სიკვდილი ასე შთამაგონებელი,
შეგიძლია ახვიდე,
სადმე სიმაღლეზე,
ცასთან ახლოს და ისე გადაეშვა სიკვდილში,
თითქოს დედის საშოდან გამოძრომას ცდილობ.
ჯერ არასდროს ყოფილა სიკვდილი,
ასე შთამაგონებელი,
შეგიძლია აიღო თოკი,
მოძებნო ლამაზი ხე,
სილამაზე აუცილებელია, სიკვდილს უხდება ესთეტიკა,
და მერე შენ ცივ გვამს,
დიდხნიანი ძებნის შემდეგ იპოვნიან.
და დაიწყება თვითმკვლელობების სერია,
და დაიწყება თვითმკვლელობების სერია,
თავის მოკვლა ადვილია,
აბა,
სიცოცხლე ხო არ იქნება ადვილი.
თან როცა იცი,
თან როცა იცი,
რომ შენი სიკვდილი ხსნაა,
მარტო შენთვის კი არა,
ყველასთვის,
ვისთვისაც ცხოვრება უსასრულო ტკივილად იქცა.
მოკვდები სისხლით თუ უსისხლოდ და ხალხს აჩვენებ,
მოკვდები სისხლით თუ უსისხლოდ და ხალხს აჩვენებ,
რომ სიცოცხლის იქით სხვა გზაც არსებობს. არავინაა ვალდებული იცოცხლოს მაშინ,
როცა სიკვდილი ექცა ერთადერთ ოცნებად.
აბა რაში გვჭირდება სიცოცხლე,
აბა რაში გვჭირდება სიცოცხლე,
როცა შეგვიძლია მოვკვდეთ,
თან ასე შთამაგონებლად.
ადამიანებს ხომ სიკვდილი უფრო შთააგონებთ,
ადამიანებს ხომ სიკვდილი უფრო შთააგონებთ,
ვიდრე სიცოცხლე.
ადვილია დანებდე,
ადვილია დანებდე,
დაცალო სხეული სიცოცხლისგან,
ადვილია დანებდე,
დაცალო სხეული ტკივილისგან.
გათავისულდე...
ადვილია გაგიჟდე,
ადვილია ფეხზე ლოდი მოიბა, და წყალში გადახტე,
ადვილია ფრთები დაიჭრა,
და ცაში აფრინდე.
ყველა გზა გოლგოთაზე მიდის,
ყველა გზა გოლგოთაზე მიდის,
მაგრამ ზოგი გზა მოკლეა,
ზოგი გრძელი.
სიკვდილი გვიზიდავს,
სიკვდილი გვიზიდავს,
იმიტომ,
რომ უცხოა და იდუმალი,
სიცოცხლე კი ნაცნობი და გამოცდილი,
ადამიანები დგებიან
და იმედებით დამძიმებული მხრებით,
იდუმალი სიკვდილის შავ ხვრელში,
თავდავიწყებას ეძლევიან.
და მე არ ვიცი,
და მე არ ვიცი,
რა უნდა ვთქვა,
ვერ ვისწავლე სიჩუმე,
ისევე,
როგორც სიცოცხლე ვერ ვისწავლე,
და ისევე,
როგორც სიკვდილს ვერ ვისწავლი.
თქვენ, ვინც უიმედობას ნებდებით,
თქვენ, ვინც უიმედობას ნებდებით,
ან პირიქით იმედით სავსე თვალებით სიკვდილის სიბნელეს უღიმით,
რაღაცის თქმას ცდილობთ.
და სანამ თქვენი სიტყვები,
სიჩუმესავით ისმის,
არავინ არ გისმენთ.
მერე კი უკვე გაციებული,
თქვენი სხეულები,
ისე წამლეკავად ღრიალებენ,
ჩვენ დარჩენილებს ძარღვებში სისხლი გვეყინება.
და ვფიქრდებით,
რისი თქმა გინდოდათ,
და ვფიქრდებით,
რისი თქმა გვინდოდა,
მაგრამ ჩვენ ადამიანებს,
არ გვესმის ერთმანეთის,
არც ცოცხლებს და არც მკვდრებს.
და მე არ ვიცი,
და მე არ ვიცი,
რის თქმას ცდილობდით,
და არც ის არ ვიცი,
მე,
რის თქმას ვცდილობ.
