უნდა
დავიწყო. დასაწყისზე რომ ბევრს ფიქრობდენენ,
კაცობრიობა ახლა აქ არ იქნებოდა ან შეიძლება უფრო შორსაც ყოფილიყო. 26 წელი და 11 თვე
დამჭირდა, რომ გამებედა. მე ვერ გეტყვით, რას ვწერ ან რაზე, არანაირ კონონზომიერებას
და მიმდევრულობას არ უნდა ელოდოთ ჩემი სიტყვებისგან.
აქ ისეთივე ქაოსი დაგხვდებათ, როგორიც მთელ სამყაროში ბატონობს. იქნებ სწორედ ქაოსი
ქმნის წესრიგს? არ ვიცი. შესაძლოა ჩემი ერთაერთი ცოდნაც ეს არის, მაგრამ აქ პასუხები
არ დაგხვდებათ. არც კი ვიცი არსებოებს თუ არა ისინი საერთოდ? და თქვენ დარწმნუბული
ხართ საკუთარ არსებობაში? მზად ხართ ამ არსებობის სრულ აბსურდულობას უფლება მისცეთ
თქვენში დასახლდეს?
რა
გახსოვთ იმ დროიდან, სანამ ჟანგბადს პირველად ჩაისუნთქავდით? რა განაპირობებს ჩვენ
არსებობას? როგორ გგონიათ რა ხდებოდა მანამ, სანამ ერთი მოწინავე სპერმატოიზოიდი გასანყოფიერაბლად
გამზადებულ კვერცხუჯრედს შეერწყმებოდა? ან იმ შერწყმის მომენტში ვინმემ რამე იგრძნო?
როცა დედამიწას ჩემი 37 ზომა ფეხებით დავაბიჯებ ვინმე გრძნობს ჩემი 59 კილო სიმძიმეს?
საერთოდ რამდენი კილო ვიქნებოდი რომელიმე სხვა პლანეტაზე ან თუნდაც შავ ხვრელში რა
დაემართებოდათ ჩემ 37 ზომა ფეხებს? გიფიქრიათ აქამდე? თუ კი შემიძლია გაგიღიმით, იმიტომ
რომ თქვენც ქაოსის ნაწილი ხართ და თუ არა მაშინაც შემიძლია გაგიღმოთ, კეთილი იყოს თქვენი
მობრძანება ქაოსში.
შემიძლია
ვთქვა, რომ სამყარო იცვლება, ადამინები იცვლებიან, მე დევიდ კოპერფილდის თანამედროვე
ვერსია ვარ, რომელიც უცნაური სამყაროების შერწყმის
შედეგად გაჩნდა. მე მუტანტი ვარ. არ შემიძლია გითხრათ რისი მწამს. წეღან გითხარით,
რომ სამყარო იცვლება, მაგრამ ხშირად მეჩვენბა, რომ ყველაფერი წრეზე ბრუნავს და ისიც
კი არ ვიცი, რისი ფორმა აქვს ამ წრეს. რა არის წრე? რა არის რეალობა? თქვენ რისი გწამთ?
ყველა
წიგნი, რომელზეც მსმენია ერთი დიდი მონოლოგია, მე თქვენ დიალოგში გიწვევთ. ერთ დღეს
ავდექი და ამბიცებს, რომლებიც დიდი ხნის წინ დავმარხე სამარხიდან გამოსვლის უფლება
მივეცი. ახლა მე ვზივარ და ვცდილობ შევქმნა. ამაზე აბიციური იდეა არც ერთ სამყაროში,
არც ერთ რეალობაში და არც ერთ ილუზიაში არ დაბადებულა. იდეას, შექმენა რაღაც თან მაშინ,
როცა საკუთარი არსებობის არ გჯერა, შეუძლია შეგაშინოს. მაგრამ მე მივხვდი სამყარო უკიდურესობებია.
აი, მაგალითად ან არსებობ ან არა. მე ან ვწერ ან არა და ვცდილობ არ შემეშინდეს. შეიძლება
ეს ერთადერთია, რაც უნდა ვქნა.
მე
არ მინდა ჩემი აზრები ან უფრო სწორად უაზრობა მოგახვიოთ თავს და დაგაავადოთ, მაგრამ
არჩევნის ილუზიის არსებობას თუ ვიწამებთ თქვენ შეგიძლიათ ეს წიგნი დახუროთ, თაროზე
სხვა წიგნების უკან დამალოთ, გადააგდოთ, დაწვათ ან სულაც წაიკითხოთ. მაგრამ ფრთხილად,
წინასწარ გაფრთხილებთ აქ მარტო მათვისაა ადგილი, ვინც დაკარგულია ან მზად არის უზგო
უკვლოდ დაიკარგოს. აქ მარტო მათთვისაა ადგილი, ვინც ვერ აირჩია, ვერ იწამა, ვერ იგრძნო, ვინც იცის, რომ არაფერი
იცის, მაგრამ მაინც გადაწყვიტა იფიქროს. აქ მარტო მათთვისაა ადგილი, ვინ არაფერი არ
იცის, იმათ კი ვინც გადაწყვიტა დაიჯეროს ის, რაც შესთავაზეს ვურჩევ დრო არ დაკარგოს,
ისიამოვნეთ მეგობრებო იმით, რაც გაქვთ ან გგონიათ, რომ გაქვთ.
ჯერ
კიდევ აქ ხართ? დავბრუნდი, შემთხვევით (ნამდვილად ხდება შემთხევით რაღაცები?) თითი
დამყვა ან დავიყოლე კარადაში, რომელი უფრო
სწორი ნათქვამი იქნება დამყვა თუ დავიყოლე? მოკლედ ძალიან მეტკინა, აი ამ წუშიც, როცა
მარჯვენა ხელის შუათითს კლავიატურას ვუწკაპუნებ ყრუ ტკივლს ვგრძნობ ფრჩხილის სიღრმიდან.
რა არის ტკივილი? ყველას გიგრძვნიათ, ყველას გტკიებიათ და ყველას შეგიძლიათ აღწეროთ,
მაგრამ ყველა აღწერილობა განხვავებული იქნება. რატომ? იმიტომ, რომ... პასუხი შეგიძლიათ
თვითონ დაასრულოთ.
