პროლოგი
ზოგჯერ უბრალოდ ხვდები, რომ იძულები ხარ დარჩენილი ცხოვრება,
დაუმთავრებელი წიგნივით გაატარო. ცარელა ფურცლევით
გადაშალო დღეები და მოგოგნებები. და ამბები
უჩინარი მელნით წერო, იმიტომ რომ შეუძლებელია ყველაფრი მოხდეს, ყველაფერი შეძლო, ყველაფარი
მოასწრო. ზოგჯერ დგახარ, იყურები და გული გწყება. შეუძლებელია ყველა სიცარიელე შეავსო.
არის გამოტოვებული ადგილები და ამოხეული ფურცლები წიგნში, რომელსაც შენი ცხოვრება ჰქვია.
არის განცდები, რომლებსაც ვერასოდე იგრძნობ. არის ამბები, რომლებიც ვერასოდეს გადაგხდება
და არის ცხოვრება, რომლითაც ვერასოდეს იცხოვრებ. ყველაფერი კი ჩვენი არჩევანის შედეგია,
ზოგჯერ გაუზრებლის და ზოგჯერ გააზრებულის. გზა იმდენია და ისეთი მრავალფეროვანი და
სამწუხაროდ წარწერები არ აქვს. აქ რეალობაში არ არსებობს არავითარი მითიური ნიშანი ან მინიშნება.
ისე დადიხარ როგორც ბრმა და იმედოვნებ რომ არ შეცდები, და როცა გეშლება თავს ირწმუნებ,
რომ შეცდომები საჭირო გაკვეთილებია.
მაგრამ არის ასეთი ღამეებიც, როცა ნახევარად ჩაბნელებულ
ოთხში სარკის წინ დგახარ და ვერ სცნობ არეკლილ გამოსახულებას. ვერ იხსენებ, რომელმა
გზებმა მოგიყვანეს სარკემდე. ცდილობ გაიხსენო, რომელი მოსახეხვევი იყო არასწორი, სად
შეგეშალა პირველად, მაგრამ გახსენება შეუძლებელია შენ უკვე საბოოლოოდ და უიმედოდ ხარ
დაკარგული. უკან დასაბრუბელი გზები კი მოვადნილმა წყალდიდობებმა დიდი ხანია გაანადგურეს.
უყურებ გამოსახულებას, რომელიც სულ ოდნავ გეცნობა და გეცოდება, იმიტომ რომ მან არც
კი იცის რამდენ რამეზე თქვა უარი. ამდენი გზის გავლას ერთი ცხოვრება ვერ ეყოფა. ყოველთვის
დაგწყდება გული იმ ცხოვრებაზე, რაზეც უარი თქვი.
არის ასეთი დღეებიც, როცა ხვდები რომ შენი ცხოვრება
უამრავი გამოტოვებული თავისგან შედგება. და შეიძლებოდა სწორედ ეს თავები ყოფილიყო ყველაზე
დაუვიწყარი. იყურები ასარკეში და ფიქრობ, რომ როცა გზეები შეერთდება და გასავლელი აღარაფერი
დარჩება, დაჯდები და დაწერ,ყველა გამოტოვებულ თავს, გამოგონილი, არ მოხდარი, შეუმდგარი
ამბებით გაავსებ. და დაიჯერებ რომ რეალობა ხარ, რომელიც უბრალოდ ჰგავს გამოგონილს,
როგორც ბუენდიების ქაოსში და გადუღებელი წვმების
სეზონში ჩაკარგული ოჯახი.
შეხედავ საკუთარ დანაოჭებულ ანარეკლს და დაჯერება გაგიჭირდება,
რომ ეს შენ ხარ, რომ ეს ნაოჭები ის გზებია, რომლებიც იარე. დაჯდები და იბუტბუტებ გამოგონილ
ამბებს და ისტორიებს და ვერავინ მიხვდება, რას ამბობ, ვერავინ დაიჯერებს რომ დანაოჭებულ
სხეულში, რომელსაც სიბერის სუნი ასდის, ისევ შენ ცოცხლობ. ვერ დაიჯერებენ რომ სიკვდილიკენ
კი არ მიდიხარ , სიცოხლეში გინდა გადაეშვა თავდავიწყებით. და პატარავდები. ტკბილულს
ითხოვ ყველა შემხვედრისგან და შორეული ბავშვობის დღეებს იხსენებ, რომლებიც გუშინდელი
დღესავით გახსოვს. და არავინ, არავინ იჯრებს, რომ ისინი მართლა მოხდა. შენ კი ზიხარ
და ბუტბუტებ, ყველა სარკეზე თეთრ სუდარას აფარებ და ცდილობ დაივიწყო გზა, რომელიც სიკვდილისკენ
მიდის. დღითი დღე პატარავდები, იკუნტები, როგორც ემბრიონი და ცდილობ დააჯერო ყველა,
რომ კი არ კვდები იბადები. შენ ნაბოდვარს კი უკვე აღარვინ უსმენ. ყველას ბეზრდება სიკვდილის სუნით გაჟღენთილს გიყუროს
და გისმინოს, მაშინ როცა მათ კიდევ შორი გზა აქვთ წინ.
ბოლოს, ერთ მშვენიერ დღეს, როცა ყველა დრო და ადგილი
აგერევა, როცა თითის წოვით დაიღლები, დაიჯერებ
რომ უკვე დროა. უკვე დროა გადაეშვა და გაცურო სხვა სამყაროში. სამყაროში, რომელსაც
მთელი ცხოვრება იგონებდი.
ყველაფრი ბანალურად დაიწყო , ოცდამეერთე საუკნეში. მაშინ
ჯერ კიდევ არავინ იცოდა, რას მოიტანდა ახლი ეპოქა. ვიღაცებს მხოლოდ შეეძლოთ ევარაუდათ,
მოვლენათა შესაძლო განვითარება, მაგრამ ასეთ სისწრაფეს და მაშტაბურობას ვერავინ წარმოიდგენდა.