იქნებ იმის,
რომ ჩვენ დარჩენილებიც,
ზოგჯერ თქვეთან ერთად ვკვდებით,
და მაინც ვარგძელებთ სუნთქვას,
იმიტომ,
რომ ესეც დროებითია,
იმიტომ,
რომ სიცოცხლე არ არის მარადიული,
იმიტომ,
რომ ტკივილი არ არის მარადიული,
და იმიტომ,
რომ სიკვდილი ტკივილგამაყუჩებელად არ გამოდგება.
არ არის ადვილი სიცოცხლე,
არ არის ადვილი სიცოცხლე,
ვერავინ ვერავის აიძულებს სუნთქვას.
და არ ვიცი,
როგორ გავჩუმდე,
მაშინაც კი,
როცა აზრზე არ ვარ,
რას ვლაპარაკობ.
იქნებ უნდა ვისწავლოთ?
იქნებ უნდა ვისწავლოთ?
იქნებ გვესწავლა,
ყველას ჩვენ ჩვენი გაკვეთილი.
გზები ერთდება,
მთავრდება,
გოლგოთაზე მიდის,
და საბოლოოდ ყველა გავიგებთ,
რა გრძნობაა,
როცა სიცოცხლე სიკვდილში იკარგება,
როცა არარსებობობის იდუმალ მდინარეში,
სუნთქვაშეკრული დინებას ნებდები.
და აი,
და აი,
მაინც ვერ გავიგე,
რის თქმას ცდილობდით,
იმიტომ რომ სიკვდილის ენა არ მესმის, იმიტომ,
რომ სიკვდილის ენა რომ ისწავლო,
ჯერ შენი წილი სიცოცხლის გამოცდა უნდა ჩააბარო.
და მე მრცხვენია,
და მე მრცხვენია,
როგორ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე აიძულო?
დანაშაულია მოკლა ადამიანი,
მაგრამ სიცოცხლე მოსთხოვო,
მაშინ,
როცა ვეღარ უძლებს,
სამარცხვინოა.
მე მრცხვენია,
მე მრცხვენია,
რომ არ შემიძლია შენს ტკივილს ვუმკურნალო,
არ შემიძლია გიშველო,
არ შემიძლია გიშველო,
არ შემიძლია შენი სული გავათავისუფლო...
არ შემიძლია,
არ შემიძლია,
არაფერი არ შემიძლია.
შენ გტკივა,
შენ გტკივა,
მარტო ხარ,
დაბნეული,
უსუსური,
და ელოდები,
არც კი იცი რას,
და იღლები,
ვერავინ ვერ გიშველის.
და მეც ვერავინ ვერ მიშველის,
და მეც ვერავინ ვერ მიშველის,
რა არის შველა?
უნდა ავდგეთ და ერთმანეთის მიყოლებით,
სიკვდილის იდუმალებაში გავუჩინარდეთ?
იქნებ შენი სიკვდილით,
იქნებ შენი სიკვდილით,
მეც მაიძულებ იგივეს?
იქნებ ჩემს გამო გეცოცხლა,
ისევე,
როგორც მე ვცოცხლობ,
შენს გამო.
მე არაფერი არ მესმის,
მე არაფერი არ მესმის,
მე არაფერი არ შემიძლია,
მაგრამ ისე გაუსაძლისად მტკივა,
შენი სიკვდილში გადაზრდილი ტკივილი,
რომ ვალდებული ვარ ვიცოცხლო.
უბრალოდ არ შემიძლია,
უბრალოდ არ შემიძლია,
შენც იგივე გაიძულო,
მე თუ არა სხვამ ვინ იცის,
რა ძნელია ტკივილებს მოერიო,
თან არამარტო შენსას.
და მე ვცდილობ გითხრა,
და მე ვცდილობ გითხრა,
მაპატიე,
შენც ამის თქმას,
ხომ არ ცდილობდი?
პ.ს.
პ.ს.
შენმა ჯერ კიდევ ცოცხალმა სხეულმა,
მითხრა,
რომ მკვდრები ესთეტიკას არ ეძებენ,
ეს ცოცხლები ვცდილობთ,
დავინახოთ სილამაზე იქ,
სადაც ის არ არის.
მაპატიე,
მაპატიე,
რომ შენი შველა არ შემიძლია.
No comments:
Post a Comment