არ
ვარ საკმარისი, ვზივარ მზეში, ცხელა, ისე ცხელა რომ კანი მეწვება. სიამოვნებით გავიხდიდი
ყველაფერ ზედმეტს. როგორ მინდა შიშველი და თავისუფალი ვიყო. თავისუფალი ჩემი საკუთარი
თავისგან. რას ვაკეთებ? არ ვარ საკმარისი. აღარც მეშინია და აღარც მინდა. იქნებ ეს
არის დანიშნულება. იქნებ იქ ვარ, მთავარ მიზანთან?
შენ
არ მისმენ, მხოლოდ ასე შემიძლია გაიძულო მოსმენა, მაგრამ აქვს კი აზრი იძულებით გაგონილ
სიტყვებს. თუ არ გაინტერესებს ვერ გაიგებ. რატო ვცდილობ ვილაპრაკო. რატო არ ვწყვეტ
მცდელობებს? რაში მჭირდები? არაფერში. არც
შენ და არც ჩემი თავი არ მჭირდება. იქნებ ამაშია საქმე მინდა დავიჯერო, იმდენი რამე
მინდა დავიჯერო და ვეღარ ვიგებ სად გადის ზღვარი. სად ვიშლები და სად ვიწერები. სად
ვიქმნები და სად ვინგრევი. სად მიყვარხარ და სად მძულხარ. მე ისევ მე ვარ, მე ყოველთვის
მე ვარ, მააშინაც კი, როცა საპირისპიროში ვრწმუნდები.
ერთხელ
ვთქვი, რომ საკუთარ თავს ვერ გაექცევი და მომბეზრდი, ძალიან დიდი ხნის მერე პირველად
ვგრძნობ, რომ სათქმელს ვერ ვამბობ.
გაქრობა
მინდა. არ მინდა აქ. აღარ მინდა. ტკივილიც კი აღარ არის. არაფერია. უბრალოდ ცრემლები
დარჩა, როგორ ნიშანი იმისა, რომ ოდესღაც ვერსებობდი თუნდაც მლაშე წყლის წვეთების სახით.
არ
ვარ საკამრისი. გავცდი. მაგრამ შეიძლება ახლოსაც არ ჩამივლია არასოდეს. შენ შენ არ
ხარ და უკვე აღარც მე ვარ მე. ბოლო წვეთები ორთქლდება, მალე ვიღაც გაქრება შენ თუ მე?
იქნებ ორივე ან არც ერთი.
რა
მინდა აქ? წავალ, თუ ეს გრძნობები გამაკონტროლებენ, ვერ გავუძლებ და წავალ. ოღონდ ჩემთვის
ჩუმად. მართალი ხარ ვიცი, უბრალოდ ვგრძნობ იმას რისი გრძნობაც აღარ მინდა. შეიძლება
ამ გრძნობებში არაფერია ნამდვილი, მაგრამ ჩემი ილუზიები ასეთია და ჩემია. მე საკმარისი
არ ვარ და არც შენ. და არც ჩვენ. მინდოდა მეთქვა რომ ყველაფერი ჩემი ბრალია, მაგრამ
არა, არ მჯერა. მე არ მინდა ვიჯდე და ვიგრძნო, როგორ იჭედება ჩემი სული სხეულის სიღმეში
და ერთხელ ნაპოვნი თავისუფლების შეგრძნება სადღაც ხრწნად ქსოვილებს შორის იკარგება.
არ მინდა იქ დავბრუნდე საიდანც თავქუდმოგლეჯილი მოვრბოდი და ეხლა როცა ჯერ კიდე დაღლილი
სხეულით ღრმად ვსუნთქავ, ვცდილობ უბრალოდ ვიყო. მაგრამ არ მყოფნის, არასოდეს არაფერი
არ მყოფნის.
ალბათ
დემონი ვარ რომელიც მხოლოდ იმისთვის არასებობს, რომ სულები შთანთქას, მაგრამ უკვე ათაწსლეულებია
დაწრწის მშიერი და დაღლილი სამყოროში და ერთი სულიც კი ვერ უპონია რომელიც დაიტევს
და რომელსაც დაიტევს.
No comments:
Post a Comment