იმ ქვეყანაში, სადაც ეს ამბავი მოხდა არასოდეს არაფერი ხდებოდა ჩვეულებრივად. უჩვეულობა
უბრალოდ ცხოვრების წესი იყო. საბჭოთა კავშირმა,
მოახერხა და შექმნა სრულიად ახლი ცივილიზაციები, პოსტსაბჭოთა ქვეყნების სახით.
აქ დედამიწის
ამ კუთხეში სახელად საქართველო, სიბნელე ყველა ადამიანის ნაწილი გახდა. მაშინ, როცა
თავისუფლების მნიშვლობას იაზრებდა მრვალწლიანი მონობიდან განთავისუფლებული ხალხი, არეულობებმა
მოიცვა ქვეყანა. ყველაფრი გადაწვეს, რაც ძველი ცხოვრებიდან დარჩა და დაიწყეს დანხშირებულ
ქალაქებში ცხოვრება.
ყველა მიეჩვია სიბნელეში და სიცივეში ყოფნას, მაგრამ
ეს არ იყო ყველაზე უარესი. ყველზე ძნელი საკუთარი უსუსურობის და მარტოობის გააზრება
აღმოჩნდა. ყოფილმა მონებმა არ იცოდენენ, როგორ ეარსებათ ბატონების გარეშე და დაუწყეს
ძებნა კერპებს. ზოგმა ისინი ეკლესიაში იპოვა, ზოგმა პარლმენტში, ზოგმა კი უცხო ქვეყნების
ხელისუფლებაში. იყვენენ ისეთებიც ვინც უბრალოდ გაიქცა. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ არსებობენ
მხსნელები. ზოგისთვის ისინი ღმერთები არიან, ზოგისთვის ისინი არიან ადამიანები, ზოგისთვის
ისინი არიან წიგნები, ზოგისთვის ისინი არიან ფილმები, ზოგისთვის ისინი არიან უბრალოდ
მუსიკალური კომპოზიციები. მაგრამ ყველაფერი აღქმაა, სინამდვილეში ყოველთვის საკუთარი
თავი შთაგვაგონებს, ქვეცნობიერის ჯურღმულებიდან. ჩვენ მარტო იმის დანახვა და გაგება
შეგვიძლია, რასაც ისედაც სძინავს ჩვენი პიროვნების სიღმეებში. ამიტომ ნურავის მიიჩნევთ
მხსნელად. უნდა ვიცოდეთ, რომ თვითონ ვართ საკუთარი
თავის მხსენილიც და ხშირ შემთხვევაში საკუთარი თავის მტანჯველიც. პასუხები მარტო ჩვენს
შიგნითაა და ყველა პასუხი სწორეა. მაგრამ ამ ხალხმა არ იცოდა ფიქრი და ეს იყო ყველაზე
დიდი ტრაგედია.
...
პირველი თაობა, ვინც მრავლწლიანი მონობის მერე თავისუფალ და დაბნეული ქვეყანაში დაიბადა ყველაზე უცნაური აღმოჩნდა.
მშობლებმა არ იცოდნენ როგორ გაეზარდათ, შვილები, რომლებსაც სრულიად სხვა სამყაროში
უნდა ეცხოვრათ. ბავშვები ხომ მომავლში მიდიან, იქ სადაც მშობლები ხშირად ვერ პოულობენ
ადგილს. ეს ბავშვები რაღნაირად თავისით გაიზრდენ, სიბნელეში ხელისცეცბით დაიწყეს სიარული
და მშობლების მაგივრად ერთმანეთს ეყდნობოდენ. უცანური სანახავები იყვნენ, როგორ იბრძოდნენ
გადარჩენისთვის, როგორ ცდილობდნენ ამდენ ტყუილში,
ჭეშმარიტების მარცვალი ეპოვათ და მოსჭიდებოდნენ. ამაღელვებელია, როცა გრძნობ რომ გზაზე
პიველად შენ გაივლი, ასეთი ცხოვრება გაიძულებს იმაზე მეტი იფიქრო, ისწავლო, იშრომო
და იგრძნო, ვიდრე სხვა განვითარებული ქვეყნის ბავშვებმა.
თუ დააკვირდებთ ავადმყოფობაც ყოველთვის მზად არის აუტანელი
ცხოვრება, კიდევ უფრო აუტანილი გახადოს. ყველთვის ასეა, სადაც სიბნელე და გაჭირვებაა,
იქ აუცილებლად იფეთქებს, რამე შავიჭირის მაგვარი, რომ თაობები გაანადგუროს. რაღაც სასტიკის
ბუნების კანოზომიერებასავითაა. თითქოს ბუნება ცდილობს დაღდასმული ადამინებისგან გაწმინდოს
სამყარო. და იყო უმარავი მსხვერპლი.
დეკემბერი იყო.
ანაც ერთერთი იმათგანი იყო, ვინ მონობაში დაიბადა და ტყულში გაიზადა. მაგრამ
სუფთა და მგრძნობიარე სული ჰქონდა. ამიტომ უჭირდა მთელი სიცოხლე. ყველაფერზე გული უჩუყდებოდა
და ყოველჯერზე დიდი ბურთი უჩნდებოდა ყელში, რომლის გადაყლაპვას, ზოგჯერ კვირები უნდებოდა.
მაშინ, როცა დაიბადა ყველა ერთნაირად იბადებოდა, ერთნაირად იზრებოდა და ერთანირად იცვამდა.
არაფერი საკუთარი არ არსებობდა იმ სამყაროში, რაშიც მოუწია ცხოვრება. არ ჰქონია საკუთარი
სურვილბი, ოცნებები და ამბიციები. იმ რეჟიმმა მას ცხოვრება წაართვა. ვერასოდეს გაარკვია
ვინ იყო და რა უნდოდა. ისე მივიდა სიკვდილმდე,
წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა ყოფილიყო ბედნიერი. მაგრამ როცა დიაგნოზი დაუსვეს
მაშინ პირველად იფიქრა, ერადერთი ჭეშმარიტება სიცოცხლეა, არ აქვს მნიშვნელობა, ბედნიერი
ხარ თუ უბედური. სიკვდილის წინაშე ყველა პრობლემა ფერმკრთალი და ბანალურია.