ჩემი
ვერსია კი ასეთია: ობიექტურობა ტყუილია. თუ, ვიმეორებ, თუ რამე არსებობს ის ნამდვილად
სუბიექტურია. ჩემთვის კი ტკივილი ყველაზე მეტად ნაცნობი და გამოცდილი ილუზიაა. მე მასთან
ერთად დავიბადე, ახლა 26 წლის ვარ და გადავწყვიტე ავყვე იდეას, რომელიც ჩემში დაიბადა
ან შეიძლება მე დავიბადე იდეაში. მომდევნო 3 წელი დავწერ, არაფერს განსკუთრებულს უბრალოდ
დავწერ. არ მიყვარს წესები, როლის მიხედვით თამაშსაც გამუდმებით მთავაზობენ, ამიტომ
ეს არ იქნება ის ტრადიციული ლიტერატურა, რაც კაცობრიობის არსებობის მანძილზე შექმნილა.
ეს იქნება ერთი დიდი აურზაური და გაუგებრობა, ზუსტად ისეთი როგორიც მე ვარ. თუ ეს ყველაფერი
უაზრობად მოგეჩვენბათ, ზუსტად იგივე უაზრობად შეგიძლიათ აღიქვათ ჩემი არსებობაც. იმიტომ,
რომ ეს მე ვარ. ყველანაირი აზრის და მიზნისგან შორს, სრული აბსურდი, არსებობა არ არსებობის
ზღვარზე დაკარგული, ერთდროულად სავსე და ცარიელი არსება, რომელმაც არ იცის. მე არ დაგიმტკიცებთ
არაფერს. პირიქით. იფიქრეთ, იფიქრეთ, იფიქრეთ, რაც და როგორც გინდათ. იქნებ, როგორმე
მოვიფიქრო წერის ისეთი ფორმა, რომ თქვენი მოსმენა
მეც შევძლო.
ხანდახან
გული მისკდება, რომ ერთი პატარა, უცნაურ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში დავიბადე. ხანდახან
კი ვგრძნობ რამდენად ერთნაირია ყველა ქვეყანა. მაგრამ მე მიყვარს ეს ჭუჭყით და ფანატიზმით
სავსე დედამიწის პატარა კუთხე, სადაც ყველაფერია. ზოგადად ფანტაზიებში ვიჭედები ხოლმე,
მიჭირს ისეთი რაღაცეების წარმოდგრნა, რაც არ მინახავს და იცით რამდენი რამეა სამყაროში,
რასაც ვერასოდეს ვნახავ? ხანდახან ძალიან სევდიანია ,,ყველაფერი“, მითუმეტეს მაშინ
თუ ყველაფერი არაფერია და არაფერი ყველაფერი. და თუ არაფერი ყველაფერია და ყველაფერი არაფერი,
საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა სად დავიბადე ან რა მქვია. მაგრამ სინამდვილეში თუ ის
საერთოდ არსებობს, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა.
დღეს მე და მარჯი როკ ჯგუფს ვუსემნდით, რომლიც 1992 წელს ჩამოყალიბდა საქართველოში.
რა იცით საქართველოზე და იმაზე რა ხდებოდა იქ ამ დროს? მოკლედ გეტყვით იქ ბნელოდა და
ციოდა ძალიან დიდი ხნის განმვალობაში. ადამიანებს არ შეეძლოთ ოცნებებს გაჰყოლოდნენ
იქ ადამიანებს საერთოდ არ შეეძლოთ ოცნება. უბრალოდ თავის გადარჩენას ცდილობდენ. ეს როკ ჯგუფი ძალიან ძალიან კარგი იყო, მაგრამ ის
საქართველოში დაიბადა, მისი წევრები კი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში მოევლინენ ქვეყანას.
ამ მიზეზების გამო მსოფლიომ ვერაფერი გაიგო მათ შესახებ, არადა სხვა დასავლურ ქვეყანაში
რომ ეცხოვრათ მათი ნიჭი დედამიწის ყველა კუთხეში ჩააღწევდა და ადამიანების ცხოვრებასაც
შეცვლიდა. ახლა ხვდებით რა სევდინია იყო პატრა ქვეყნის შვილი, სადაც ნიჭი ისე კვდება,
რომ ვერასოდეს ახერხებს გზა იპოვოს. მაგრამ ჩვენ სასრგებლოდ უნდა ითქვას ისიც, რომ
ასეთ ქვეყნებში განსაკუთრებით ხშირად იბადებიან
ნიჭიერი ადამინები. რა არის მთვარი ნიჭი თუ მისი აღმოჩენა და სხვებამდე მიტანა? საერთოდ
რა არის ნიჭი? ალაბთ სხვებზე წარუშლელი შთაბეჭდილების დატოვებაა ნიჭი. შენი კვალი დატოვო სხვა ადამიანების სულზე და ცნობირებაზე,
მათ პიროვნებაში უხილავი შენი ნაწილი შეინახო და ზოგჯერ ისე მოხდეს ეს ყველაფერი, რომ
ადამინები ვირც კი მიხვდნენ სად გადის ზღვარი მათ და შენს შორის.
რამდენი
ნიჭიერი ადამიანის ნაწილს ვინახავ ჩემში და ხანდახან როგორ უიმედოდ ვიკარგბი მათ და
ჩემს აზრებს შორის. შეუძლებელია ზღვარი გაავლო, შეუძლებელი მიხვდე სად მთავრდები შენ
და იწყება სხვა, ან სად მთავრდებიან სხვები და იწყები შენ. ერთადერთი, რაც რჩება მთლიანობის
განცდაა. ჩვენ ერთამანეთში ვიკარგებით და ერთმანეთში ვპოულობთ ჩვენს დაკარგულ ნაწილებს.
ვინ
გენატრებათ ახლა, ამ წუთას? ... ხანდახან, როცა გარეთ ღამეა, მაგრამ ვარსკვლავების
და მთვარის გარეშე, შეიძლება იგრძნო, იგრძნო, რომ ვიღაც გენატრება და შეეცადო გაიხსნო
ვინ, მაგრამ გრძნობები უკითხავად ჩნდებიან ან პირიქით, შეიძლება მათი საშუალებით ვპოულობთ
საკუთარ თავებს. მე არ ვიცი რას გრძნობთ, მე შემიძლია წამოვიდგინო, მაგრამ ვერასოდეს
გავიგო ბოლომდე. მე ვიცი რას ვგრძნობ, მაგრამ ესეც კი ვერ ხდის გასაგებს იმას, რაც
ჩემს გარშემო ხდება. ძნელი მისახვედრია ვინ ხარ და უფრო ძნელია გაიგო ვინ გენატრება
ბნელ ღამეებში. რამდენი ადამიანი გვხვდება, ჩვენც ვხვდებით ადამიანებს და დიდი ხნის
მანძილზე გვჯერა კანონზომიერების, გვჯერა შემთხვევითობის ძალის, გვჯერა, რომ აზრი არსებობს.
მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა აღმოაჩენ ყველაფერი რისიც გჯეროდა, ყველაფერი რასაც გრძნობდი
განწირულია. განწირული ხარ იმისთვის, რომ ერთ დღეს გამოფხიზლდე და მიხვდე, რომ აქამდე
რაც აშენე, აქამდე რაც იგონე ერთ დღეს ჰაერს შეერევა და გაუჩინარდება. მაგრამ რაღაც
მაინც დარჩება, როგორც ოკიანიდან აორთქლებული ჰაერს შერეული წყლის მოლეკულები რჩებიან.
მაგრამ კითხვა რომელიც ახლა მაწუხებს პასუხგაუცემელი რჩება. ვინ მენატრება? ღმერთი?
ადამიანი? თუ უბრალოდ საკუთარი თავი? ან იქნებ ღმერთი და საკუთარი თავი მენატრება სხვა
ადამიანში?
ადამიანებს
რაღაც გვჭირდება. რაღაც რაც თითქმის ყველა შემთხვევაში სხვადასხვა რამეა. მე მარტო
საკუთარ საჭიროებებზე შემიძლია ლაპარაკი და ამაშიც კი ვერ ვიქნები დარწმუნებული. ხანდახან
გრძნობ როგორ გიჭერს ყველში რაღაც უხილავი და ცდილობ თავი დაიხსნა, რაც მეტს ფართხალებ,
რაც მეტად გეჩვენაბ, რომ გადარჩენა შეუძლებელია, სწორედ მაშინ უკიდურეს მომენტში ყოფნა
არ ყოფნის ზღვარზე თავისუფლდები. თავისუფლდები და გიკვირის, მაგრამ უკვე ნასწავლი გაქვს,
რომ კითხვებზე არავინ გიპასუხებს, მითუმეტეს საკუთარი თავი.
მე
მარტო ის შემიძლია ავიღო თეთრი ფუცელი და დავწერო, მე შენ მენატრები, მნიშვნელობა არ
აქვს ვინ ხარ ან ხარ თუ არა საერთოდ. ჩვენ ის ვართ, რასაც ვგრძნობთ ან ის, რისი შეგრძნებაც
შეგვიძლია.
ბრაზი.
უწესრიგობა. გრძნობ, რომ რაღაც გიგანტური ზომის ცხოვრობს შენში, შენთან ერთად და შენ
მშობიარობისთვის ემზადები. ის იზრდება შენთან ერთად, ბევრს ჭამს, უხილავი ჭიპლარით
გიკავშირდება უხილავ პალცენტაზე და შენი უხილავი ნაწილებით იკვებება. ხან ისე სუსტდები
ფეხზე დგომა გიჭირს. მძიმდები, აუტანელი საზიდია უხილავი გიგანტი, რომლიც შენში იზრდება
და შენ არც კი იცი რა ფორმა აქვს. ხანდახან გეშინია, რომ ერთ დღეს ის მონსტრად ქცეული
თავს დააღწევს შენი სხეულის ტყვეობას და გაგანადგურებს. ხანდახან კი გრძნობ როგორ სასწაულად
გიყვარს არსება, რომლიც შენში შენ თანვთან
რომანის შედეგად ჩაისახა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ ყოფილა ლამაზი სიყვარულის
ისტორია. ეს იყო ომი. როცა საკუთარ თავს ომი გამოუცხადე, როცა პირველად იფიქრე, რომ
სიყვარულს არ იმსახურებდი, ეს ისტორიაც მაშინ დაიწყო. სარკეში უყურებდი საკუთარ ტუჩებს,
ცხვირს, თვალებს და ცდილობდი დაგენახა მათ მიღმა სამყარო. უყურებდი სარკეში საკუთარ
თავს და გრძნობდი, რომ არ იყავი საკმარისი. არ იყავი საკმარისად შენ და არც სხვა იყავი.
ამიტომ სიყვარულის ძებნა საკუთარ თავს გარეთ დაიწყე, მაგრამ ნათქვამია რომ იმას, ვინც
ხარ ვერსად გაექცევი. შეგიძლია გძულდეს, შეგიძლია ატკინო, დაამცირო, დასაჯო, მაგრამ
ვერ გაექცევი. შენ ყველა გზა სცადე ყველა ადამიანს განუსაზღვრელი რაოდენობის სიყვარული
გადაუსხი ძარღვებში. მაგრამ საკუთარი თეთრი კანიდან, მაინც არასკამარისად მოსჩანდი.
ვერასოდეს ვერ გახდი საკმარისი შენი საკუთარი
თავისთვის. და ერთ ღამეს, როცა გადაწყვიტე ისევ ჩაგეხედა სარკეში, საკუთარ თვალებში
რაღაც დაინახე. მაშინ პირველად იგრძენი მძიმე მოძრაობა შენს შიგნით. მაშინ პირველად
მიხვდი, რომ ორსულად ხარ. და დაფიქრდი ხარ თუ არა მზად, რომ გააჩინო შიში, სევდა, ტკივილი
და მთელი ის აურზაური, რომელიც შენში მომწიფდა და განაყოფიერდა. აღმოჩნდა, რომ მზად
არ ხარ. საერთოდ არაფრისთვის არ ხარ მზად. დაიცდი, ან გაიქცევი ან დაიმალები, ან უხილავ
მუცელს უხილავი ნაჭრით აიკრავ. არ არის ეს ორსულობა კანონიერი და როცა დრო მოვა წახვალ,
როგორც ველური ნადირი და სადმე ადამინებისგან შორს, ჩაბნელებულ ტყეში ხისი ძირას იმშობიარებ.
მაგრამ არა, არ გინდა ამის გაკეთება. შიში უფრო ძლიერია. რა გამოძვრება შენი სიბნელიდან,
როგორი იქნებ შენი სიძულვილის და სისუსტის ნაყოფი. ოდესმე შეძლებ მას სახეში შეხედო?
