სიშიშვლე
არ ავწონი ჩემს სტკივილს და არც შენსას,
ტკივილების დატოლება სასქესო ორგანოების დატოლებაზე
სასაცილოა.
მაგრამ ომი გრძელდება,
ჩანაფიქრის გაგება რთულია,
როცა მხარეს არასოდეს იცვლი.
მოდი მოირგე ჩემის სხეული, ჩემი ცხოვრება,
შენი მძიმე სული, ჩემს მსუბუქ სხეულში ჩატენე.
მე კი შენ მძიმე სხეულში შემიშვი.
მოდი დავამტკიცოთ, რამდენად ერთიანი და სრუყოფილია თითოეული
ჩვენგანი,
მიუხედავად სქესისა,
რასისა,
კანის ფერისა,
სექსუალური ორიენტაციისაა
დილა მოგონებებით დაიწყო. გავლილი დღეები სულ თან დაგვდევენ. ადგები ნახევრად შიშველი, სიზმარსაყოლილი, აღგზნებული და საკუთარი კანის სუნს გრძნობ, მაგრამ ვერ სცნობ. იმიტომ რომ ეს უკვე შენი სუნი აღარ არის, ეს ყველა იმ კაცის სუნია, ვინც ოდესმე შენ სხეულს შეხებია. და პირველები არიან მამები. თავიდან სიყვარული ბავშვურია, მერე კი ძალიან ღრმად ფროიდისეული თეორიები, შიშს და ზიზღს იწვევნ შენში. ნდობა ქრება და ყველა კაცი პოტენციური მტერი ხდება. თავიდან ფიქრობ, რომ ცდები და არ ენდობი ინტიქტებს, მაგრამ როცა ცხოვრებაში სხვა კაცებიც ჩნდებიან, ხვდები რომ ერთადერთი რასაც უნდა ენდო საკუთარი პირველყოფილი შიშები და ინსტინქტებია. მხოლოდ იმ შემთხვევაში გაქვს გადარჩენი შანში თუ მოუსმენ, შენში მოჩურჩულე ხმას, რომელიც გაფრთხილებს, რომ კაცები საშიშები არიან. და განსაკუთრებით ისინი, ვინც ახლოს დაგტრიალებენ, ირგებენ მზრუნველი ნათესავების როლებს და არც ცდოლობენ საკუთარი ცხოველური ბუნების მოშინაურებას. თავიდან ისე გეხებიან, როგორ ბავშვს და თავის გარყვნილბას მამაშვილური გრძნობებით ფუთავენ. შენ უსიმოვნო შეგრძნება გეუფლება, მაგრამ მერე თავს დამნაშავედ გრძნობ, არ გაქვს საფუძველი კაცებს არ ენდო. მაგრამ შიში და ზიზღი ღამე არ გაძინებს, ზოგჯერ როცა ჰგონიათ რომ გძინავს ოთახში შემოდიან, ნახევრად შიშვლები და მათი მძიმე და ხმამაღალი სუნთქვა მარადიული უძილობისთვის გწირავს. შენ თავს იმძინარებ, ოფლში ცურავ და და გონებაში ხატავ, როგრო გაიქცე თუ დაგჭირდა, როგორ დაიყვირო, როგორ დაარტყა, როგორ დაიცვა თავი. და ტრაგიკული ის კი არ არის, რომ შენ ამის გადატანა გიწევს, არა ბრძლოის უნარი სისხლში გაქვს. მაგრამ მტკივნეული ის არის, რომ არ იცი რა მოხდება, როგორ გაიგებენ ამას სხვები. და გეშინია კაცებისა და ქალებისა უფრო მეტად, იმიტომ რომ იცი, ქალებს საკუთარი კაცების გამტყუნებას ურჩევნიათ, სხვა ქალები გაამტყუნონ. მერე რა რომ ჯერ არ ხარ ქალი. მერე რა რომ ჯერ 13 წლის ხარ. ჯერ ახლა ამოგებურცა მკერდი და გიჭირს საკუთარ სხეულს შეეგო. ჯერ კიდევ იბრძვის შენში ბავშვი და ქალის შემოშვება არ უნდა. მაგრამ გაზრდა შეუქცევადი პროცესია, და შენც იზრდება ამ კაცებთან ერთად, ეჩვევი ღამეულ სტუმრობებს და გიხარია, რომ არც ერთხელ არ დაგჭირდა გაქცევა. ხშირ და ხმამაღალ სუნთქვას ბალიშის ქვეშ დამალულ დანასთან ერთად ძილსაც მიეჩვიე.
