მე ვარ, შენი დედა
მე ვარ შენი წესების არ მცოდნე დედა,
მე ვარ შენი დედა,
გიკაკუნებ, შენ კართან მორბიხარ
და კითხულობ,
ვინ ხარ?
და არც კი იცი, რომ
ყველაზე რთული ცხოვრებაში,
მაგ კითხვაზე პასუხის პოვნაა.
მე კარს იქით დაბნეული სახით,
პასუხს გიბრუნებ,
მე ვარ,
და მრცხვენია საკუთარი თავის.
მრცხვენია კითხვების
და უფრო მეტად პასუხების მცხვენია.
მალე კარი გაიღება
და მომიწევს შენ ანთებულ თვალებთან თავის მართლება,
ან მოტყუება.
შენი სული თიხაა,
რომელიც დამუშავებას ელოდება.
ჩემი კი მგონი მანამდე გაშრა,
სანამ დამუშავების დრო მივიდოდა,
და შენ კითხვაზე პასუხი,
არ მაქვს.
მე ვარ შენი დედა.
მე ვარ გამშრალი თიხა,
რომელიც უკვე ვერაფერში გამოდგება.
კარს იქით ვდგავარ
და ეს კარია ერთდერთ გზა და იმედი.
კარი, რომლის იქითაც შენ მელოდები, მაგრამ არა,
შენ მე არ მელოდები.
შენ უბრალოდ დგახარ და კითხვებს სვამ,
ცდილობ გაიზარდო,
ცდილობ კარს იქით მდგომ საკუთარ თავს უპასუხო კითხვაზე, ვინ ხარ?
და მე მჯერა, რომ შენ ჩემზე
ძლიერი და ჭკვიანი აღმოჩნდები,
მე მჯერა, რომ იპოვი პასუხებს,
რომლებიც სიმშვიდის გზაზე გატარებს.
ნუ მომისმენ, ნუ მკითხავ, ნუ შემიყვარებ,
უბრალოდ მაპატიე, რომ შენ დაბადებამდე ბევრად ადრე,
სული გამიხმა და ეხლა არ შემიძლია ვიყო კარგი დედა,
ვიყო დედა, რომელსაც იმსახურებ.
და წამები როცა კარს იქიდამ მდგომი მეკითხები ვინ ვარ, ჩემთვის მარადუილად გრძელდება.
ვინ ვარ
ვინ ვარ
ვინ ვარ
შენ დედიკო ვარ,
ერთადერთი სწორი პასუხია ჩემ ცხოვრებაში.
და ვაკაკუნებ,
შენ მკითხავ ვინ ხარ?
და სანამ ჩემ დაბნეულ და უსუცოცხლო თვალებს ვერ ხედავ,
სანამ კარი ჩვენ შორის დგას,
და შენ ჯერ კიდევ არ იცი.
მე შემიძლია გაღიმება მივასწრო,
თვალებს ცეცხლი მოვუკიდო
და დარწმუნებულმა საკუთარ სიმართლეში გიპასუხო
ერთდერთი სწორი პასუხი
შენი დედიკო ვარ.
შენი დედიკო ვარ.
No comments:
Post a Comment