ოდესმე შეძლებს ის გაპატიოს? გაპატიოს, რომ ვერ მიიღე, ვერ აღიარე, ვერ შეიყვარე და
წლებია უკვე შენგან გამოსვლის ნებას არ აძლევ. მაგრამ როდემდე, როდემსე შეაკავებს მის
წამლკველ ძალას შენი გაფითრებული კანი და დასუსტებული ძარღვები. მალე დრო დადგება.
და ეს იქნება გარდამტეხი წამი, არჩევანი დედას და ნაყოფს შორი. რომელი ჩვენგანი გადარჩება?
ალბათ შენ. იქნებ სიცოცხლე ორსულობაა, იქნებ ჩვენ საკუთარ თავზე ვართ ორსულად და ვემზადებით
მშობიარობისთვის, იქნებ სიკვდილის შიში მშობიარობის შიშია. სიკვდილი კი საკუთარ თავზე
მშობიარობაა და მეტი არაფერი. და მე მოვკვდები შენ კი გადარჩები, ნამდვილი და სრუყოფილი,
შენ, ვის სარკეში დანახვაზეც მთელი ცხოვრება
ვოცნებობდი.
დავიღალე,
მთელი დღეა დივანის გარშემო ვტრიალებ, ხან ვწვები ხან ვჯდები. რომ იცოდეთ რა დამღლელია
საჭირო პოზის მოძებნა და პულტის ხელში ჭერა, როცა არ იცი რა გინდა. კედლები თეთრია,
ფანჯრებში ქარია და მარტივია იცოდე სად ხარ. ოთახს გარეთ სამყარო ქარის გრიალში იკარგება.
მე ვიღლები, მინდა გავიქცე საკუთარი სხეულიდან, მაგრამ ალაბთ ეს დაღლილობა სხეულის
კი არა, იმის ბრალია, რაც ამ სხეულის მიღმა იმალება. რა ვარ? სევდით და ცრემლით სავსე
ჯადოსნური ბურთი, რომელიც იცლება ხანდახან, მაგრამ მაგიის წყალობით ისევ ხელახლა იბერება.
რა უფრო საშინელია, როცა ყოველთვის
მეტის სურვილი გაქვს და მეტი არ არსებობს თუ როცა საერთოდ არაფერი არ გინდა? სავსე
ხარ, მაგრამ მაინც არ ხარ საკმარისი. ყველაფერი გაქვს, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი.
გიყვარს, მაგრამ მაინც არ არი საკმარისი. უყვარხარ, მაგრამ არ მაინც არ არის საკმარისი.
ბედნიერი ხარ, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი. იტანჯები, მაგრამ არც ეს არ არის საკმარისი.
არაფერია, ყველაფერი გინდა, მაგრამ არაფერი გაქვს. ყველაფერია, მაგრამ არაფერი გინდა,
რაც გაქვს. სად ხარ? სად ვარ? მე მინდა მეყოს, მე მინდა არსებობა საკმარისი გახდეს. უბრალოდ ვისუნთქო და ყავის სუნით დავტკბე. ყავა
მწარეა და სურნელოვანი, საკმარისად ძლიერი, რომ გამომაფხიზლოს ბურანიდან, რომელშიც
ყოველდღე ვიკარგები. გრძნობ, რომ შენ არ აგირჩევია არაფერი? არ გადაგიწყვეტია უსარულო
სევდით გატენილი ხორცის ნაჭერი ყოფილიყავი? საიდანღაც მოხვედი აქ და ასეთი. რამდენჯერ
გიოცნებია სხვა ყოფილიყავი, ის ვისაც შეუძლია იკისკისოს ისე, თითქოს ზაფხულის პირველი
დღეებია და ზღვის ტალღებში დაკარგული თავისუფლების პოვნა შეიძლება. პოვნა არ ვიცი,
მაგრამ რაღაცების სწავლა შეიძლება, მეც ვისწავლე უდარდელი გადაკისკისება, ამ დროს თავს
უკან ვწევ და ყელზე სისხლძარღვები მებერება. საკუთარ ყელს ახლო კადრიდან ვხედავ და
ვგძნობ თითქოს მე მართლა სხვა ვარ. ვუყურებ ჩემს თავს მხიარულს, ვყურებ ჩემს სხეულს,
რომლსაც სიცოცხლე ყელში ნაზად უჭერს და მაინც არ მყოფნის. საკუთარი სიცილითაც კი არ შემიძლია ვიყო კმაყოფილი.
შენ
მიყურებ თვალებით, რომლშიც ყველაფერს ვხედავ რაზეც მიოცნებია და წამის მეათასედში ვგრძნობ
სრულყოფილებას. მაგრამ თვალებს უცნაური ჩვევები აქვთ, ხამხამებენ ან სხვა მიმართულებით
იყურებიან. შეუძლებელია მათ მუდმივად ერთი მიმართულებით ყურება აიძულო. შენ კი არა
მეც ვერ შეძლებ მუდმივად შენ თვალებში ვიყურო. ხან დავახამხამებთ, ხან დავხუჭავთ, შეიძლება
სხვაგან გავიხედოთ ან სულაც დავბრმავდეთ. წამი გრძელდება სრუყოფილება და დანარჩენ მარადისობას
ამ სრუყოფილების მონატრებაში ვატარებთ. აი თურმე რა ყოფილა მონატრება.
მე
ვზივარ და საკუთარ ცხოვრების ფრაგმენტებიდან მოკლე მეტრაჟიანი ფილმის აწყობს ვცდილობ.
ვცდილობ მოვაწონო ჩემი საკუთარი ცხოვრება ჩემ საკუთარ თავს. ხანდახან სულელივით ვიღიმი.
მახსენდები და ვერაფრით ვხვდები რაში მჭირდება ეს ყველაფერი, რაში გვჭირდება ეს ყველაფერი.
შიში.
მე ვზივარ და მეშინია მონატრების და დავიწყების. უფრო მეტად კი იმის მეშინია, რომ მონატრების
და დავიწყების შიში გაივლის. და მე დამავიწყდება, რა გრძნობაა, როცა რაღაც გაქვს დასაკარგი.
მეშინია. შენი დაკარგივის კი არა, იმის, რომ შენ თუ დაგკარგავ აღარაფერი დამრჩება დასაკარგი.
