მე მწერალი
ვარ, ისეთი როგორიც მინდა. მე შემიძლია ჩემი
აზრები , გრძნობები, სიზმრები, ილუზიები და მთელი ჩემი ცარიელი სამყარო მოგახვიოთ თავს.
თქვენ შეგიძლია საკუთარ თავზე მატად შემიყვაროთ ან სიკვდილმიჯილივით შემიძულოთ. არჩევნი
თქვენზეა და არადანი ჩემზე. მე ბევრი რამ შემიძლია და ბევრი რამის მოსწრება მინდა.
მინდა შევძლო, მინდა გავიმარჯვო საკუთარ და სხვების არსებობაზე. მინდა აზრი, იდეა ჩავდო სამყაროში და მერე ისევ
უკან ავიღო. მე მწერალი ვარ და მინდა ვარსებობდე. მინდა ვიყო. მაგრამ ძნელია ყოფნა,
მიტუმეტეს თუ ისიც არ იცი ხარ თუ არა ის ვინც ხარ. ხო ძნელია. ისიც ძნელია, გესმოდეს
ხმა, გამუდმებით. არ გაძინებდეს და არ გაცოხლებდეს.
გაიძულებდეს იფიქრო დაუსრულებლად, იფიქრო ყველგან და ყველაფერზე. შეიყვარო ყველა და
ყველაფერი და თან სიძულვილი გტანჯავდეს. ძნელია, როცა გრძნობ, რომ მეტი აღარ შეგიძლია, მაგრამ ჯერ ადრეა, ჯერ ბოლომდე
არ გავსებულხარ შენი წილი სიგიჟით. კიდევ დიდიხანს უნდა დაიტანჯო ამ ხმის მოსმენით,
რომ ბოლომდე გაივსო ჰალუცინაციებით. ბოლომდე
დაემსგავსო სხვა ქვეყნიდან მოსულს. კიდევ დიდი დრო უნდა გავიდეს და დაგავიწყდეს შენი
ფესვები, დაგავიწყდეს დედის საფლავი, დაგავიწყდეს საკუთარი თავი, საკუთარი არსებობა.
და ამ ყველაფრის მერე, როცა გადაწყვეტ, რომ დროა, უკვე საკამარისად მიყიდე სული აჩრდილებს,
აღმოაჩენ, რომ ყველაზე ძნელი ჯერ კიდევ წინაა.
არავინ იცის როგორ გაიაროს ბეწვის ხიდზე, არავინ იცის როგორ გაიროს წყალზე, არავინ
იცის როგორ არ დაიწვას ცეცხლში. ძნელია, როცა
იცი, რომ უნდა გააკეთო. როცა ხმები გაარწმუნებენ,
რომ შენ მართლა შენ ხარ, რომ შენი ვალია. სხვანირად თვალგახელილს მოგიწევს ძალი და
სიზმრებით ცხოვრება. გარწმუნებენ, შენც იჯერებ. დაჯდები და აღმოაჩენ, რომ მიუხედავდ
მრავალჯერ სიკვდილისა და სიცოხლისა, მიხედაავად
არჩევანის არ არსებობისა, შენ მაინც გაკლია რაღაც. მერე ბრაზდები ხმებზე. რატომ ჩაგესმიან,
რატომ აგირჩიეს თუ არ შეგეძლო, როტო არ გეხმარებიან თუ არ შეგძლია, ან რატო არ განებებნ
თავს. აი მერე საბოლოოდ იკარგები და ივიწყებ რომ არსებობ. და აღარ არსებობ მართლა.
იწყებ სიზმრებით ცხოვრებას, ცდილობ დაკუთარი თავი გისოსებში გამომაწყვდიო და არავის
აჩვენო ვინ ხარ. არავის აჩვენო არ არსებულობისგან გამოხრული შენი ძვლები. მერე ხვდები
რომ დროა დაიმარხო, საკუთარი ხელით იყრი მიწას იმ იმედით, რომ ერთხელაც აღდგები და
იმათ მოხვალ, რადაც ჩაიფიქრე.
No comments:
Post a Comment