ წახვედი?
ძალიან დიდი ხნის წინ მივხვდი,
რომ ყველა მიდის,
რომ ყველა მტოვებს,
ისინც კი ვინც სულ ჩემთან არიან,
მეც კი გავრბივარ საკუთარი თავისგან,
გულამომჯდარი და დაღლილი ვჩერდები და ვუცდი,
ხან საკუთარ თავს და ხან ვიღაც სხვას,
სხვას რომელიც ჩემზე დიდხანს დარჩება ჩემთან,
შეგიძლია დარჩე?
დარჩე მარადიულად?
იმიტომ რომ ამაზე ნაკლების მიღება არ შემიძლია,
არაფერი ან ყველაფერი,
ოღონდ მოდი და გამაგებინე,
რა განსხვავებაა არაფერს და ყველაფერს შორის,
თორე ვერ გავიგე,
ვერ დავინახე,
ვერ დავიჯერე.
მესმი,
ვხედავ,
მჯერა,
ყველაფერი არაფრის ფერია,
არაფერი ყველაფრის ფერი.
შენ ზღვარზე სიარული მოგწონს
და გავიწყდება რომ ის არც კი არსებობს,
არსებობა ძაფის გორგალი არ არის,
რომელიც აიბურდა და უნდა გახსნა,
არსებობა წრეზე სიარული არ არის,
არც წრფეზე,
და მითუმეტეს არც მონაკვეთზე,
არასებობა არც ერთ შენთვის ცნობილ ფორმას არ გავს,
ის უფორმობაა, უსახელობაა, უწესობაა,
ქაოსია და ნუ ეცდები დაალაგო,
თორემ საკუთარ მცდელობებში შთაინთქმები.
იარე სადაც გინდა,
გამოჩნდი ან დაიმალე,
ვინც გინდა იყავი,
იყავი მინდა, გინდა, გვინდა და უნდა.
როცა დაღლილი ვარ ეს მარადიულად გრძელდება,
ვჩერდები და გიცდი,
ვიცი, ეს ლოდინია ის,
რაც მარდისობას მარადისობად აქცევს.
მიეცი უფლება დროს მოგატყუოს,
მიეცი უფლება წრეზე იაროს,
და თუ გინდა აჰყევი,
როცა თავბუდახვეული და დაღლილი გაჩერდები და დამიცდი,
გეცოდინება, ეს ლოდინია ის,
რაც მარადისობას მარადისობად აქცევს.
ახლა მთავარია,
რომ გათენდა და საზღვრები ვეღარ იტყუებენ თავს,
ეჭვი შეეპარათ საკუთარ არსებობაში,
ვინ ვის ტოვებს თუ ზღვარმა თვითონ მოიგონა საკუთარი თავი?
ან
როგორ შეიძლება გიპოვო,
როცა არაფრით განსხვავდები ჩემგან,
როგორ გიცნო,
როცა ყოველ შემოხედვაზე შენში ჩემ თავს ვუყურებ?
ან
როგორ შეიძლება გაგექცე?
როგორ შეიძლება გამექცე?
შეწყვიტე იმის მტკიცება,
რასაც აზრი არ აქვს,
შეწყვიტე მტკიცება,
აქ არც ერთი თეორია არ არის ჭეშმარიტი,
და არც მცდარია რომელიმე.
შიში პასუხია,
მაგრამ რომელი კითხვის?
თუ კითხვები პასუხობენ კითხვებს,
თუ პასუხები კითხულობენ პასუხებს,
თუ არსებობს თუ,
რამ გაყო პასუხები კითხებისგან ან პირიქით?
ზოგ პასუხს კითხვა არ სჭირდება და
ზოგ კითხვას პასუხი.
შიში კითხვა?
მაგრამ რომელია პასუხი?
დაღამდა,
კითხვების,
პასუხების,
და საზღვრების გარეშე.
მნიშვნელობა აღარ აქვს წახვედი თუ მოხვედი,
წავედი თუ მოვედი,
ახლა მთავარი აღარაფერია.
მაგრამ მინდა, გინდა, გვინდა,
ისე როგორც არასდროს.
ისე, როგორ აქამდე ვერავინ მოინდომა.
იმიტომ, რომ აქამდე ვერან შეძლო საზღვრების დარწმუნება უსაზღვრობაში.