გამოცდილებები, რომლებიც ცხოვრებაში უხვად გვიგროვდება, ყველაფერია. ჩვენ ამ გამოცდლებების შექმნილები ვართ, ჩვენი მშობლები ისინი არ არიან, ვისი კვერცხუდრედის და სპერმატოზიდის შერწყმის შედაგადაც გავჩნდით. ჩვენი მშობლები ისინი არიან, ვინც გამოცდილება შეგვძინეს. არ აქვს მნიშვნელობა გამოცდილება ცუდია თუ კარგი, ის უბრალოდ იმად გაქცევს, ვინც ვართ. ზუსტად ისე, როგორც ბიოლოგიური მშობლების თვალის ფერით, ბავშვის თვალი ფერის განსაზღვრა შეიძლება, დაგროვილი გამოცდილებთ შეიძლება განვსაზღვროთ ადამიანების შინგანი სამყარო.
ამ დილას კი ნახევრადშიშველი, ყავის ჭიქით ხელში დავდგები და ვილოცეებ, ყველასთვის ვინც ამ ქალად მაქცია. დავდგები და მადლობას გეტყვით ყველას, თქვენ შესანიშნავად ითმაშედ თქვენი როლი ჩემს ცხოვრებაში.
ჩემი ცხოვრება თქვენ გეძღვნებათ, კაცებს, რომლებმაც სცადეთ გაგენადგურებნეთ, მაგრამ ვერ შეძელით. მე აქ ვარ იმის დასამტკიცებლად, რომ ვერასოდეს გაიმარჯვებთ.
შენ ის სპერმა გეკუთვნოდა, რომელმაც დედაჩემის კვერცხუჯრედი გაანაყოფიერა. მაგრამ შენთვის ეს მხოლოდ შემთხვევითი აქტი იყო და სულ არ გჭირდებოდა ესეთი დასრული. ზოგჯერ კაცებს უყვართ ქალები, დედები, შვილები. მაგრამ შენთვის შვილი ცარიელ ადგილად ჩამოყალობდა. სიცარიელედ, რომელმაც საყვარელ ქალს დაგაშორა და არასოდეს გყვარებივარ. მე უფრო მეტოქე ვიყავი, ვიდრე შვილი. იშვიათად მეხებოდი, იშვიათად მიყურებდი, იშვიათად ამჩნევდი რომ ვარსებობ. და მე დღესაც მგონია, რომ კაცები ვერ მაჩნევენ. ვერ ამჩნევენ ჩემს დიდ მკერდს, დაჟინებული მზერის მიუხედავად. მე შენ მასწავლე, რომ შემიძლია უჩინარი ვიყო და მადლობელი ვარ, ეს ძალიან საჭირო ნიჭია, თუ გინდა გადარჩე. როგორც წესია, შენ პირველივე შესაძლებლობითანავე მიმატოვე, მე კი ვისწავლე, რომ კაცები უნდა წავიდნენ.
მაგრამ ყოველთვის მოდის ვიღაც, და ყველა მოსვლა კარგი არ არის, ისევე როგორც ყველა წასვლა არ არის კარგი. უბრალოდ უნდა დაიჯერო, რომ ყველაფერი სჭირო გამოცდილებაა და აუცილებლად გადარჩები. იზრდები და სწავლობ, ხვდები რომ ცოდნას შეუძლია გადაგარჩნოს და ყველგან და ყველაფერში ეძებ აზრს, ეძებ არსს და ვინც ეძებს პოულობს. თუ ფართოდ გახელი თვალებით იბადები, ყველგან შეგიძლია ნიშნების და მინიშნებების დანახვა.
და მთავარი მინიშნება ისაა, რომ ყოველთვის შეგიძლია გაიქცე. ხოდა გარბიხარ, ერთი კაციდან მეორესთან და ამ სირბილში იზრდები. ეგუები ცხოვრებას, საკუთარ თავს და იმ კაცებს, რომლებაც ამად გაქციეს.
