გვერდი

10 July 2023

ნოემბერი ბავშვობა

 

ხანდახან ძალიან მინდა ბავშვი ვიყო, ის ბავშვი, რომელიც არასოდეს ვყოფილვარ. მეცვას  3 ზომით დიდი ქურთუკი, რომლის სახელოებიც ხელის მტვნების სცდება, მეფაროს დიდი თბილი ქუდი და მივაბიჯებდე ნოემბრის ცივ, წვიმიან და ნისლინ დღეში, რომელიც ღამეს უფრო ჰგავს. მივაბიჯებდე ჩემ აღმართებით სავსე ქალაქში, რომელიც ძალიან ჰგავს ცხოვრებას.  როცა მიჰყვბი აღმართს და ფიქრობ, რომ უკან დაბრუბისას დაღმართზე დაეშვები, შვებას გრძნობ. ეს განწყობა ყოველთვის მისდევდა ჩემს ცხოვრებას. ვიცოდი, რომ აღმართი არ იყო საშიში, არც ძნელი. თავიდანვე ვიცოდი, ეს აღმართი ჩემი ასავლელი იყო და დაბრუნებისას აუცლებლად დაღმართს დავიყუვებოდი ჩიტივით მსუბუქი.

ხანდახან ისე მინდება ისევ იმ გზას გავუყვე, ისევ ისეთი მძიმე, ისევ ისეთი არაბავშვური, ისე ისეთი ფიქრებით სავსე, მაგრამ სულ სხვანაირი წარმოდგენით სამყაროზე. მაშინ მჯეროდა, სხვანაირი ბედნიერი სამყაროების. მჯეროდა, რომ ჩემს ნოემბრის, მოწყენილი დღესავით ცხოვრებაში დადგებოდა დრო, როცა გავიხდიდი 3 ზომით დიდ ქურთუკს და დავმსუბუქდებოდი. და არასოდეს გავიხსენბდი ამ დღეებს, როცა სიცოხლეს ვემალებოდი.

და აი, როცა ეს დღეც დადგა, როცა მე გავიზარდე, მივხვდი რომ ის ქუთუკი კი არ გავიხადე, საკუთარი სხეულივით შევიზადე სულში და ყოველთვის შემიძლია დავიმალო, დავიმალო ცხოვრებისგან და საკუთარი თავისგან.

 და მენატრება ის დრო და რწმენა,  რომ ყველა ცუდი დღე მთავრდება.

და ბოლოს მენტრება ის ბავშვი, რომელიც არასოდეს ვყოფილვარ. რას ვეტყოდი იმ საკუთარ კანში დამალული, მოწყენილ, მაგრამ მამაც გოგოს? არაფერს, არც არაფერს. მან ჩემზე უკეთ იცოდა ყველაფერი. მას ჩემზე მეტად სწამდა.

და ხანდახან როცა ჩემ ქალქში მივაბიჯევ ვეძებ, ვეძებ იმ პატარა გოგოს, რომელმაც იცოდა ისეთი რამეები, ჩვენ დიდებს წარმოდგენა რომ არ აქვს.

იმედს არ ვკარგავ და ვეძებ, განსაკუთრებთ ნოემბრის ცივ, წვიმიან და ნისლიან დღეებში. ვეძებ, რომ  ვუთხრა ერთადერთი რისი მოსემნაც სჭირდება, რომ მე ის  სწორედ ისეთი მიყვარს, როგორიც არის, რომ ის რაც ნაკლი ჰგონია, სინამდვილეში მისი ღირსებაა.

 

No comments:

Post a Comment