დეკემბერი იყო. 35 წლისაც არ იყო ჯერ. შეშის ღუმელი
ათბობდა აბაზანის უბრალოდ გასილ კედლებს, ზედ დიდი მურიანი ქვაბით იდგა წყალი. ანას სწრაფად უნდა დაებანა და მერე
შვილი ებანავებინა. სანთლის შუქი მკრთალად ანათებდა. ანა ყოველთვის ბევრს ფიქრობდა. ზოგჯერ ჯერ კიდევ ახლგაზრდა ანასნაირი ქალები, რომლებმაც ბევრი რამ ნახეს და თვალები დაუბერდათ,
იხედებიან სარკეში, სადაც ნახევრად ჩაბნელებული ოთახის ფონზე საკუთარ შიშველ სხეულს
აკვირდებიან. დიდი ხნის გაშტერებული მზერის მერე საკუთარი თავის შებრალებას იწყებენ
და ეს კიდევ უფრო აბერებს მათ მზერას და ჯერ კიდევ სიცოხლით სავსე სხეულს, რომელსაც
ცეცხლი უკიდია, უთქმელი სიყვარულების და არნაგრძნობი ვნებების ცეცხლი. ესეთ ღამეებში
ფიქრები შორს მიდის, მაგრამ ოცნებიბი პატარავდება, იჭმუჭნება და იცრიცება. ახლგაზრდების
სიბერეს ნებდებიან, ნებდებიან იმ აზრს, რომ კარგი უკვე აღარაფერი მოხდება, ვერ გაშლიან
ფრთებს და ვერ იფრენენ, უცხო მხარეებში, ვერ გაჰყვებიან სეზონურ ქარებს ბედის ანაბარა.
სიკვდილმდე მოუწევთ მოკეცილი ფთები დამალონ და გაექცნენ საკუთარ გამოსახულებებს საარკებიდან.
არ აქვთ ქალებს შანსი,მოვალებოები და ვალდებულებები თავისუფლების დავნის უფლეაბას ართმევთ.
ასეთ ქალებს შვილებით და ქმრებთ შანსი აღარ აქვთ შეცდომები გამოასწორონ.
დეკემბერის ამ უცნაურ საღამოს, როცა ანა საკრკეში უყურებდა
უცნობ ქალს, რაღაც ახალი აღმოაჩინა. ეს იყო
პატარა მრგვალი, საბედისწერო ბურთი, მარცხენა მკერდის არეში რომელმაც ადამიანების ცხოვრება
შეცვალა. ან შეიძლება ვერც ვერაფერი შეცვალა, ადამიანებს არ შეუძლიათ სხვების გამოცდილებიდან,
რამის სწავლა. მაგრამ გამოცდილებები, რომლებიც ცხოვრებაში უხვად გვიგროვდება, ყველაფერია.
ჩვენ ამ გამოცდლებების შექმნილები ვართ, ჩვენი მშობლები ისინი არ არიან, ვისი კვერცხუდრედის
და სპერმატოზიდის შერწყმის შედაგადაც გავჩნდით. ჩვენი მშობლები ისინი არიან, ვინც გამოცდილება
შეგვძინეს. და არ აქვს მნიშვნელობა გამოცდილება ცუდია თუ კარგია, ის უბრალოდ იმად გაქცევს,
ვინც ვართ. ზუსტად ისე როგორც ბიოლოგიური მშობლების თვალის ფერით, ბავშვის თვალი ფერის განსაზღვრა შეიძლება, დაგროვილი გამოცდილებთ შეიძლება განვსაზღვროთ
ადამიანების შინგანი სამყარო.
ანამ პირველი, რაც იგრძნო სიკვდილის სუნი იყო. გარშემო
ბევრისგან სმენოდა ამბები კიბოზე. დამხინჯებულმა
ისტორიამებმა, ზღვარი წაშლა გამოგონილსა და ნამდვილს შორის.
და მან უცანურად ფიქრი დაიწყო:
„მე ანა ვარ 35 წლის. მე ძალიან მინდა რომ მოვკდე, მოვკვდე,
დავხუჭო თვალები, ჩამოწვეს სიბნელე, ისეთი სიბნელე ზღაპრებში რომ ჩამოწვებოდა ხომლე,
ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქითა სამეფოში.
მერე პირველ რიგში ჩემი ტვინი იქცეს მტვრად, ისეთ მტვრად წიგნებს რომ დაედებათ
ხოლმე, რომელიღაც მიტოვებული სახლის ბიბლიოთეკაში.
მე მიყვებოდენენ ზღაპრებს ძალიან ბევრ ზღაპრებს, მე
მაიძულებდნენ ძალიან ბევრი წესის დაცვასმე მასწვლიდნენ ცხოვრებას. და მე გავიზარდე,
ისეთი დიდი და მძიმე, ვეღარ გავადადგილდები დამოუკიდებლად, მჭირდება ბევრი მკურნალები,
დიდი ბიბლიოთეკები და არაფრის მომცემი სატელევიზიო შოეუბი, რომ ცოტა მაინც დავმსუბუქდე,
რომ
საუკუნის ნახევრის გავლა თუ არა რამოდენიმე წლის გავლა მაინც შევძლო. არა არ
ვიტყვი, რომ ბედნიერად მინდა ვიცხოვრო, მე ადამიანურად მინდა ცხოვრება და ეს მოიცავს
ყველაფერს, რაც კი შეიძლეაბ თავში მომივიდეს, მანამ სანამ თავი მტვრით გამევსება.
მე ანა ვარ
და განუკურნებელი სენით ვარ ავად. სიცოხლით ვარ შეპყრობელი, რომელსაც სიკვდილი ჰქვია.
