გვერდი

07 December 2020

მოდი გავჩუმდეთ

მოდი გავჩუმდეთ,
თავები დავხაროთ,
თვალები დავხუჭოთ,
და გავჩუმდეთ.

მოდი გავჩუმდეთ, მოდი სიჩუმე ჩამოვაგდოთ ჩვენს შორის, როგორც პასუხი, რომელმაც კითხვა დაკარგა. მოდი გავჩუმდეთ, თვალები დავხუჭოთ, დაე, ცხოვრება წავიდეს, შორს ჩვენგან, ისე შორს, რომ ვერასოდეს ვეღარ დავეწიოთ. ჩვენ, ვინც ხმამაღლა ვდუმვართ, და ჩვენ, ვინც ხმადაბლა ვლარაკობთ, ვერასოდეს ვერაფერს ვივიწყებთ, და ვერასოდეს ვერაფერს ვიმახსოვრებთ. მოდი გავჩუმდეთ, მოდი წარმოვიდგინოთ სიცარიელე, საიდანაც მოვდივათ. მოდი წარმოვიდგინოთ სიცარიელე, სადაც მივდივართ. და გავჩუმდეთ. ისეთი სიჩუმით გავჩუმდეთ, თითქოს მართლა რამე გვესმოდეს, თითქოს რამე მართლა ვიცოდეთ. მთავარია მრავლისმეტყველი დუმილი ვიწავლოთ, მთავარია თვალების დახუჭვის არ შეგვეშინდეს. მთავარია ვიცოდეთ, რომ სიბნელე არაფერია, თუარა სინათლის არ არსებობა. და საშიში არაფერია, არაფერია საშიში არ არსებობაში. დროდარო უნდა გავჩუმდეთ, თვალები დავხუჭოთ, და მივეჩვიოთ, მივეჩვიოთ საკუთარ სიბრმავეს, მივეჩვიოთ საკუთარ უცოდინრობას, მივეჩვიოთ საკუთარ თავებს. მოდი გავჩუმდეთ, და მოვუსმინოთ სიჩუმეს, ისე თითქოს გვესმოდეს, რას ნიშნავს. მოდი წერილები დავწეროთ, თეთრ ფურცლებზე, თეთრი მელნით, და მისამრთები არ დავაწეროთ. ნათქვამია, თუ დანახვა გინდა, დაინახავ, თუ გაგება გინდა, გაიგებ. მერე რა, რომ სიჩუმეში პასუხების პოვნა ძნელია, შენ მაინც იმას იპოვი, რასაც ეძებ. ის გვპოულობს, რასაც ვეძებთ. სიტყვები მახეა, რომელშიც ვებმებით, და ისე ვიკარგებით, რომ მერე აღარ ვიცით ვინ ვართ. დუმილი ძალაა, რომელიც გადაგვარჩენს. მარტივია ილაპარაკო, რაც არ იცი, და გაჩუმდე. გაჩუმდე და მიხვდე, რომ შენს მიღმა, შენი სიტყვების მიღმაა, ის, რისი გაგებაც არ შეგიძლია.. გაჩუმდი, ისე გაჩუმდი, თითქოს მთელი სამყაროს საიდუმლო ენა აღმოაჩინე, და დაივიწყე ყველა სიტყვა, რაც აქამდე წამოგცდა. ვერაფერი, რასაც ფიქრობ, ვერაფერი, რასაც ამბობ, ვერასოდეს იქნება დუმილზე მართალი. ღმერთი დუმს. ჭეშმარიტება მუნჯია.

No comments:

Post a Comment