არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველთვის სავსე არიან
სათქმელით. რაღაცნაირ სქელტანიან წიგნებს ჰგვანან თხელი ყდებით. დადინ ესე და გზდაგზა
იფურცლებიან, იკითხებიან ზოგჯერ ხმამღლა და გამოთქმით, ზოგჯერ კი ჩურჩულით და გაუგებრად.
არსებობენ ადმინები, რომლებიც ყვეთელი პრესის ჟურნელბს
ჰგვანა, სავსენი არინ ფერად ფერადი სურათებით
და ეპატაჟური, მყვირალა სათაურებით.
არსებობენ გაზეთივით ადამიანები, რომლებიც რუხი და მოწყელი
ფურცლებიდან იყურებიან და ცდილობენ სიღრმეები იქ იპოვნო, სადაც არ არის.
..........
ზოგჯერ კი ხვდები, რომ იძულები ხარ დარჩენილი ცხოვრება,
დაუმთავრებელი წიგნივით გაატარო. ცარელა ფურცლევით
გადაშალო დღეები და მოგოგნებები, და ამბები უჩინარი მელნით წერო, იმიტომ რომ შეუძლებელია
ყველაფრი მოხდეს, ყველაფერი შეძლო, ყველაფარი მოასწრო. ზოგჯერ დგახარ, იყურები და გული
გწყება. შეუძლებელია ყველა სიცარიელე შეავსო. არის გამოტოვებული ადგილები და ამოხეული
ფურცლები წიგნში, რომლსაც შენი ცხოვრები ჰქვია. არის გნცდები, რომლებსაც ვარასოდე იგრძნობ.
არი ამბები, რომლებიც ვერასოდეს გადაგხდება და არის ცხოვრება, რომლითაც ვერასოდეს იცხოვრება.
ყველაფრი კი ჩვენი არჩევანის შედეგია, ზოგჯერ გაუზრებლის და ზოგჯერ გააზრებულის. გზა
იმდენია და ისეთი მრავალფეროვანი, თან გზაჯვარედინებითაა სავსე და სამწუხაროდ წარწერები
არ აქვს. აი აქ რეალობაში არ არსებობს არავითარი მითიური ნიშანი ან მინიშნება.
ისე დადიხარ როგროც ბრმა და იმედოვნებ რომ არ შეცდები, და როცა გეშლება თავრს ირწმინებ
რომ შეცდომები საჭირო გაკვეთილებია.
მაგრამ არის ასეთი ღამეებიც, როცა ნახევარად ჩაბნელებულ
ოთხში სარკის წინ დგეხარ და ვერ სცნობ არეკლილ გამოსახულებას. ვერ იხსენებ, რომელმა
გზებმა მოგიყვანეს სარკემდე. ცდილობ გაიხსენო, რომელი მოსახეხვევი იყო არასწორი სად
შეგეშალა პიველად, მაგრამ გახსენება შეუძლებელია შენ უკვე საბოოლოოდ და უიმედოდ ხარ
დაკარგული. უკან დასაბრუბელი გზები კი მოვადნილმა წყალდიდობებმა დიდი ხანია გაანადგურეს.
უყურებ გამოსახულებას, რომელიც სულ ოდნავ გეცნობა და გეცოდება, იმიტომ რომ მან არც
კი იცის რამდენ რამეზე თქვა უარი. ამდენი გზის გავლას ერთი ცხოვრება ვერ ეყოფა. ყოველთვის
დაგწყდება გული იმ ცხვრებაზე, რაზეც უარი თქვი.
არის ასეთი დღეებიც, როცა ხვდები რომ შენი ცხოვრება
უამრავი გამოტოვებული თავისგან შედგება. და შეიძლებოდა სწორედ ეს თავები ყოფილიყო ყველაზე
დაუვიწყარი. იყურები სარკეში და ფიქრობ, რომ როცა გზეები შეერთდება და გასავლელი აღარაფერი
დარჩება, დაჯდები და დაწერ,ყველა გამოტოვებულ თავს, გამოგონილი, არ მოხდარი, შეუმდგარი
ამბებით გაავსებ. და დაიჯერებ რომ რეალობა ხარ, რომელიც უბრალოდ ჰგავს გამოგონილს,
როგორც ბუენდიების ქაოსში და გადუღებელი წვმების
სეზონში ჩაკარგული ოჯახი.
შეხედავ საკუთარ დანაოჭებულ ანარეკლს და დაჯერება გაგიჭირდება,
რომ ეს შენ ხარ, რომ ეს ნაოჭები ის გზებია, რომლებიც იარე. დაჯდები და იბუტბუტებ გამოგონილ
ამბებს და ისტორიებს და ვერავინ მიხვდება, რას ამბობ, ვერავინ დაიჯერებს რომ დანაოჭებულ
სხეულში, რომელსაც სიბერის სუნი ასდის, ისევ შენ ცოცხლობ. ვერ დაიჯეებენ რომ სიკვდილიკენ
კი არ მიდიხარ , სიცოხლეში გინდა გადაეშვა თავდავიწყებით. და პატარავდები. ტკბილულს
ითხოვ ყველა შემხვედრისგან და შორეული ბავშვობის დღეებს იხსენებ, რომლებიც გუშინდელი
დღესავით გახსოვს. და არავინ, არავინ იჯრებს, რომ ისინი მართლა მოხდა. შენ კი ზიხარ
და ბუტბუტებ, ყველა სარკეზე თეთრ სუდარას აფარებ და ცდილობ დაივიწყო გზა, რომელიც სიკვდილისკენ
მიდის. დღით დღე პატარავდები, იკუნტები, როგორც ემბრიონი და ცდილობ დააჯერო ყველა,
რომ კი არ კვდები იბადები. შენ ნაბოდვარს კი უკვე აღარვინ უსმენ. ყველას ბეზრდება სიკვდილის სუნით გაჟღენთილს გიყუროს
და გისმინოს, მაშინ როცა მათ კიდევ შორი გზა აქვთ წინ.
მეტი გზა არ გაქვს ერთ მშვენიერ დღეს, როცა ყველა დრო
და ადგილი აგერევა, როცა თითის წოვით დაიღლები,
დაიჯერებ რომ უკვე დროა. უკვე დროა გადაეშვა და გაცურო სხვა სამყაროში. სამყაროში,
რომლსაც მთელი ცხოვრება იგონებდი.
No comments:
Post a Comment