წარმოიდგინეთ, რომ სხეულით ატარებთ სიკვდილს, რომელსაც ისეთი სუნი აქვს როგორც ახლშობილის
გვამს, დედის რძეში არეული დამპალი ხორცის სუნი. დადიხარ და დაატარებ ახლად ნააბორტალი
ქალის სუნს და სულში ეშმაკები გუფათურებნ ხელებს. ზოგჯერ ეს მუქი წითელი სიკვდილი გმოდის შენი სხეულიდან
და შენ ფიქრობ, რომ იმედი ჯერ კიდევ არსებობს, რომ ჯერ კიდევ შეიძლება ეს სიმყრალე
გამოიტანო შენი არსებიდან და გადარჩე, მაგრამ ყოველ ჯერზე ახლიდან ივსები სიკვდილის
სუნით და გრძნობ, რომ აუცილებელი არ არის გადარჩე, აუცილებელია მოკვდე. იქნებ მერე
მაინც გაქრეს ეს ძვალსა და რბილში ჩაბუდებული მკვდარი სხეულის სუნი.“
ძნელი წარმოსადგენი ის მისტიური საღამო ვინემემ შეძლოს
და აღწეროს ისე, როგროც იყო. ეს იყო გარდამტეხი წამი, ეს იყო დასაწყისი, რაღას სრულიად
უცხოს, ახლის და წამლეკველის.
მაგრამ ამბავი სიკვდილისა, სიკვდილზე არ არის, სიცოხლეზეა,
რომელიც გრძელდება.
ღრუბლიან დღეებში მარტივია მოსაწყენად მოიცალო. მაგრამ
უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს არ არის სიკვდილის დღიურები. ეს სიცოცხლის ამბავია. ეს არის
ამბავი ყველასი, ვინც იბადება სიკვდილის სუსხით ძვლებში და სწორედ ამიტომ განსაკუთრებულად,
თავდავიწყებით არის შეყვარებული სიცოცხლეზე.
...
ყველაფრის დასაწყისი ბავშვობაა. ბავშვები ყველაზე უცნაური, მისტიური არსებები არინ, რომლებიც
არვინ იცის, რომელი სამყაროდან მოდიან, და ზრდასთან ერთად კარგავენ ყველა ნიჭს და უნარს.
უყურეთ ბავშვების მაშინ, როცა მათ თავი მარტო
ჰგონიათ. არა აქვს მნიშვნელობა რას აკეთებენ, მათი მოქმედებები სამყაროს ყველაზე დაფარული
საიდუმლოს ამოხსნას ემსახურება. ისინი საოცარი მონდომებით ესწაფვიან ყველაფერი ახლის
შესწავლას, მაგრამ მათ აქვთ ყველაზე მინშვნელოვანი სხვა სამყაროდან მოტანილი ცოდნას.
დრო კი გადის
ადამიანები ივიწყებენ როგორ გადადგეს პირველი ნაბიჯები და იმ გზებით იწყებენ სიარულს,
რომლებიც მათთვის არ არის განკუთვნილი. იკარგებიან
და ამ ქაოსში ანამცეცებენ საკუთარ სულს სულ პატარა მოლეკულებად.
როცა ცხოვრებას
ფერბი ეძარცვაბა შემოდგომის ფოთოლცვნეასავით, მაშინ ხვდებიან, რომ ყველაფრი გაცილებით
ადრე დაიწყო. იქიდან როცა უნდა ეთქვათ, და გაჩუმდნენ, როცა უნდა ეგრძნოთ და არ იგრძნეს.
როცა უნდა ეომათ და არ იომეს. ახლა კი უნდა ინანონ. ეს კანონზომიერია. ვერფერს დააბრალებენ სამყაროებს. იმიტომ რომ თვითინ არიან ალფა და ომეგა, თვითონ არიან დასაწყისი და დასარული.
მაშინ კაცობრიობის დაბადებისას გვითხრეს რა უნდა გვეგრძნო,
რა უნდა გვეფიქრა. მაგრამ დავიწყების მტვერი გადავაყარე, ცოდნას რომელიც მოგვცეს. და
დავიწყეთ იმ გზებით სიარული, რომლითაც აგვიკრძალეს. და უფრო და უფრო ვივიწყებდით სიტყვას,
რომელიც პირველად ვისწავლეთ. არა, დავივიწყეთ კია არა შევიძულეთ. და ახლა, როცა შუა
გზაზე ბდაგავართ და არ ვიცით, საით წავიდეთ, დრო გვაქვს ვიფიქრო იმაზე, რაც იყო. რაც
დავკარგეთ. მაგრამ იქნებ არც არაფერი დავგიკარგავს. ან როგორ შეიძლაბა ამ სამყაროში
რამე დაკარგო. სამყაროში, რომელიც ბუმერანგივით უკან გიბრუნებს შენგან გატყორცნილ ტალღებს.
მაგრამ უკან მაინც ვერ დაბრუნდები.
ანამ, დეკმბრის
იმ სუსხიან დღეს როცა გარურკვეველი უჯრედების გროვა აღმოაჩინა საკუთარ სხეულში, იგრძნო
რომ ყველდღიური ერთფეროვნების გარდა, არსებობდა რაღაც უდრო დიდი და ყოვლისმომცველი,
რომლის აღმოჩენის ბედნიერება ჯერ კიცევ წინ ჰქონდა. და ბუნების ყველა კანონზომიერების
საპირისპიროდ სიკვდილზე ფიქრის მაგივრად, სიცოხლეზე ფიქრი დაიწყო. ანას სიკვდილი ყოველთვის
ახლოს დასდავდა, მაგრამ როცა ისე მიუხლოვდა, რომ მისი სუნთქვა ყელთან ახლოს იგრძნო,
სიკვდილი დაპატავდა და მნიშვნელობა დაკარგა.
შეიძლება იფიქრო, რომ სიკვდილთან ბრძოლისას სხვა არაფრის
ენარგია და დრო არ გრჩება მაგრამ ასე არ არის. სწორედ ამ დროს საოცარი მონდომებთ იწყება
სიცოხლის ყველა ნამცეცის შეგროვებას და საკუთარი გამბედაობა, გაშინებს კიდეთ.
ანას სიცოცხლე უცანურ თავგასავლად იქცა.
