გვერდი

10 July 2023

გამარჯობა

 

გამარჯობა, ვერ შეგიპატიჟებ. ჩემს არაულ და დაულაგებელ ცხოვრებაში, ვინმეს შეშვება ყველაზე ეგოისტური საქციელი იქნებოდა. როგორ დაგპატიჟო იქ, სადაც მეც კი არ მინდა ყოფნა. მე კი ყველაზე ნაკლებად ეპითეტი ეგოისტი შემეფერაბა. არ იფიქრო არ მინდა, უფრო მეშინია. შიში ხო ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალაა, თან ყველაზე უაზრო და არასაჭირო. მაგრამ ვინ განსაზღვრავს საჭიროებებს?

ვფიქრობ, როგორ დავნებდე შიშს, როგორ მივიღო? როგორ ვასწავლო საკუთარ თავს შიშის შეყვარება. მე ხო შევძელი და ტკივილი შევიყვარე, მივიღე, მოვიშინაურე და დღეს უკვე შემიძლია ჩემს ტკივილთან ერთად დივანზე დავჯედე და რომლიმე სულელური ფილმის სცანარზე მასთან ერთად გულამოსკვნილმა ვიტირო. თან არ შემრცხვეს არც ტკივილის და არც ცრემლების. განა არსებობს სადმე ამაზე ჰარმონიული ურთიერთობა?

ადვილია იყო მამაცი ომში და ავტომატის ჯერს მიუშვირო მკერდი, რომ თუნდაც სრულიად უცხო ადამიანი დაიცვა. ადვილია გადააჩინო სხვები, იმიტომ რომ გწამს, გეჯრა მათი მნიშვნელობის და გიყვარს. მაგრამ როცა საქმე საკუთარ თავს ეხება ძნელია შეიყვარო, ძნელია მიიღო, ძნელი გადაარჩინო, იმიტომ რომ არ შეგიძლია აპატიო. ზოგჯერ უპატიებელია ის, რასაც სკუთარ თავს ვუკეთებთ. უპატიებელია ზიზღი და სიბრალული, არც ერთი არ არის საჭირო. მაგრამ ვინ განსაზღვრავს საჭიროებებს?

მე ვაქანდაკე, ვაფერადე, ვწერე, ვჯღაბნე, ვაშენე და ვანგრიე საკუთარი თავი. მერე დავჯექი და გავიაზრე ხან სწორედ, ხან არასწორედ და ხან ორივე ერთდროულად. უშიშრობის ილუზიის მიღმა გავიხედე და ვიპოვე. ვიპოვე დამალული პირველყოფილი შიში. მაგრამ დღემდე თვალებში ვერ ვუყურებ, წარმოდგენაზეც კი სისხლი მეყინება ძარღვებში.

ქუთუთოები მძიმდებიან, ცდილობენ დამიცვან სიმართლისგან, რომელიც ამჯერდაც სუბიექტუირია, მაგრამ საჭირო. ვინ განსაზღვრავს საჭიროებებს?

მე ვცდილობ ლოდებივით დამძიმებული ქუთუთოები გავამოძრაო, რომ მცირედი სინათლის სხივი შეიპაროს შიგნით. მინდა ჩემმა თვალებმა დაიჯერონ, რომ შიშთან ერთად დანარჩენით ფერადი სამყაროს დანახვაზეც ამბობენ უარს.

სიბრამვე საჩუქარია თუ სასჯელი? მიპასუხეთ ჩემო თვალებო, პასუხი ხო მარტო თქვენშია? რა გინდათ? რას ელით? რისი დანახვა გინდათ? ან რისი დანახვის გეშინიათ?

 

 

No comments:

Post a Comment