დაბნეული შენი სულის ნაწილები.
დაბნევა სულაც არ ყოფილა ისე ცუდი,
როგორც გეგონა.
ტკივილი ყოველთვის მიდის,
და ყოველთვის ბრუნდება.
კარგი ის არის, რომ ეჩვევი.
და როცა იბნევი,
როცა ქუცმაცდები,
ეს მტკივნეულია,
მაგრამ სასარგებლო.
ამ დროს შეგიძლია,
ძირს მიმოფანტული,
საკუთარი სულის ნამცეცები გადაარჩიო,
და ის, რაც არ მოგწონს,
უბრალოდ ადგე და გადაყორო.
მერე კი აკრიფო,
აკრიფო დარჩენილი ნაწილები,
და შეკოწიწდე,
ახლიდან დაიბადო.
და ზუსტად იცი, რომ
ეს არც პირველია,
და არც უკანსაკნელი.
კიდევ ბევრჯერ მოგიწევს,
დანამცეცდე და
მერე რაღაც ჯადოქრობის წყალობით,
ახლიდან გააჩინო საკუთარი თავი.
და ყოველ ჯერზე,
სამშობიარო ტკვილებ გამოვლილმა,
ახალშობილის თვალები გაახილო,
და მიხვდე, რომ სამყარო ლამაზია.
გაახილო დაბერებული თვალები,
და მიხვდე, რომ შეგიძლია.
დაუსრულებლად შეგიძლია,
გაუძლო.
გაუძლო ტკივილებს,
რომ მერე,
თავიდან აღმოაჩინო,
თავიდან შეიყვარო.
თავიდან იგრძნო
არსებობის გაურკვევლობა,
და მისტიური სამყაროს ხიბლს აყოლილმა,
მეტი და მეტი აღმოაჩინო.
აღმოსაჩენი იმდენია...
და დანამცეცების მიზეზებს
რა დალევს?
No comments:
Post a Comment