მეშინია იმის ვინც ვარ, იმიტომ რომ ჩემნაირებს
არა შეუძლიათ რამე ჰქონდეთ. მე არ შემიძლია ვინმე ვიყო და დასაკარგი რამეების შენარჩუნებისთვის
ვიბძოლო. და მეშინია, რომ შენ ამას ვერ გაიგებ ან უფრო მეტად იმის მეშინია რომ გაიგებ
და ილუზია, რომლის თანხამადაც ახლა იმედი მაქვს, რომ მარტოობას შეიძლება ეშველოს ილუზიად
დარჩება.
და
ვბრაზობ, იმიტომ რომ სენტიმენტალური სულელი ვარ და ამას ვერაფერს ვუხერხებ. მცხვენია.
მცხვენია. უბრალოდ მინდა ლამაზად ჩავიცვა, ტუჩები შევიღებო, სადმე ხალხმრავალ, ნაკლებად
განათებულ ადგილას წითელი ღვინით ხელში დავჯდე, უდარდელად ვიცინო, თავი უკან გადავაგდო
და სიცოცხლეს უფელება მივცე ყელზე ისე შემეხოს, როგორც თვითონ უნდა.
იმედია
ხვალ სხვა დღე სხვა ფერებით გათენდება.
ზოგჯერ
გათენებას იმაზე ნაკელბი დრო სჭირდება ვიდრე წარმოგვიდგენია. ზოგჯერ რიტმებს, ბგერებს
და ენარგიას უფლება უნდა მისცე შენში შემოვიდეს, რომ შენი ყველა უჯრედი სასიამოვნეო
მელოდიებით გაიჟღინთოს. აი, ადამიანად ყოფნის უპირატესებაც ეს არის. ჩვენ ვქმნით რაღაცას და ჩვენ ქნილებებს ენეგიების
სახით ერთმანეთს გადავცემთ. ახლა უკვე შემიძლია ფეხზე წამოვხტე და მთელი სხეულით ნაგრძნობი
სიცოცლხის ძალით ავცეკვდე, ისე თითქოს ეს დღე პირველიცა და უკანასკენლიც, ისე თითქოს
ყველაფერი, რაც ოდესმე მიგრძვნია და რასაც ოდესმე ვიგრძნობ ჩემში ერთდროულად იყრის
თავს, რომ ჩემთან ერთად რიტმებში დაიკარგოს. ოღონდ ეს დაკარგვა პოვნასავითაა, ჰარმონიის
წარმიერი პოვნასავით. მე ვსუნთქავ და ურფრო
მეტისც, მე ვცეკვავ. ეს საკმარიასია?
არა,
საკმარისი უბრალოდ არ არსებობს. ცრუ იმედებს ხანდახან ჩვენი გადარჩენა შეუძლიათ. მაგრამ
ახლა მომავალი დაცარიელდა და ჰორიზონტი გათეთრდა. ტყუილი, რომლსაც მთელი ცხოვრება სასმელში
ვიწვეთებდი და დოზებს ეტაპობრივად ვზრდიდი, იმიტომ რომ ვეჩვეოდი და აღარ მყოფნიდა ან
უბრალოდ მთლიანად მოგნილი სამყაროს გაგებას საკუთარი თავის მოტყუებით ვცდილობდი, ერთ
დღეს გაუჩინარდა. დანაკარგი, რაც არ უნდა არასაჭირო იყოს, მაინც აუტანლად მძიმე მისაღებია.
მაგალითად, აპენდიქსი, ის ევოლუციის შედაგად თითქმის უსარგებლო ორგანოდ იქცა, რომელიც
მაინც გავაქვს და ხშირად აუტანელი ტკივლის
წყარო ხდება, მერე კი ამ ტკივილის მოშორებას და მკურნალობას ვახერხებთ. სიმართლე კი
ის არის რომ არასაჭირო ადამინების დაკარგავაც ისეთივე მტკივნეულია, როგორც მაგალითად
არაჯანმრთელი ორგანოს ამოჭრა. მაგრამ ვსწავლობთ მკურნალობას. ვიწყებთ მკურნალობის კურსს
ტყუილის თერაპიებით. ვიწვეთებთ ჭიქაში რამოდენიმე წვეთ კეთილ ტყუილს და ცრემელბში ვაზავებთ,
რომელსაც იმედგაცრულების სუნი ასდის. როგორი სუნი აქვს იმდეგაცრუებას? წარმოიდგინეთ,
რომ ცარიელ, დიდი ხნის წინ მიტოვებულ სახლის კარში შედიხართ, სადაც აბლაბუდებში გარდამტყდარი
სინათლის სხივები მტვრის უხილავ ნაწილაკებს ხილულად აქცევენ და თქვენ ხვდებით, რომ
უპატრონო სახლი თქვენ თვითონ ხართ. სინათლის სხივები კი იმედებია, რომლებიც თქვენი
საკუთარი მაჯებიდან გამოშვებულ უხილავ, ტყუილების ქშელში გახვეულ ილუზიებს ხილვადს
ხდის და ახლა დროა იმედგაცრუების სუნთან ერთად ახალი ცხოვრება დაიწყო, სიცარიელეში
და სითეთრეში. იქ სადაც არაფერია, გარდა გამოცდილებისა, რომელიც აღარც კი იცი რაში
უნდა გამოიყენო. რაში გჭირდება გამოცდილაბა? აქ ილუზიების სამყაროში, სადაც რეალობას
ის ფერი შეგიძლია მისცე, რომელიც უფრო მოუხდება შენი კანის ფერს, ყველაფერი არასაჭირო
ხდება. შენ უბრალოდ სიმყარე გჭირდება, მაგრამ ვერ შეძელი და მთავარი ტყუილი ვერ დააჯერე
საკუთარ თავს. ვერ დააჯერე, რომ მარტივი ჭეშმარიტებები არსებობს და ადამანებს მათი
გამოგონების თანდაყოლილი ნიჭი აქვთ, ოღონდ შენ არა. შენ არ შეგიძლია დაჯერება ყველაზე
მარტივის, მაშინ როცა ყველაზე აბსურდულის გამოგონება და მიღება ყავის დალევაზე მარტივად
შეგიძლია.