მას ჰყავდა ქმარი, რომელიც ყველაზე უცნაური შემთხვავ
იყო მის ცხოვრებაში. საიდან, რატომ ან როგორ აარჩია, ნამდვილი გამოცანაა. 24 წლის იყო მაშინ, სიყვარულზე არ ფიქრობდა. იქ
იმ დროში ესე ხდებოდა, სიყვარული მარტო მხატვრული ლიტერატურის ფურცლებზე ეგონათ, რომ
არსებობდა. მაგრამ იმ დღეს როცა მომვალა ქმარმა შემოაღო ეზოს კარი, ანამ გადაწყვეტილება
მიიღო. მიხედავად იმისა რომ ეს 35 წლის კაცი, არაფრით გამოიჩეოდა, გარდა უცანურად ჩაფიქრებული
თვალებისა, გაურკვეველი მიზეზის გამო აარჩია და შეიძლება სწორედ ეს იყო სიყვარული მისი
გაგებით . კაცი საშუალო სიმაღლის და მოჭიდავის აღნაგობის იყო, საფეთქლებთან გავცვენილი
თმით. აშკარა იყო რომ გამელოტება მხოლოდ დროის საკითხი იყო. სახელიც ჩვეულბრივი ერქა
დათო. არაფერი განსაკუთრებული.
მაშინ ასე ხდებოდა, იყო ქორწილი, სუფრა და სასმელი.
არაფერი საინტეროსო. რას გრძნობდა და ფიქრობდა იმ დღეებში ანა? არაფერს. მაგრამ დრომ
მოიტანა მიჩვევა და წარმოუდგენილე ერთგულბა მიოღებული გადაწყვეტილბის. დანამდვილბით
ვერავინ იტყვის იყო ეს ნადვილი სიყვარული თუ არა. როგორ შეიძლება ზღვარი გაავლო რელობას
და შენ გამოგონულ ტყულს შორის, რომელიც ძილის წინ მოუყვევი საკუთარ თავს.
იმ ქვეყანაში და იმ დროს ყველა კაცი ღალატობდა ცოლს
და ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ხმები დათოზეც გავრცლდა, მაგრამ ის არ გავდა მოღალატე
ქმარს. ერთართი, რამ რაზეც ანას შეიძლებოდა ეეჭვიანა სასმელი იყო. ღვინო უყვარდა, დედამიწის იმ კუთხეში სადაც დათო დაიბადა განსაკუთრებით
გემრილ ღვინოს აყენებდენ და ყველა კაცას დაბადებიდან აჩვევდნენ მის გემოს. ჯერ კიდევ
ბავშვებს აკვანში ჩაკრულებს, აჭმევდენ ღვინოში ჩამბალ პურს. ასეთი ტრადიციებზე გაზრდილი
კაცები, უცანური მიჯაჭვულბოთ იზდებობენ და ღვინის გარეშე გაღიმება უჭირდათ. ფხიზელ
დათოს არ უყვარდა ლაპარაკი, შეიძელბა მთელი დღე ერთი სიტყვაც არ ეთქვა ცოლისთვის. უცანური
სევდა ეძალებაოდა, რომლსაც ახსნას ვერ უძებნიდა,
და მასთან ბრძლოს სასმლით ცდლობდა. არადა ეს საჭირო სევდა იყო, რომლსაც უნდა
დაემორჩილებოდა, რომ სწორი გზა ეპოვა. მან არ იცოდა როგორ გაეგო და მოესმენა საკუთარი
თავისთვის. ერჩივნა თრობაში გაელია სიცოხლი საუკეთესო წლები. თუ არ სავმდა, ფიქრებისგან
გაქცევას სექლტანიანი იტორიული რომანების კითხვით ცდილობდა.
დათოს მუშაობა არ უყვარდა, იმ კატეგორიას ეკუთვნოდა,
ვინც ერთდროულად ყველაფრით უკმაყოფილოცაა და კმაყოფილიც. ყველაზე მეტად ისტორიული რომანები
უყვარდა, ალბათ ამიტომ საშინლად სძულდა აწმყო და ეშინოდა მომავლის. კითხვის საიყვარული დამსახურება იყო ის, რომ დათო
ძალიან დახელოვნდა ტყუილის თქმაში. საოცარი ისტორიების მოგონება იცოდა და თან ისე,
რომ მსენელს ერთი წამით არ შეეპარებოდა ეჭვი მის ჭეშმარიტებაში. უნდა ითქვას, რომ ეს
საოცარი ნიჭი ძალინაც საჭირო და დასაფასებელია ადამიანშო. ასეთმა ადამიანებმა ზუსტად
იცინ, როგრო მოატყუონ საკუთარი თავიც კი, როცა ამის საჭიროებას იგრძნობენ. წლების შემდეგ,
როცა ყველა შეცდომას ტყულების ქსელში ოსტატურად გაბლანდავს, უკვე უსინათლო და მოხუცი
კაცი, ტკბილად, სინდის დამშვილბელი, ისე თითქოს არასოდეს არაფერი შეშლია, დანებდება
სიკვდილს.
და რატომ მაინცდამაინც ის?
ანა ბავშვობაში, როცა მოწყენილი სახით და ფიქრებით სავსე
თავით, ქალაქის ქუჩებში დააბიჯებდა და გაზრდას ელოდებოდა, ეგონა ადამიანები, რომლებიც
გზაზე ხვდებოდნენ, უბრალოდ მსახიობები იყვნენ. მარტო იმიტომ არსებობდნენ, რომ იქ გაევლოთ,
იქ შეხვედროდნენ ქუჩის კუთხეში, შემოეხედათ ან არ შეემჩნიათ მისი არსებობა. ეგონა,
მათ არ ჰქონდათ ცხოვრება, მათი ერთადერთი დანიშნულება იყო ეთამაშათ ეპიზოდური როლი
ანა ცხოვრებაში და გამქრალიყვნენ.
ეხლაც, როცა გაიზარდა ან ჰგონია, რომ გაიზარდა, ეჩვენება
რომ იმ ბავშვურ წარმოდგენაში, იყო რაღაც ჭეშმარტების მარცვალი.
