დღეს ის დღეა 140 მილიონი ადამიანი, რომ გაქრა დედამიწიდან ერთდროულად.
ადამიანები ყოველდღე ქრებიან ჩვენი ცხოვრებიდან, ძნელია იყო მიტოვებული ნარჩენი და მთელი ცხოვრება გიწევდეს ამ ფაქტს შეეგუო.
როცა ნორა წავიდა წასულების სამყაროში, წასულების დედამიწაზე და ნახა, რომ ისინიც ზუსტად ისეთივე მიტოვებულ ნარჩენებად გრძნობდნენ თავს, როგორც თვითონ და ზუსტად მასავით ცდილობდნენ ცხოვრების გაგრძელებას მიხვდა, რომ წასულების სამყაროში მისი ადგილი არ იყო. როცა სამყაროები ერთმანეთს შორდებიან, დაე დაშორდნენ, ვერ შეაჩერებ პროცესს, ვერ აიძულებ სამყაროებს გაერთიანდნენ, თუ ისინი საერთო ჰაერთი ვერ სუნთქავენ.
მისტიკაც ამაშია, ადამიანები ტოვებენ ერთმანეთს და ნარჩენი, ნაჯიჯგნი, დამახვრეული სულებით ცდილობენ ახლიდან დაიწყონ.
მიტოვება არასდროსაა ცალმხრივი, ორმხრივია. ყველა მიტოვებულს უნდა ახსოვდეს, რომ ის, ვინც ტოვებს, ისევე და შეიძლება უარესადაც იტანჯება.
ჩვენ ადამიანები ნარჩენები ვართ, ყველას აკლია რაღაც, რაც მთლიანობის, სრულყოფილების, ბედნიერების მიღწევაში უნდა დაეხმაროს. ძნელია მარტომ საკუთარ თავში იპოვო ძალა, რომ გადარჩე და ეძებ, რაღაცას. ამ ძებნაში იმდენ ძალას კარგავ, ისე იბნევი, ისე იფანტები, იმდენჯერ ტოვებ და იმდენჯერ გტოვებენ, რომ გავიწყდება რას ეძებდი. გავიწყდება ვინ ხარ, გავიწყდება სად ხარ, გავიწყდება რა გინდა და ერთადერთი, რაც გრჩება მისტიკაა.
ბოლოს შეიგრძნობ, რომ შენც ერთი უბრალო leftover ხარ. ნარჩენი, რომელსაც რეალობის აღქმა არ შეუძლია, შენ ერთდროულად ხარ ნორაც, კევინიც, მეთიც, ბეტიც, ჯონიც, ლორიც, ჯილიც, ტომიც, ყველა ხარ. შეიძლება ის ღმერთიც ხარ, რომელიც ლომმა შეჭამა.
მისტიკის საბურველში ეხვევი და ცდილობ იგრძნო, ცდილობ ისწავლო, ცდილობ გადარჩე, ცდილობ სხვებიც გადაარჩინო და კევინივით უთვალავჯერ კვდები და ბრუნდები, სანამ, ვიღაც არსებობს დედამიწაზე, ვისთვისაც შენი არსებობა, მისი არსებობის წინაპირობაა, შენ ყოვლთვის შეძლებ დაბრუნდე და გჯერა, რომ ბოლოს რაღაც კარგი მოხდება. შენ შეძლებ, მერე რა თუ ისიც კი არ იცი, რითვის იბრძვი. სხვანაირად შეუძლებელია. Leftovers არ ნებდებიან. მათ სწამთ, ყველას თავისებურად, მაგრამ მაინც. რწმენა მისტიკაა, რომელიც არასოდეს გვტოვებს 

No comments:
Post a Comment