ახლა
შენ გული გწყდება, რომ იგრძენი რამდენად ცარიელია მომავალი, რომლსაც შეეძლეო შენ ყველა
კითხვაზე ეპასუხა. ახლა შენ გეშინია ამ უპასუხო კითხვების და ტყუილების, რომლებითაც
ამ სიცარიელის შევსებას მომავალში შეეცდები. მაგრამ ეს სიცარიელე ერთადერთია, რაც გაქვს,
ეს სიცარიელეა სიცოცხლე, რომელსაც იმით ვავსებთ, რაც ჩვენი სიღმიდან გამოდის და გარდატყდება
საერთო, აბალაბუდებთ, მზის სხივებით და მტვრის ნაწილკებით სავსე სივრცეში, რომელსაც
სამყაროს ვეძახით. რა მნიშვნელობა აქვს რა იქნება? საკუთარ თავს მაინც ვერ გასცდები,
მაინც დაუშვებ შეცდომებს, ისე როგროც მარტო შენ შეგიძლია, მაინც მოიგონებ ტყუილებს
ისე, როგორც მარტო შენ შეგიძლია და მაინც იცოცხლებ, ისე, როგორც მარტო შენ შეგიძლია.
სულ ეს არის რაც ხარ, სულ ეს არის რაც გევალება. იყავი.
დღეს
პირველად შევამჩნიე საკუთარ თმაში ჭაღარა და ეს გამიხარდა. რა შეიძლებოდა ყოფილიყო
იმ სიხარულის მიზეზი, რომელიც საკუთარი დაბერების პროცესის აღმოჩენამ გამოიწვია? სინამდვილეში
არ მეშინია სიბერის? და თუ სიბერის არ მეშინია, არც სიკვდილის მშინებია, იმიტომ რომ
მეორე პირველის ლოგიკურ დასასრულს წარმოადგენს. იქნებ სიკვდილთან მიახლოვებამ გამაბედნიერა,
შევხედე საკუთარ ჯერ ახალგაზრდა სახეს და ჩემ ერთ ღერ თეთრ თმას, რომელიც დასასრულის
დასაწყისად აღვიქვი და შვება ვიგრძენი, რომ დროებითია ის, რაც ხდება. დროებით ვარ აქ
გაჭედილი. სიკვდილი კი არსებობს, როგორც გზა, ხსნას ან ცვლილება და ის არც ისე შორსაა.
ცვლილებები. მოდით ვილაპრაკოთ ცვლილებებზე, როგორც გარდაუვალ საჭიროებებზე, როგორც
მიზეზებზე, რომელთა წყალობითაც სამყარო არსებობს. ჩვენ და სამყარო ცვლილებების წყალობით
ვართ აქ. ვინც ან რაც არ იცლება ვერ გადარჩება. იქნებ გადარჩენაა მთავარი და ის სულაც
არ ნიშნავს ცოცხლად დარჩენას? ყველა ცოცხალი გადარჩენილი არ არის და ყველა, ვინც გარდაიცვალა,
მკვდრად ვერ ჩაითვლება. მთავარი ამ უსასრულო, სასრულ სამყაროში შეცვალაა და შეიძლება
ეს შეცვალა უბრალოდ საკუთარი თავის ან საკუთარ თავზე მეტის პოვნის პროცესია. შეიცვალო
ნიშნავს მოგეცეს შანსი ახლი ხედვის, ახლი ხედვა ნიშნავს მოგეცეს შანსი ახლის შემეცნების,
ახლის შემეცნება ნიშნავს მოგეცეს შანსი განვითარდე, განვითარდე ნიშნავს მოგეცეს შანსი
გაიფართოვო ცნობიერება, გაიფართოვო ცნოებიერება ნიშნავს მიუახლოვდე სამყაროს. ბოლოს
კი გარდაიცვალი, საბოლო ცვლილება, რასაც განვიცდით სიკვდილია და თუ ყველა ცვლილება გადარჩენის შანსია, იქნებ სიკვდილის
გამოყენების სწავლა გვჭირდება, იმისთვის რომ
გადავრჩეთ. მივიღოთ ცვლილებები, როგორც სიცოცხლის წყარო, როგორც შანსი სხვაგვარად
დანახვისა და მივიღოთ სიკვდილი, როგორც გარდამტეხი ცვლილება, როგორც უზენაესი დანიშნულება
და მიზანი, რომელიც ჩასახვის მომენტიდან გენეტიკურ კოდად დაგვყვება. ისწავლო ცვლილების
გამოყენება ვერ იქნება მარტივი, ყველაფერი რასაც მნიშვნელოვანისკენ მივყვართ რთულად
მისაღწევია. სირთულე კიდევ ერთი დამატებითი ბარიერია და საიდან ჩნდებიან ეს ბარიერები
ვინ იტყვის? მაგრამ ვის უნდა უინტერსო და ცარიელი გზებით სიარული? ვისაც უნდა დადის
კიდეც ამ გზებით, მაგრამ ვისაც არ უნდა, სახიფათო, გამოწვევით სავსე გზას ირჩვეს და
ცვლელებების არ ეშინია. იცის რომ ეს, გარდაუვალია, იცის, რომ ეს არის გადარჩენის ერთადერთი
შანსი. დანარჩენი კი უბრალოდ არასებობაა, რომელიც მთავდება. თუ შეცვლას არ ისწავლი
თუ სახიფათო გზებით სიარულის შეგეშინდება, მოუმზადებელი და ზუსტად ისეთი მოკვდები,
როგორადაც დაიბადე, ვერ გაიგებ ვინ ხარ და ვეღარც იმას გაიგებ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყავი,
რომ არ შეგშინებოდა ცვლილების. უკვე ითქვა, რომ შიში უდიდესი ცოდვაა ამ ქვეყნად. მოდით
ვიწამოთ, რომ ერთადერთი, რასაც ჩვენი დაღუპვა შეუძლია ეს თავად შიშია და არა სიკვდილი.
შიში სიკვდილზე გაცილებით საშიშია და იმაზე მეტის წართმევა შეუძლია ჩვენთვის ვიდრე
სიცოცხლეა. მას შეუძლია სიცოცხლე სიკვდილზე ადრე წაგვართვას და არამარტო სიცოცხლე,
არამედ რაღაც სიცოცხლეზე მეტი, რაღაც ისეთი, რაც შესაძლოა შიშის და სიკვდილის იქით გველოდება.
სიკვდილი
საშიში არ არის, ოღონდ მაშინ, როცა მომზადებული ხარ მისთვის.
დღეს
პირველი იანვარია. რამდენი რამე შეიცვალა და თითქოს არც არაფერი შეცვლილა. 2020 წელია,
ჯერ კიდევ გუშინ იყო 2000 წელი რომ დადგა.