ჩვენ ყველას ჩვენი სამყარო გვაქვს, რომელიც მარტო ჩვენია,
სადაც შეგვიძლია დავიმალოთ თუ დაგვჭირდა და კიდევ გვაქვს ერთი დიდი საერთო სამყაროც,
რომელიც ყველასია და სწორედ აქ ვხვდებით ერთმანეთს, როგორც ქუჩაში გამვლელები. ზოგჯერ,
ვამჩნევთ ერთმანეთს ზოგჯერ არა. ზოგჯერ, ვჩერდებით და ერთმანეთის სამყაროების კარებს
ვაღებთ. შემთხვევით მივყევართ გზებს ერთმანეთთან თუ დაბადებიდან, განგებ მივუყვებით
გარკვეულ გზას, რომ იქ, სადღაც ქუჩის კუთხეში ერთმანეთს შევხვდეთ და აღმოვაჩინოთ?
იქნებ ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება, იქნებ მოვლენები
გამგებ ლაგდება ისე რომ გარკვეულ დროს , გარკვეულ ადგილას აღმოვჩნდეთ და სხვა გზებს,
ათას უაზრო ან აზრიან შემხვედრს ერთი მიზანი აქვს. მიზანი ,რომ დღეს ამ ადგილას და
ასეთები ვყოფილიყავით.
რა მიზანს ემსახურება ერთმანეთის ცხოვრებაში ჩვენი არსებობა?
..................................
მაშინ დღეები ერთნაირად მოღრუბლი და მოწყენილი თენდებოდა.
შეიძლება ამიტომაც იმ პერიოდს ბნელს დაუძახებენ მომავლი თაობები. როცა მსოფლიო ახლახლი გამოგონებების და მათით ტკბობის
ეიფორიაში, მუდმივად გაბრუებული ცხოვრობდა, აქ ამ ქვეყანაში, შეიძლებოდა მოწყენილობისგან
მომკვდარიყავი.
ასეთ ღრუბლიან ხანაში დაწყო ერთად ცხოვრება წყვილმა
და წესისამებრ 10 თვის თავზე, როგორ ამობებენ
დიდთოვლების სეზონზე, სანთლით განათებულ და გაყინულ სამშობიაროში დაიბადა ბავშვი. ყოველთვის
ასე ხდება, ბავშვები სამყაროს ზუსტად ისევე თავდაყირა აყირავებენ როგორი თავდაყირადაც
თვითონ იბადებიან.
წარმოუდგენელი აღსაწერია ახლბედა დედის ფიქრები. ყველაფერს
კი შიში ჭარბობს და ჩრდლს აყენბს იქ სადაც ყველაზე მეტი სინათლეა. ეს შიში ანგრევს
ყველაფერს, ზუსტად რისი გეშინია დიდხანს ვერ ხვდები, უბრალოდ შიგნიდან გრღნის რაღაც
მძიმე, სუნინიანი და აუტანელი. რაც დრო გადის აცნობიერებ შიშის არსს, და ეს უფრო მტკივნეული
პროცესია, იმიტომ რომ ხვდები რისი გეშინია და იმასაც ხვდები რომ რომ ამ შიშნს უნდა
გაუგო და მიეჩევიო, უნდა მოიშინაურო, იმტომ რომ ის უკვე აღარასოდეს მიგატოვებს. ეს
არის შიში რომელიც მარტო დედებმა შეიძლება გაიგონ, შიში რომლის ხმამაღლა თქმაც და დაწერაც კი წარმოუდგენლად რთულია, მაგრამ უნდა ითქვა, ყველაფრს საკუთარი სახელი სჭირდება
და ამ შიშსაც აქვს სახელი - შვილის დაკარგვის
შიში
მერე ნელ ნელა იმედი მოდის თუ რწმენა, ან ტყუილი რომ
ყველაფერი კარგად იქნება და ცოტა მშვიდდები, ისე მაინც რომ ცხოვრება და სუნთქვა შეძლო.
თან სწავლობ როგორ დატკბე წამით, როგორ ააყოლო შენი შვილის გულიცემას გულისცემა, როგორ
ისუნთქო მისყელთან შენი წილი ჟანგბადი. როგორ გაგებეროს ფილტბეები უსარულობამდე შენი
საკუუთარი გაჩენილი სიცოცხლის სურნელით და
მიხვდე რომ მზად ხარ იყო დედა.
ანას რაც თავი ახსოვს სულ განსაკუთრებულად უყვარდა ბავშვები,
ალბათ ამ სიყვარული გამო განსაკუთრებულად მთელი ცხოვრება ემზადებოდა დედობუსთვის და
ეშინოდა, რომ შეიძლებოდა ვერასოდეს გაეზარდა ბავშვი საკუთარ სხეულში, მაგრამ შიშს საფუძველი
არ ჰქონდა. ის არ იყო იმ დედებისნაირი, რომლებითაც სავსე იყო ის ბნელი ქვეყანა, სადაც ბავშვი მძიმე ტვირთად ითვლებოდა,
და ზრიდინენ მუდვი ყვედრებით, რომ გააჩინეს, აჭამეს, ჩააცვეს. ესე ხდება გაჭირვებულ,
ბნელ და მშიერ ქვეყებში. ბავშვებს მუდვივად ამცირებდენ უფროსები, მათ არ ჰქონდათ უფლება
ეფიქრათ, ელაპრაკათ და ჰქონოდათ საკუთარი აზრები, ისინი უბრალოდ უფროსების ანარეკლები
უნდა ყოფილიყვნენ და თუ რომელიმე ბავშვი გამოჩენდა
დამოუკიდებელი აზროვნების უნარს, განწირული იყო მუდვი ჩხუბის,კამათის და დამცირებისთვის.
მაგრამ ანა სხვანაირი დედა იყო, შეეძლო საათობით ეთამაშა
ბავშვთან და თვითონაც მასსავით დაპატარავებულიყო. ეს ჩვეულებრივი ურთიერთობა არ იყო,
ანამ თითქოს შვილთან ერთად საკუთარი თავიც გააჩინა და ყველაფერის ახლიდან განცდა დაიწყო.
მაგრამ როცა მიხვდა რომ სიკვდილი გარდაუვალია, გადაწყვიტა
მალე მომკვდარიყო, რომ მის შვილი არაფერი დამხსოვრებედა დედაზე. გაზრდილიყო და არ სცოდნოდა,
როგორი დედა ჰყვდა. როცა ადამიანზე ბევრი არაფერი იცი, უფრო ადვილია დაივიწყო და მის
გარეშე ისე იცხოვრო თითქოს არც არასოდეს არსებულა.
