გვერდი

22 April 2022


მნიშვნელობა არ აქვს,
რას იფიქრებ და იტყვი,
მთავარია, რას გააკეთებ.
ჩვენ ის ვართ, რაც გადავწყვიტეთ ვყოფილიყავით,
დანარჩენი თავის მოტყუების ნიჭიერი მცდელობაა,
რა ღრმადაც არ უნდა გაქექო,
სამყაროს შექმნის სათავეებთანაც რომ დაბრუნდე,
საკუთარი თავს მაინც ვერ გასცდები.
გაქექე საკუთარი ჩვევები,
გაქექე საკუთარი ტკივილები,
გაქექე საკუთარი მოგონებები,
გაქექე საკუთარი ქცევები,
გაქექე საკუთარი თავი,
ჩაიხედე ღრმად,
უყურე და აირჩიე,
ვინ ხარ?
ის, ვინც საკუთარი თავის შესაცნობად,
ისე შორს წავიდა,
რომ საკუთარი გამოგონილი თამაშის წესები დაავიწყდა
თუ
ის, ვინც მიხვდა,
რომ შორს წასვლა საჭირო არ არის,
ყველა უნარი და ინსტრუმენტი,
რომელიც თამაშის მოსაგებად სჭირდება ყოველთვის თან აქვს?
უყურე და აირჩიე,
გაითვალე,
იმკითხავე,
ნიშნებს გაჰყევი,
მინიშნებებს,
ან რკინის ლოგიკას,
გზა მაინც იქ მიგიყვანს,
სადაც მიდიხარ.

No comments:

Post a Comment