7 წლის ვიყავი. სხვანაირი იყო სამყარო მაშინ ან მე ვხედავდი სხვაგვარად, პირდაპირი
და გადატანითი მნიშვნელობითაც. მაშინ წმინდად ჩანდა სამყარო, შემეძლო დავკავებულიყავი
ჩემი საყვარელი საქმიანობით, შემემჩნია ისეთი დეტალები რომლებსაც ჩვეულებრივ ადამიანები
არასოდეს აკვირდებიან, დღეს კი სამყარო დაიბუნდა. ვეღარ ვხედავ დეტალებს, რომლებსაც
შეუძლიათ საგნებს მნიშვნელობა შესძინონ ან დაუკარგონ. სამ ყარო ერთიანობაა. ჩვენ უმნიშვნელო, შეუმჩნეველი დატელები ვართ და სწორედ
ამ უმნიშვნელობით მნიშვნელობას ვძენთ არსებობას. ვქმნით ერთიან ტილოს, რომელზეც ყველას
და ყველაფერს თავის განსაკუთრებული ადგილი და დანიშნულება აქვს. უცნაურია ცვლილებების
მუდმივ ქარიშხალში ცხოვრობდე და გეჩვენებოდეს, რომ არაფერი იცვლება, რომ ადამინები
ისევ ისინი არიან ვინც, გამოქვაბულის კედლებში ცეცხლის პირას იკრიბებოდნენ, ნადავლს
იყოფდნენ, ყვებოდნენ ისტორიებს ზამთრის გრძელი ღამეების გადასაგორებლად და ხანდახან ან უფრო ხშირად ერთმანეთის არ ესმოდათ. ყველა დროში
ერთი და იგივე მეორდება ადამიანები ვერ ანსხვავებენ უმნიშვნელოს მნიშვნელოვნისგან.
ძნელი გარაჩევია მთავარი მეორეხარისხოვნისგან, მაგრამ ხანდახან ახლი წლის მოსაწყენ
საღამოს შეიძლება იგრძნო, როგორ გაგინათდა წამიერად გონება. და ამ სინათლემ სხვა დროში და სივრცეში გადაგახედა,
სადაც საკუთარ უმნიშვნელო მოგონებას მთავარი როლი მოარგე. იქ ძველ, ბნელ, მაგრამ თბილ
დროში ფანჯრიდან ხის ტოტებში გაბლანდული მთვარე ჩანს, მაშინ არაფერი არი იცოდი, მაშინ
უბრალოდ გრძნობდი, რა უნდა გეგრძნო, მაშინ ცარიელი და თავისუფალი იყავი მცდარი ჭეშმარიტებებისგან
და შეგეძლო შეგეგრძნო სამყაროს ნამდილი არსი და არა ის, რომლიც ადამიანემა მოუგონეს.
წამებისგან იქმნებიან წუთები, წუთებისგან საათები, საათებისგან დღეები, დღეებისგაან
კვირები, კვირებისგან თვეები, თვეებისგან წლები. და ესე იქმნება ცხოვრება, რომელიც
არაფერია თუ არა პირობითობა, როლის საფუძცელიც წამია, წამი რომლიც უნდა დაიჭირო.
დღეს
პირველად ვიფიქრე რამდენად არაჩვეულებრივი ვინმე იმალება შენი ერთი შეხდვით ჩვეულებრივი
სახის მიღმა. მე განსაკუთრებული უნარი მქონდა სიმახინჯერში სილამაზე მეპოვა ან უბრალოდ
მომეტყუებინა თავი, რომ ადმიანები, ვინც ჩემ გარშემო იყვნენ იმაზე მეტს წარმოადგენდნენ
ვიდრე სინამდვილეში. ვიჯერებდი, ვიყვარებდი და მწამდა. მაგრამ როცა ჯადოსნური წუთები
დამთავრდა, როცა საათმა 12 ჩამოჰკრა ნახევარი სამყარო გოგორად მექცა. არც მწყენია,
არც გამკვირვები და არც სიყვარული გამნელბია ამის გამო. პირიქით ვიფიქრე, რომ ასეც
უნდა იყოს, დაე გოგრების სიყვარულს მივუძღვნა თავი, იმიტომ რომ მე ეს მიჭირდება, მჭირდება
ვინმეს მივძღვნა ნაწერები, ლექსები, ცრემლები და მთლიანად სიცოცხლე.
და
მაშინ როცა შევწყვიტე ძებნა და თავის მოტყუუება, რომ სადღაც შიგნით, რომლიღაცა გოგორა
ბრილიანტს მალავს, ვისწავლე მიმეღო სამყარო ჩემი წარმოსახვითი ფერების დამატების გარეშე,
დავჯექი და გამიკვირდა. მე ყველაფერი რაც ვწერე და რაც აქამდე ვაკეთე გოგრებისთვის ჩემი სული ნაწილების მიძღვნა იყო, საკუთარი სული
გაყოფა იყო სხვებისთვის, მაგრამ ვერავინ მიგრძნო,
ვერავინ მიმიღო, ვერავინ შემიყვარა.
ვკითხულობდი
ჰაიდეგერის მიმოწერას ჰანასთან და ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ის სიტყვები, რომლებიც
წინა საუკუნეში ითქვა ასე პირდაპირ კავშირში
ყოფილიყო ჩემ სულთან. ერთი წამით ვიფიქრე, რომ სამყარო გამეორებაა. ადამიანები ერთი
და იგივე გზებით დავდივართ და ვერც კი ვამჩნევთ რამდენად მსგავსია თუნდაც ის, რაც განგვასხვავებს.
ერთი წამით გავიფიქრე, როგორ შეიძლება მე მე ვიყო და ამავდროულად ჩემი ცობიარება, იმ
ადამიანების ნააზრევს იზიარებდეს, რომელთა შესახებაც არაფერი მსმენია ცხოვრების გარკვეულ
ეტაპამდე. და მაინც მარტოობის განცდა ყველას ერთნაირად მძაფრად დაგვდევდეს. რაღაც მომენტში კი მომეჩვენა, რომ მთელი სამყარო
ჩემი საკუთარი ცობიერების შექმნილი პროექციაა. ყველაფერი რასაც ვხედავ, რასაც ვსწავლობ
და ვკითხულბ ჩემი შექმნილია. ფროიდი, ნიცშე, კანტი, მარკესი, რუმი და იესოც კი ამ პროექციის
ნაწილები არიან. ისინი არიან გზა სკუთარი თავიდან
საკუთარი თავისკენ და მიზეზი იმისა თუ რატომ ვგრძნობ მარტოობას, მიუხედავ უამრავი თანამოაზრისა
ნათელი ხდება.
