გვერდი

07 December 2020

ენერგია მუდმივია

ადამიანს შეუძლია გაიზარდოს,

ადამიანს შეუძლია გაიზარდოს უსასრულობამდე.

უხილავი წერტილდან,
ყველაზე რთული მექანიზმებით,
გარდაიქმნას არსებად,
რომელსაც შეუძლია იზდებოდეს,
იზრდებოდეს სიცოცხლის ბოლომდე,
და ზოგჯერ სიცოცხლის იქითაც.

და თან ატაროს რწმენა,
რომ შეუძლია იპოვოს თავისი უსასრულობის დანიშნულება და მიზანი.

ადამიანს შეუძლია უსასრულოდ მოკვდეს,
უსასრულოდ გაცოცხლდეს,
და ამ უსასრულობის სევდას,
რომელსაც დანიშნულებას ვერ უძებნის,
შეუძლია ტკივილამდე სიხარულში ჩაძიროს.

და ეჭვები,
რომლებიც უსასრულო ზრდის პარალელურად,
უსასრულოდ იზდება,
შავი ხვრელებივით ცდილობენ შთანთქან ყველაფერი,
რაც მათთან ახლოს ჩაივლის და რაც მათზე სუსტი აღმოჩნდება.

ძალა რწმენაა,
ძალა იმედია,
მათ უსასრულო სიკვდილში,
უსასრულო სიცოცხლე მიაქვთ.
და შავი ხვრელების მიმზიდველი იდუმალების იქით,
უსასრულო რაოდენობის იმედი და რწმენა,
ულიმიტო სიცოცხლის გარანტიას იძლევა.

ადამიანს შეუძლია გაიზარდოს უსასრულობამდე,
საიდანღაც მოსული,
მისტიური ენერგიის წყაროები,
მუდმივობის კანონს ემორჩილებიან.
სამყაროები,
რომლებიც ადამიანებში იქმნებიან,
და ადამიანები,
რომლებიც სამყაროებში იქმნებიან,
ენერგიის მუდმივობის კანონის თანხმად,
უბრალოდ ვერ გაქრებიან,
ისინი ერთი ფორმიდან,
გადავლენ მეორეში,
და ასე დაუსრულებლად.
ადამიანები სამყაროებში შეიქმებიან,
და ადამიანებში სამყაროები.
არ იარსებებენ საზღვრები,
უსაზღვრობა იქნება სამყაროს არსი.

და შავი ხვრელების საფრთხე,
არაფერია თუ არა ლიმიტის შიში,
შიში იმისა,
რომ ენერგია გამოილევა,
შიში იმისა,
რომ ერთ დღეს გაზრდას შეწყვეტ, შიში იმისა,
რომ უსასრულობა ილუზიაა,
შიში იმას,
რომ საზღვარი არსებობს,
შიში იმისა,
რომ ამ სიზღვრის იქით არაფერია.

სიცარიელე მტკივლეულად საშიშია,
მაგრამ სიცარიელეშიც უნდა იყოს რაღაც, მტკივილშიც უნდა იყოს ძალა,
იმიტომ,
რომ ენერგია უკვალოდ ვერ გაქრება.
უკვალოდ ვერაფერი გაქრება.

და შავი ხვრელების უნარი,
შთანთქან ყოველგვარი ენერგია,
თავისი უსაზღვრო ენერგიის წყალობით,
არაფერია,
თუ არა უსასრულო,
უშრეტი და მარადიული,
იმედის და რწმენის გიგანტური საწყობი.

ადამიანებს შეუძლიათ გაზრდა, უსასრულობამდე,
და ყველა გალაქტიკას თავისი შავი ხვრელი აქვს,
სადაც სიცოცხლის უსასრულო მარაგი უსიცოცხლობის ნიღბის ქვეშ იმალება.

ადამიანს შეუძლია უსასრულობამდე გაზრდა,
ნუ გეშინია,
გაიზარდე,
ზოგჯერ მტკივნეულად,
მაგრამ გახსოვდეს,
ტკივილიც ძალაა,
ძალაც ენერგია,
ენერგია მუდმივია.

No comments:

Post a Comment