ჰო, ყველაზე მარტივი და ამავდროულად ყველაზე რთულია შენთან ლაპარაკი. ზოგჯერ მეგონა რომ უკვე იმდენი ვიცოდი ვეღარ მოხდებოდა რამე რაც გამაოცებდა, მაგრამ შენ გამოჩნდი. აქამდე მოვედი, გზადაგზა საკუთარ თავს ვპოულობდი, ვაშენებდი, ვქმნიდი, ან არც არაფერი მიკეთებია და უბრალოდ მოვედი აქ და ასეთი. და მაინც ჩემი ფანატაზია არ ჰყოფნის იმას რაც ხდება, არ გყოფნის შენ, არ მყოფნის მე, არ გვყოფნის ჩვენ. ისეთ რამეებს ვპოულობ ჩემში რაც არ მეგონა რომ მქონდა. ცოტა ძნელია ცოტა ადვილი, შენ იცი როგორ მიჭირს სიტყვების პოვნა. ალბათ იმიტომ რომ ზედმეტად მჯერა კიდეც და არც მჯერა. არ ვიცი რას ვგრძნობ, შენამდე არასოდეს მიგრძვნია ასე თავი. ვიცი ეგოიზმი ჰქვია ამას და ვაღიარებ, მარტი ის მინდა ხელი მოგკიდო და რაპუნცელივით შორს მაღალ და ადამიანებისთვის მიუწვდომელ კოშკში დაგმალო, მარტო ჩემთვის. წარმოდგენა არ მაქვს ესე რატო მემართება ადრე ამის მსგავსიც კი არაფერი მიგრძვნია. ნდობაში არ არის საქმე, გენდობი შენც და საკუთარ თავსაც. უბრალოდ ბალიშიც კი რომელიც ჩემ მაგივრად გეხება ნერვებს მიშლის. ყველა ნივთი, ყველა საქმე, ყველა ადამიანი, ყველა და ყველაფერი რისი კეთებაც ან ვისთან ერთად ყოფნაც მოგწონს ან უბრალოდ გიწევს, მნიშვნელობა არ აქვს გსიამოვნებს თუ არა, ნერვებს მიშლის და აუტანლად მაგრძნობინებს თავს. არ ვიცი რა ვქნა, ჰო არ ვიცი. თითქოს მე არ ვარ, მაგრამ იქნებ ყველაზე ნამდვილი მე ასეთია?
მეშინია საკუთარი თავის რომლსაც არ ვიცნობ. უბრალოდ არაადამიანურად არაამქვეყნიურად მინდა მარტო ერთამენთს ვეკუთვნოდეთ და რო შემეძლოს პირდაპირი მნიშვნელობით გავაქრობდი დანარჩენ სამყაროს, რომლის არასებობაში არც კი ვარ დარწმუნებული.
ისიც არ ვიცი რატო ვაღიარებ ამას, მაპატიე თუ შენთვისაც კი მეტისმეტად აუტანელი ვარ.
No comments:
Post a Comment