....
ანა ბედნიერი იყო იქმადე, სადამცე ბადნიერება შესაძლებელია
ამ სამყაროში. მაგრამ გარშემო ბევრი სიბნელე
და გაუნათლებოლბა, ბედნიერად ცხოვრების სშუალებას არ იძლეოდა. ანას არ უყვარდა ხალხის
დაყოფა კატეგოიებად, ბოროტებად და კეთილებათ, მაგრამ სამწუხარო რელობაა ისა, რომ ადამიანები
ერთნაირ განსაცდელებზეც კი სხვადასხვაგრად რეაგირებენ, მაგრამ ანას ესმოდა ადმინების.
ესმოდა მათი ყველაზე უცნაური საქცელბის მეზეზები და არასოდეს არავის განიკითხავდა.
და როცა დიაგნოზი დაუსვევეს, იფქრა რომ კიბო უბრალოდ
დაავადება არი იყო. თითქოს ყველა ცრემლმა,
რომლებიც ადამინებმა დაღვარეს მის მარცხენა მკერდში მოიყარა თავი და დაგროვდა. იცოდა
რომ არ შეიძლებოდა ასეთი მრძნობიარე ყოფილიყო, არ შეილძებოდა სხვის მკვდრები ეგლოვა.
იცოდა, რომ არც პირველი და არც მეორე მსოფლიო
ომი მისი საგლოვი არ იყო. მაგრამ არსებობენ ანასნაირი ადამიანები, რომლებიც გრძნობენ კავშირს სამყაროსთან. გრძნობენ კაცობრიობის
ტკივილს და სიხარულს. ისინი ეგოისტები არ არიან. მარტო საკუთარი ბედნირება არ ჰყოფნით,
მათ მთელი სამოთხე უნდათ ყველასთვის, ცოცხლებისთვისაც და მკვდრებისთვისაც. გრძნობენ პასუხისმგებლობას ადამიანების წინაშე.
გრძნობენ, რომ მათი ისტორია იმ დღიდან არ იწყება, როცა დაიბადნენ. ანამ იცოდა , რომ
გაცილებით დიდია, ზუსტად იმხელა, რამხელაც ეს სამყარო. ამიტომ განსაკუთრებით უჭირდა
ცხოვრება. წარმოიდგინეთ რომ ფესვები გაქვთ, იმხელა ფესვები რამხელაც კაცობრიობის ისტორია
და წარმოიგნინეთ, რომ მხრებზე გაწევთ ის დრო რაც კაცაბიობას დარჩენია აღსარულემდე,
რომელიც ან დადგება ან არა.
ანას უჭირდა. ზოგჯერ საკუთარი თვისებები, რომლებითაც
ვიბადებით მძიმე ტვირტად გვაწვება, იმიტომ რომ გარემო, რომელშიც ვიზდებით და ვცხოვრობთ, არ გვაძევს უფლებას აღმოვაჩინოთ
საკუთარი თავი და ვიყოთ ისინი ვინც ვართ. ამიტომ ვერასოდეს ვუგებთ სამყაროს და ცხოვრებას
სიცარიელეში ვაგრძელბთ.
ანამ მიხედავად ამ ყველაფრისა შეძლო შეენარჩუნები ხალისი
და სიცოცხლის სიყვარული. ეს არის მთვარი, ზოგჯერ ყველა ნებდება, ყველას თავში ცხოვრობს
შავი ჩრდილი, მაგრამ მთვარია ღიმილი და სიყვარული, სამყაროსი და საკუთარი თავის.
ანას ცხოვრება არ იყო მნიშვნელოვანი, არც ანა ნიშნავდა
სამყაროსთვის რამეს. ის უბრალოდ ქალი იყო, რომელიც დაიბადა არასწორ დროში და ადგილას.
მაგრამ სიკვდილის სახლოვემ აიძულა იმაზე მეტი ეგრძნო და დაენახა ვიდირე შეეძლო. ზოგჯერ
ხდება ცხოვრებაში, რაღაც მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო და ვგრძნობთ, რომ ძირფესვიანად
იცვლება ჩვენი შინაგანი არსი.
უცნაური გრძნობაა, როცა სხვა ადამიანებში ცდები, მაგრამ
კიდევ უფრო უცნაურია, როცა აღმოაჩენ, რომ ის არ ხარ ვინც გეგონა. ანამ უბრალოდ როლი მოირგო, რომელიც ცხოვრებამ გაუმზადა
და მას არც გაუპროტესტებია, ფიქრობდა, მაგრამ საკმარისად ღრმად არა რომ მიმხვდარიყო,
ვინ იყო.
კიბოს აღმოჩენის მერე კი დაიწყო საკუთარი თავის აღმოჩენა.
დაიწყოს კითხვების დასმა. დაიწყო მიზეზების და პასუხების ძებნა. ისწავლა საკუთარი თვის
მოსმენა და გაგება. მაგრამ დრო არ იყო საკმარისი.
კიბო იმაზე ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე ვარაუდობდნენ. ყველაფერი
იმაზე მალე დამთვრდა, ვიდრე წამოიდგენდენ. მკერდი გასივდა და მისი სუნი გამუდმებით
უღიტინდებდა ცხვირში. აუტენელია, როცა საკუთარი დამპალი ხორცის სუნთან ერთად გიწევს
სიცოცხლის უკანასკენელი წუთების გამოზოგება. ზოგჯერ გეცოდება საკუთარი თავი, ზოგჯერ
სხვები გეცოდება. ზოგჯერ კი პირიქით საკუთარი თავიც გძულს და სხვებიც. მერე ბოლოს ჯდები
და პატიობ ყველას ყველაფერს.
ანას დღეები ხან ტკივილით იყო დაბინდული, ხან ტკივილგამყუჩებელი
ნარკოტიკებით. ამიტომ საბოლოოდ ჰქონდა დაკარგული რეალობის შეგრძნება. მან საბოლოოდ დაკარგა კავშირი ახლობლებლებთან და იმ სამყაროსთან, რომელშიც დაიბადა. ის სულ უფროდაუფრო
მსუბუქდებოდა, ყველაფერი, რაც უყვარდა, რაც აღელვებდა, რისთვისაც ცოცხლობდა აზრს კარგავდა.