დანაშაულის გრძნობას კიდევ ძალიან დიდხანს შეიძლებოდა დავეტანჯე , მაგრამ მიხვდი, რომ შავ ანაფორაში გამოწყობილი კაცები მატყუებდენ, რომ ის რაც ხდებოდა ჩემი ბრალი არ იყო. კაცების თვითონ არიან დამნაშავეები და არ შეიძლება, რამე ჩემი ბრალი იყოს, მარტო იმიტომ რომ ქალი ვარ. ამ შავ სამყაროში კაცებს აწყობთ, რომ დანშუალის გრძნობით თავდახრილებმა ვიცხოვროთ და ადვილად გვმართონ. ერთ დღეს კი მართლა ვიფიქრე, მეც ჩამეცვა შავი და დღედაღამ ამ კაცებისთვის მელოცა. იმიტომ რომ დანშაული, რომელსაც მათ მიმართ ვგრძნობდი, გამოსყიდვას საჭიროებდა. ჩემს ლოცვას მათთვის სამოთხეში ადგილი უნდა გაემზადებინა.
სწორედ ამ დროს, როცა წასავლელად გავემზადე, კიდე ერთი კაცი მოვიდა და მომეჩვენა, რომ დანაშაულის გრძნობამ თავი დამენება. ისიც მომეჩვენა, რომ შემეძლო დაკარგული ნდობა დამებრუებინა, მაგრამ მე იმაში შევცდი, რომ ნდობა კი არ დავკარგე, უბრალოდ ამ გრძნობის გარეშე დავიბადე.
და დაიწყო ახალი თავგადასავლი ახლ კაცთან ერთად, რომელიც წინებს არ ჰგავდა. ის უცხო იყო და მე მას საკუთარი სხეული მივეცი. მაგრამ მან სიხარულით კი არ მიიღო, უხალისოდ, უსიცოხლოდ დაეპატრონა. ეს სექსი არ იყო, ეს უფრო საკუთარი თავის დასჯა იყო, ეს უფრო სიკვდილის პრელუდიას გავდა, ან მომზადებას, სრული გაქრობისთვის, არ არსებობისთვის. მე ნელ ნელა ამ უარყოფას მივეჩვიე, მოვიშინაურე ვნებები და სამუდამოდ დასმარხად გავწირე. მაგრამ ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ ჩემს სულსაც ის ემართებოდა, რაც სხეულს. ნელ-ნელა ვკარგავდი სულის ატომებს და ვხედავდი როგორ დაცურავდენენ ჩემს გარშემო. ხოდა გამახსენდა, რომ შემიძლია გავიქცე. ავდექი და წამოვედი. ოღონდ თან იმდენი გამოცდილება წამოვიღე, წესით შეცდომები აღარ უნდა დამეშვა.
მაგრამ, როცა სიცოცხლე გინდა, გარდაუვალია არ შეგეშალოს. მარტო მაშინ იქცევი სწორად, როცა საფლავს საკუთარი ხელით ითხრი, უყურებ უზარმაზარ შავ ორმოს და სიკვდილის შიშით დაბრამვებულს, ცხოვრება გავიწყდება.
მე კი ცხოვრება ამ შავი სიცარიელიგან გაქცევას მივუძღვენი. დავდიოდი ქუჩებში ფერადი, ფრიალა, გამომწვები კაბებით და თვალებით ვფლირტაობიდი. ხარბად ვსუნთქვდი ჰაერს, ვტკბებოდი ქარით, წვიმით და მუსიკით, რომლიც მუდმივად მესმოდა.
შევეჩვიე ხალხმრავლობას, განაკუთრებით კი მეტროები შემიყვარდა. იქ იყო თავისუფელება და უამრავი სხეული, რომლებსაც სულები სიჩქარეში ეკარგებოდათ და აღარ იცოდენენ საით გაცეულიყვენენ. მე კი ვიდექი ყოველთვის, არასოდე ვჯდებოდი და ვეძებდი მინიშნებას, ვეძებდი ვინმე ჩემნაირს. ბევრინი იყნენ, ვისაც ყურსასმენები ეკეთა, ან წიგნს კითხულობდა, ან ორივე ერთად. მაგრამ არავინ არ იყო ის.
მერე ვიფიქრე, რომ კაცები ჩემი საქმე არ არის. კაცებს არ შეუძლიათ დამინახონ და აღმომაჩინონ. ისინი ან საერთოდ ვერფერს ხედავნ, ან მარტო სხეულს. ჩემთვის ეს საკმარისი არ არის. მე მჭირდება, ვინმე ვისაც ჩემი სულს გავუზიარებ, ვინც შეძლებს გაიგოს ვინ ვარ და სავსებით შესაძლებელია ეს იყოს ქალი.
