გვერდი

07 December 2020

***

 თუ ყველაფერი უნდა დამთავრდეს,

ყველაფერი რაც დაიწყო, და ყველაფერი რაც არ დაიწყო. თუ ყველაფერი უნდა დამთავრდეს, თუ სიცოცხლე შობს უსიცოცხლობას, და უსიცოცხლობა შობს სიცოცხლეს. თუ ყველაფერი ჯერ არ დაწყებული, ან უკვე დამთავრებული, ერთ გრძელ ჯაჭვად აკინძული უსასრულობაა, თუ ყველაფერი ერთდროულად ხდება, თუ დასასრული დასაწყისის ილუზია, თუ ყველაფერი უნდა დამთავრდეს, რათა მერე ახლიდან დაიწყოს, მაშინ სიცოცხლე განტოლებაა, რომლის ამონახსნია, უსასრულობა შეფარდებული არსებობასთან, გამრავლებული ნულზე.

No comments:

Post a Comment