ფიქრობდა რომ სიკვდილსა და სიცოხლეს შორის სხვაობა არ არის. და დროა დარღვიოს წესები.
და ვინ ვართ ჩვენ? ის ვინც საზოგადოებას ვგონივართ,
თუ ის, ვინც დაკეტილი კარის მიღმა ვართ. როცა არავინ გვხედავს, როცა არავინ გვისმენს,
მაშინ ვართ ნამდვილები. ათასობით მაყურებელი კი იმას ხედავს, რისი დანახვაც უნდა. რაც
არ უნდა ვეცადოთ თავი დავაღწიოთ თვალებს, რომლებიც გამუდმებით გვაკვირდებიან, შეუძლებელია
სრული თავისუფლების მოპოვება. იმიტომ, რომ ყოველთვის გვაწებებენ იარლიყებს, ყოველთვის
გვაჩეჩებენ სტატუსებს, გვარქმევენ სახელებს და შეუძლებელია ამ მოჯადოებული წრის გარღვევა.
ისე ვეჩვევით ყველაფრისთვის სახელის დარქმევას, რომ უსახელობა ყველაზე მეტად გვაშინებს.
ყველას გვინდა ვიყოთ ვიღაც, რაც არ უნდა გაგიჟებით ვებრძლოთ კლიშეებს, თვითონ ეს ბრძოლის
სურვილიც კლიშეა, არაბუნებრივია. როცა თავისუფლება სულში გაქვს, მაშინ სულერთია რა
გქვია ან ვის ხედავენ შენში. მაშინაც, როცა სამყაროს ყველა თვალი შენ გიყურებს, თავს
ისე გრძნობ, როგორც მჭირდოდ მოხურული კარის მიღმა. სამყაროს საკუთარი სხეულივით ირგებ,
ყველაფერი შენში იყრის თავს და არაფერი ადამიანური შენთვის უცხო აღარ არის. ყველაზე
ხალხმრავალ ადგილებს ირჩევ განმარტოებისთვის და როცა მარტოობა გბეზრდება, საკუთარი
თავის საძებნელად მიდიხარ.
დროა დავივიწყოთ ყველა სახელი, რომელსაც საუკუნეები
ვიგონებდით. ანას, როგროც არასდროს ისე უნდოდა თავისუფლების მოპვება. საბჭოთა კავშირმა
მას საკუთარი თავი და თავისუფლება წაართვა, კიბომ კი დაუბრუნა. ახლა ანას შეუძლია მოკვდეს
ან სრულიად ახლი ცხოვრება დაიწყოს ქარივით თავისუფალმა.
თვალებს ხუჭავდა და ხედავდა საკუთარ დაბადებას. სადღაც
შორს სხვა კონტინტზე სხვა ქალის საშოდან გამოძვრალი, თვალებს ახლდა და გრძნობდა სიცოცხლის
შიშს, რომლიც ხმამაღლა ტირილს აიძულებდა. ახალშობილს, რომლსაც უკვე სხვა სახელს დაარქმევდნენ,
ეშინოდა შეცდომების, რომელიც სხვა ცხოვრებაში დაუშვა. მაგრამ, როცა სიცოცხლე გინდა,
გარდაუვალია არ შეგეშალოს. მარტო მაშინ იქცევი სწორად, როცა საფლავს საკუთარი ხელით
ითხრი, უყურებ უზარმაზარ შავ ორმოს და სიკვდილის შიშით დაბრამვებულს, ცხოვრება გავიწყდება.
ახლა ანამ უკვე იცის. ახლა ნახევრად შიშველი და სრულ
სიშიშვლეს მიჩვეული, ფიქრობს რომ არაფერი ყველაფერია. რომ სექსი უბრალო სექსია, სიყვარული
უბრალოდ სიყვარული, ზიზიღი უბრალოდ ზიზღი, ცხოვრება უბრალოდ ცხოვრება, ღალატი უბრალოდ
ღალატი. ეს ყველაფერი უბრალოდ სიტყვებია, უაზრო სიტყვები შინაარსის გარეშე. არ აქვს
მნიშვნელობა რას იტყვი ან გააკეთებ, მთავარია როგორ გაიგებ. არ აქვს მნიშვნელობა რას
გრძნობ, ის შიში და განცდები უბრალოდ მოგონებებია. მან უბრალოდ უნდა ისწავლოს ყველა
დროში ცხოვრება. ყველაფერი შეუძლია. ახლად
დაბადებულს აღარ მოუწევს სხეულის ქვეშ სული დამალოს . იცხოვრებს თავისუფალი,
ბედნიერი და შეიყვარებს საკუთარ თავს და სამყაროს, გაიცნობს ადმიანებს და ყველასგან რაღაცას ისწავლი, ყველასგან წამოიღებს
თავისთვის განკუთვნილ ნაწილს და უსარულებამდე შეძლებს გაზრდას.
და ყველაზე დიდი ცოდნა, რომელსაც ან სხვა ცხოვრებაში
წაიღებს, არის ის ნამდვილი ცხოვრება ამ ყველაფრის
მიღმაა, კაცების, ქალების, სიყვარულის და სექსის მიღმა. ვნებები ხელს გვიშლიან სამყაროს
სრული სურათის დანახვაში. ამიტომ სწორია დავიცალოთ ვნებიბსგან, სადაც მოგვინდება და
მაშინ, როცა მოგვინდება. იმიტომ რომ, სურვილებით
დაბინდული ცხოვრება ნამდვილი არ არის. სურვილებისგან თავისუფლების მოპოვებით, მოვიპოვებთ
ჭეშმარიტებას. ამიტომ ნუ დავიტოვებთ დაფარულ ვნებებს და ოცნებებს, გამოვუშვათ პირველყოფილი
ინსტინქტები და სულ სხვა სამყაროების აღმოსაჩენად გავეშუროთ.
ეპილოგი
რამდენმა ახლშობილმა გახილა თვალი დედამიწის მეორე კუთხეში?
ახსოვთ?
No comments:
Post a Comment