სწორედ ამ დასკვის მერე აღმოვჩნდი იქ, სად ყოფნაც არასოდეს მდოებია. ან იქნებ ყოველთვის ეს მინდოდა, იქნებ ყოველთვის აქეთ მოვრბოდი მთელი ძალით და ამ კაცმა ყველაზე მნიშვენლოვანი მასწავლა, რომ ვიყო ჩემი საკუთარი თავი. განსხვავებით სხვა გამოცდილებებისგან, ამჯერად არ გავქცეულვარ, ამჯერად ის გაიქცა, მამაჩემივით. თითქოს ეს უსასრულო წრე ისე უნდა დასრულებულიყო, როგორც დაწყო, ბოლო კაცსაც უნდა მივეტოვებინე. მე კი დავრჩი მორჩილად, დაველოდე, და ეს ლოდინი ვაქციე აზრად.
ახლა ნახევრად შიშველი და სრულ სიშიშვლეს მიჩვეული, ვფიქრობ რომ არაფერი ყველაფერია. რომ სექსი უბრალო სექსია, სიყვარული უბრალოდ სიყვარული, ზიზიღი უბრალოდ ზიზღი, ცხოვრება უბრალოდ ცხოვრება, ღალატი უბრალოდ ღალატი. ეს ყველაფერი კი უბრალოდ სიტყვებია, უაზრო სიტყვები შინაარსის გარეშე. არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვი ან გააკეთებ, მთავარია როგორ გაიგებ. არ აქვს მნიშვნელობა რას გრძნობ, ის შიში და განცდები უბრალოდ მოგონებებია. შენ უბრალოდ უნდა ისწავლო ყველა დროში ცხოვრება და მადლობის გადახდა მათთვისს, ვის სუნსაც ყოველ დილით საკუთარ სხეულზე გრძნობ, იმიტომ ყველამ რაღაც მნიშვნელოვანი გაკვეთილი ჩაგიტარა. თითოეულმა თავისი არასებობთ უფრო ძლიერ ქალად გაქცია.
ბოლოსდაბოლოს შენ ისევ აქ ხარ, მათზე ძლიერი, მათზე ახალგარზრდა, მათზე ლამაზი და ახალი სამყაროა წინ. შეგიძლია ეს სამყარო კაცებით გაავსო, შეგიძლია ქალებით, ან ორივეთი ან უბრალოს საკუთარი თავი გამოიზოგო.
ყველაფერი შეგიძლია. ახლ გათენებულზე, განსაკუთრებით, როცა საწოლიდან ამდგარს სიზმარები აგყვება და საწოლს ყველასთან გაიყოფ, აღარ მოგიწევს ბალიშის ქვეშ დანები დამალო, ან სხეულის ქვეშ სული. შიშველი და ბედნიერი გამოიცვლი კაცებს ან ქალებს და ყველასგან რაღაცას ისწავლი, ყველასგან წამოიღებ შენთვის განკუთვნილ ნაწილს და უსარულებამდე შეძლებ გაიზარდო, ისინი კი ნელ- ნელა დაპატარავდებიან და გაქრებიან. საბოლოოდ შენ შეძლებ მათგან გაქცევას, მაგრამ ისინი ვერასოდეს განთავისუფლდებიან შენგან. შენი ნიჭი იმაშია, რომ ვერავინ დაგისაკუთრებს, ვერავინ გაგიგებს და ამოგხსნის. საიდუმლოები კი ყველას ყველაზე მეტად იზიდავს, მიხედავად იმისა რომ აზრზე არ არინ როგორ ამოხსნან.
შენ კი უკვე მიხვდი ნამდვილი ცხოვრება ამ ყველაფრის მიღმაა, კაცების, ქალების, სიყვარულის და სექსის მიღმა. ვნებები ხელს გვიშლიან სამყაროს სრული სურათის დანახვაში. სწორია დავიცალოთ ვნებისგან, იმიტომ რომ, სურვილებით დაბინდული ცხოვრება ნამდვილი არ არის. სურვილებისგან თავისუფლების მოპოვებით, მოვიპოვებთ ჭეშმარიტებას. ამიტომ ნუ დავიტოვებთ დაფარულ ვნებებს და ოცნებებს, მივცეთ თავს უფლება შიშვლებმა ვიცეკვოთ, გამოვუშვათ პირველყოფილი ინსტინქტები და სულ სხვა სამყაროების აღმოსაჩენად გავეშუროთ.
No comments:
Post a Comment