და
რომ მოვიდენენ და მკითხონ რა მირჩევნია სრული სიმართლის გაგება სამყაროზე და საკუთარ
თავზე, თუ უბრალოდ ცხოვრება. უბრალოდ ცხოვრებას ავირჩევდი, მიუხედავად წარმოუდგენელი
ინტერესისა და სურვილისა შევიცნო სამყაროს დაფარული არსი. სასაცილო და უცნაურია ეს
არჩევანი და შეიძლება იმას გულისხმობს, რომ ცხოვრება სხვა არაფერია თუ არა შეცნობა
და პასუხები, რომლბიც მზა სახით გვეძლევა სწორი არ არის. პასუხები გამოცდილებასთან
ერთად ხდება ჭეშმარიტი ან მცდარი ან სულაც არასაჭირო. სამყაროს საზეპიროები არ უყვარს და სამყარო იმპროვიზაციაა.
მე
გამოვიგონე ვირუსი, რომელიც ადამიანებს ანადგურებს. ახლა ვზივარ და ვფიქრობ, რაში დამჭირდა
მისი გამოგონება? მეც ადამიანი ვარ, ყველი შემთხვევისთვის აქ და ამ ფორმაში შეიძლება
ესე მეწოდოს. ვზივარ და ვფიქრობ, რომ ამ მომენტში არაფერში მჭირდება ვირუსის არსებობა,
რომელიც ეპიდემიად იქცა. მაგრამ მინდა მჯეროდეს და მჯერა კიდეც მიზეზ შედგობრივი კავშირების.
ამიტომ ვეძებ და ვინც ეძებს ის პოულობს კიდეც. საინტერესოა რას ვიპოვნი ან რის პოვნას
გადავწყვეტ. ბოლო დროს ბევრი რამის ვირწმუნე უფრო სწორად დავრწმუნდი ან დავარწმუნე
თავი. ახლა მაქვს ის რაც ყველთვის მინდოდა, ახლა შემიძლია მე ვიყო.
გამარჯობა, მომენატრე, 2020 წელია 60 ივნისი,
დღის 5 საათი და მე რამოდენიმე წუთია გავიაზრე, რომ სამყაროში ერთადერთი ადამინი არსებობს,
ვისაც ვუყვარვარ და ეს ადამიანი მე თვითონ ვარ. ხოდა ჩემი პასუხია მეც მიყვარხარ, მიყვარხარ
შენი ერთგულებისთვის და იმისთვის რომ არასადოდეს მიმატოვებ, აღარ აქვს მნიშვნელობა
მოგწონვარ თუ არა, სიყვარული იმაზე მეტია, ვიდრე მოწონება. მე არ მეშინია. მე და შენ
მუდმივობა ვართ, დანარჩენი ყველაფერი ცვლადია. იწვიმოს, ითოვოს, ვისაც უნდა წავიდე
და ვისაც უნდა მოვიდეს და ვისაც უნდა, საერთოდ ნუ მოვა. მარტივია, ახლა უკვე მარტივია
ყველაფერი, რაც აქამდე სირთულეების ქარიშხალში გეჩვენებოდა რომ იკარგება. ახლაც შეგიძლია
აჰყვე ყველა აფსურდს, რაც თავში გაგიელევებს და უკვე აღარ გეშინოდეს, სად მიგიყვანს
ეს ყველაფერი. იმიტომ რომ შენ უკვე სახლში ხარ, შენ უკვე იპოვე საკუთარი სახლი შენს
შიგნით. გრძნობ, რომ აღარ გეშინია ადამინების, აღარც მათი დაკარგვის გეშინია, იმიტომ
რომ იცი, უკვე ყველა დაკარგულია, ყველაზე ბევრი რაც შეგიძლია გააკეთე ფიზიკურად გაატარო
დრო იმათთან, ვინც ყველაზე ნაკლებად გაღიზიანებენ. სამწუხარო და სასიხარულო არაფერია,
უბრალოდ ის არის რაც არის. ადამიანებს ერთმანეთის სიყვარული არ შეუძლიათ, მიუხედავად
იმას, რომ ყველა მსოფლიო რელიგია, ყველა სექტა და ყველაფერი სამყაროში ცდილობს დაამტკიცოს
სიყვარულის ჭეშმარიტება. არა, ჭეშმარიტება, სიყვარული და მითუმეტეს ჭეშმარიტი სიყვარული
არა არსებობს. მაგრამ არაფერია აქ ტრაგიკული, ტრაგიკული მხოლოდ ამ ყველაფრის მიუღებლობა
და აუღირებლობაა ხდება, როცა ადამიანები მთელ მცხოვრებას არასებულის ძიებაში ხარჯავენ
და ამ ძეიბაში ვერაფერს პოულობენ გარდა ტკივილისა, რომლსაც გზადაგზა აგროვებენ და ისე
მძიმდებიან საკუთარი არსებობა ავიწყდებათ. შენ კი ვინც მიხვდი ან საკუთარი თავი სიყვარულის
არ არსებობაში დაარწმუნე, თავისუფალი ხარ. საკუთარი თავისთვის საკუთარი თავით ცხოვრება
შეგიძლია და გრძნობ, რომ სხვას არავის სჭირდები ის ვინც ხარ. ამიტომ შეგიძლია შენც
არ დაგჭირდეს არავინ. საკმარისია. საკმარისი შეგიძლია იყო, შენი სული მარტო შენია და
მთლიანი, სხვებს საკუთარი აქვთ, ვერავის ვერ შეერწყმები. მაგრამ სამყარო სულების შეწყმის
მცდელობებით არი სავსე, რომლებიც სიყვარული სახელით აკეთებენ და საბლოოდ ართმანეთის
სულების განადგურებით ამთავრებენ. შენ უბრალოდ იყავი. უბრალოდ აღარ დაივიწყო, რომ ადამიანს
მარტო საკუთარი თავის შეყვარების უნარი აქვს და სხვებისთვის მასში ადგილი არ არის,
თავიდან შეიძლება მოგეჩვენოს რომ შენში უმარავი ადგილია, მაგრამ მერე ხვდები, რომ სულისთვის
რომელიც გათავისუფლდება სამყაროც კი მეტისმეტად პატარაა.
No comments:
Post a Comment