გვერდი

19 June 2023

ომი თანასწორობის სახელით

 ომი თანასწორობის სახელით,

ომი ქალებისა და ომი კაცებისა,

გადაწყვიტე ვის მხარეზე ხარ,

შუაში ვერ იქნები,

აუცილებლად უნდა აირჩიო,

დაპირისპირებული ბანაკებიდან ერთი,

და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლო,

მოკლა ან მოგკლან.

მერე რა თუ სასქესო ორგანოების ომში მონაწილეობა არ გინდა,

მერე რა თუ სხვაობას უბრალოდ ვერ ხედავ.

მერე რა თუ ზუსტად იცი რომ ადამიანობა კაცისთვისაც ისევე რთულია როგორც ქალისთვის.

მთავარი ანატომიური სხვაობაა,

მთავარი ბიოლოგიური სხვაობაა,

მთავარი ქიმიური სხვაობაა,

მერე რა რომ ამ ,,კაცური" და ,,ქალური" სხულების ქვეშ სულს ვმალავთ,

რომელსაც უბრალოდ არა აქვს სქესი.

ომი მაინც საჭიროა,

სხვანაირად როგორ მოვერიოთ ბრაზს,

სხვანაირად როგორ გავუძლოთ სირთულეებს,

მტრის ხატის ქონა საჭიროა.

მერე რა, რომ არ არის ადვილი ქალობა,

არც კაცობაა ადვილი,

მე ქალი ვარ,

ყოველდღე შემიძლია ვიტირო,

ქალების მაგივრად,

და კაცების მაგივრადაც.

მე კაცი ვარ, 

ღმერთო როგორ მინდა ტირილი,

მაგრამ 5 წლისას მასწავლეს,

რომ არ შეიძლება.

მე კაცი ვარ შენ ქალო,

ან პირიქით,

და არჩევანი ჩვენი არ ყოფილა,

გადაწყდა ვინ ,,ძლიერია" და ვინ ,,სუსუტი",

მე კი ვერ გავიგე,

რატომ მიშვერ იარაღს,

როცა უკვე დიდი ხანია დავნებდი,

დავნებდი საკუთარ არსებობას,

საკუთარ სხეულს,

სხვების სხეულებს,

ფორმას და ზომას მნიშვნელობა არ აქვს,

მე ვნებდები,

არ ავწონი ჩემს ტკივილს და არც შენსას,

ტკივილების დატოლება,

სასქესო ორგანოების დატოლებაზე სასაცილოა.

მაგრამ ომი გრძელდება,

ჩანაფიქრის გაგება რთულია,

როცა მხარეს არასოდეს იცვლი,

მოდი მოირგე ჩემი სხეული,

ჩემი ცხოვრება,

შენი მძიმე სული ჩემს მსუბუქ სხეულში ჩატენე, 

მე კი შენს მძიმე სხულში შემიშვი,

მოდი დავამტკიცოთ რამდენად ერთიანი და სრულყოფილია თითოეული ჩვენგანი,

მიუხედავად სქესისა,

რასისა,

კანის ფარისა,

სექსუალური ორიენტაციისაა.


და მაინც წერტილის დასმის შიშით შეპყრობილი,

წერ და იმაზე ფიქრობ,

რომ ვერ გაგიგებენ,

და აუცილებლად ეშაფოტზე აგიყვანენ,

ორჯერ მოგკლავენ,

ერთხელ კაცები,

იმიტომ რომ შენში თავისიანი ვერ იცნეს,

და მეორედ ქალები,

რომლებიც შენმა ფიზიკურმა მახასიათებლებმა კი დააბნიათ,

მაგრამ მაინც მოგკვეთეს საკუთარი ტომიდან,

ღალატის ბრალდებით.

შენ ბნელ საკანში ზიხარ,

ნახავარად ქალი და ნახევარდ კაცი,

უკვე იცი რომ სრულყოფილების გზა,

საკუთარი თავის მიღებაზე გადის,

უკვე იცი რომ ყველგან ყველაფრის პოვნა შეიძლება,

მათ შორის ქალში კაცის,

კაცში ქალის.

No comments:

Post a Comment